„ჯობია არ ილაპარაკონ ვადამდელ არჩევნებზე, რადგან ოპოზიცია არაფერს სთავაზობს საზოგადოებას, რის გამოც შეიძლება ვადამდელ არჩევნებში მიიღონ უპირატესობა“

„ჯობია არ ილაპარაკონ ვადამდელ არჩევნებზე, რადგან ოპოზიცია არაფერს სთავაზობს საზოგადოებას, რის გამოც შეიძლება ვადამდელ არჩევნებში მიიღონ უპირატესობა“

„თუკი მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან რეალურად წავა, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ქვეყანას გამოადგება და თვითონაც დაისვენებს“, - განაცხადა კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან ინტერვიუში.

ვიცით, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ქართული პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დღეებში უნდა გაეკეთებინა. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე ყოფილ მაღალჩინოსანს საჯაროდ ამ ეტაპზე არაფერი უთქვამს. რატომ? როგორ ფიქრობთ, ხომ არ გადაააფიქრებინეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა?

- თუკი მიხეილ სააკაშვილმა ქართული პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, ეს კარგი იქნება, პირველ რიგში, ქართული პოლიტიკისა და საქართველოსთვის, ასევე მისთვის და მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ქართულ პოლიტიკაში ისევ დაბრუნდეს, რაც მისი უფლებაა, ვერავინ აუკრძალავს. თუმცა, ეს არ იქნება საუკეთესო ვარიანტი ქვეყნისთვისათვის. თუ ეს გადაწყვეტილება მიიღო, შეთანხმებული იქნება „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოსთან. თუკი სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან რეალურად წავა, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ქვეყანას გამოადგება და თვითონაც დაისვენებს.

თქვენი აზრით, საბოლოოდ რა გადაწყვეტილება შეძიძლება მიიღოს მიხეილ სააკაშვილმა?

- ქვეყანა არც დაიქცევა და არც აშენდება მისი პოლიტიკაში დარჩენით ან მისი პოლიტიკიდან წასვლით. უბრალოდ ქვეყანაში არსებული გამოწვევები სხვანაირად დალაგდება. იმედია მშვიდ ვითარებაში განვითარდება, მაგრამ „ქართული ოცნებისგან“ ყველაფერია მოსალოდნელი.

დღეს სააკაშვილი არ მოსწონთ, ხვალ ვიღაცა იქნება და ასე გაგრძელდება. მათ სჭირდებათ მტრის ხატი, ამიტომ სააკაშვილის წასვლით ერთი პლუსი ის იქნება, რომ ვნახავთ, „ქართული ოცნებისთვის“ ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს, მტერს სხვაგან იპოვიან, ოღონდ ქვეყანაში არაფერი აკეთონ. შესაბამისად, პრობლემა სააკაშვილში კი არა, „ქართულ ოცნებშია“.

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატზე როგორ გავლენას იქონიებს?

- რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი დაიქსაქსება და ხმები ალბათ, სხვა პარტიებში გადანაწილდება. ვისთვისაც მიხეილ სააკაშვილის წასვლა მტკივნეული და მიუღებელი იქნება, შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გაბრაზდეს:
თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, სააკაშვილი წასულიყოო.

რაღაც ხმები დაიქსაქსება, მაგრამ იმედია, ეს ამომრჩეველი სახლში არ დარჩება და გადანაწილდება, ან ისევ შერჩება „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ ამომრჩევლისთვის რჩევა მექნება, ნუ მიატოვებენ მათ პარტიას და ხმა მაინც მისცენ. ეს ჩემთვის მისაღები არ არის, მაგრამ პოლიტიკურ სურათს სჭირდება, რომ მათი ხმები მიზანმიმართული იყოს. თუმცა, თუკი მაინცდამაინც სააკაშვილის გამო არ უნდათ, რომ ხმა მისცენ „ნაცმოძრაობას“, სხვას მისცენ, ოღონდ მათი ხმები არ დაიკარგოს, რადგან „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი ყველაზე აქტიური და მიზანმიმართულია საქართველოში. სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან წავა თუ არა, თუკი „ქართული ოცნება“ არ შეიცვლება, ქვეყანას არ ეშველება.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მოდის. როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ხელისუფლების შენარჩუნებას შეძლებს?

- მესამე ვადით ხელისუფლებას „ქართული ოცნება“ თავისუფლად შეინარჩუნებს, როგორც ჩანს, ამისთვის ყველა პირობა აქვს. არავითარი საფრთხე არ ემუქრება ოპოზიციიდან. ვიდრე ოპოზიცია არ ჩამოაყალიბებს მკაფიო ხედვებს საზოგადოებისთვის, როგორ დაძლევს სიღარიბეს, უმუშევრობას... „ქართული ოცნება“ ამით სპეკულირებს. რაც უფრო დიდხანს იქნება ქვეყანაში სიღარიბე, მით უფრო ძლიერი იქნება „ქართული ოცნება“ ის ყიდულობს ღარიბ ხალხს, მას სიღარიბის არსებობა სჭირდება. ამიტომ, ოპოზიციამ მოსახლეობას უნდა შესთავაზოს საშუალო ფენის გაძლიერება, ეკონომიკური დარგების განვითარება.

„ოცნებამ“ კარგად იცის, ვიდრე უგვანი ოპოზიცია ეყოლება, მას არაფრის გაკეთება არ მოუწევს. მისთვის მთავარია ოპოზიცია არ იყოს ძლიერი. ვადამდელ არჩევნებზე რომ საუბრობენ, იგივე შედეგი დადგება, რაც ახლა არის და კიდევ უფრო გაიმყარებს პოზიციებს „ქართული ოცნება“. ჯობია არ ილაპარაკონ ვადამდელ არჩევნებზე, რადგან არაფერს სთავაზობს ოპოზიცია საზოგადოებას, რის გამოც შეიძლება ვადამდელ არჩევნებში მიიღონ უპირატესობა.

 

trampi ჯერ საერთოდ სადააა ოპოზიცია?? ეგენი ოპოზიცია კი არა ქვეყნის მტრები არიან
ეგენი რომ ჩათლახები არიან იმიტომაა, ესენი რომ უვადოდ არიან ხელისუფლებაში
კაი იქნებოდა . ქვეყანაში ვინმე ნორმალური ოპოზიცია რომ იყოს მაგრამ სადააა?---ყველა სკამებზეა დამიზნებული
ეგენი მხოლოდ სკამებზე დაგვსვითო იმას გაიძახიან
კიდე კაი ხელისუფლებაში ეგენი ვერ მოვლენ, თორემ ეგენი იმ ცხრა წელსაც კი სანატრელს გაგვიხდიან
ჰოოდა აბა ეს ხალხმა ეგ რომ იცის, ეგენი როდისმე არჩევნებით მოვლეეენ ხელისუფლებასიი?
ვერასოდეს.!!!!
.დაჟე დაგნარი ამერიკაც ვერ უშველით მაგათ
დაგნარი................. ფუუუ მაგისი..
ჯერ მარტო რას გავს --- სიფათზე ეკუთვნის სროკი
1 წლის უკან