კანონით არის განსაზღვრული, ვის რამდენი პაემანი ეკუთვნის, რამდენი სატელეფონო ზარი და ა.შ. კანონი ხაბეიშვილს რომ შეეხო, თურმე, არ უნდა შეხებოდა, არგუმენტია ის, რომ თურმე, თქვენ ხაბეიშვილს არასერიოზულ პირად მოიხსენიებდით და კანონი რატომ შეახეთო, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კანონი არასერიოზულსაც და სერიოზულსაც თანაბრად ეხება.
„პარტია რასაც ამბობს, ტყუილია. კანონი ხაბეიშვილის გამო არავის გადაუკეთებია. როგორც სხვა პატიმარს აქვს უფლებები, ისეთივე აქვს ხაბეიშვილსაც, მაგრამ ახლა სპეკულაციებია, რომ თუ კლოუნი იყო, მასზე კანონი რატომ მოქმედებსო? – იმოქმედებს, გინდათ, კლოუნი იყოს და გინდათ, ფილოსოფოსი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.