შოკისმომგვრელი ფაქტები ქარდავაზე

შოკისმომგვრელი ფაქტები ქარდავაზე

ბოლო დღებიის განმავლობაში ფარული ვიდეო ჩანაწერები, სადაც ადამიანების სასტიკი მოპყრობის კადრებია ასახული სოციალურ ქსელებსა და ფორუმებში აქტუალობას არ კარგავს. ინტერნეტ მომხმარებლები იმ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს იხილავენ რომლებიც ძველი ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა. ერთერთი მათგანია პატიმარ ა.მ.-ს წერილი. სასჯელაღსრულებაში მყოფი მამაკაცი ისხენებს თუ როგორ მოხვდა ციხეში, როგორ ეპყრობოდნენ მას სასჯალაღსრულების თანამშრომლები და როგორ აიძულებდნენ 2008-2010 წლებში სამეგრელოში მომხდარი ტერაქტიების ამ დრომდე გაუსხნელ სამქში მონაწილეობის აღიარებას.

ა.მ იხსენებს თუ როგორ დააკავეს შსს-ოს თანამშრომლებმა ენგურის ხიდთან, თუ როგორ წაიყვანეს თავზე გადაფარებული შავი ნაჭრით ჩაის ბუჩქებში, სადაც აჩვენეს ვინმე შ.თ -ს ჩვენება სადაც ეწერა რომ ის რამდენბიმე პირთან ერთად მონაწილეობდა 2008 წლიდან 2010 წლამდე მომხდარ აფეთქებებში. „აღნიშნულზე უარი განვაცხადე, რის გამოც ჩემ მიმრათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა განხორციელდა, კერძოდ, მაგინებდნე უშვერი სიტყვაბით, მაფურთხებდნენ სახეში, მემუქრებოდნენ იარაღის დამიზენბით. ისინი მირტყამდნენ რკინის ხელკეტებით ზურგისა და ფეხების არეში ცემზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა განხორციელდა დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში“ ა.მ იხსენებს რომ მომხდარის შემდეგ ის ქალაქის სამართველოში გადაიყვანეს სადაც ასევე გაგრძელდა მისი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყობა, რის შემედეგაც მას ძალის გამოყენებით დაალევინეს წყალი, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება იყო გარეული რის შემდეგაც დაზარალებულს დიდი ოდენობის ნარკოტიკების შენახვა-მოხმარება წაუყენეს ბრალად ა.მ -იხსენებ თუ როგორც ეპყრობოდნენ მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და თითქმის ყოვე;დღე როგორც სცემდნენ, ემუქრებოდნენ და როგორ ითხოვდნენ მისგან დაეწერა აღირებითი ჩვენება „ კარცერში ჩაყვანის დროს ისინი მირტყამდნენ. მიმიყვანეს ერთ-ერთი საკნის კართან და შემახედეს სათვალთვალოში, სადაც დავინახე, როგორ აუპატიურებდა მამაკაცი მამაკაცს. თან მეუბნებოდნენ, რომ კარგად მეყურებინა და დამემახსოვრებინა. მეუბნებოდნენ, რომ თუ არ დავწერდი აღიარებით ჩვენებას, მეც იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. ამის შემდეგ მომცეს ფურცელი და პასტა, მითხრეს, დამეწერა აღიარებითი ჩვენება თავის გადასარჩენად.

ჩვენებაში დავწერე სხვადასხვა დროს ტელევიზიაში გასული აფეთქების შესახებ და მივუთითე, რომ აღნიშნულში მონაწილეობა მქონდა მიღებული. ეს ნაწერი მეგის ქარდავას აუტანეს და ცოტა ხნის მერე მეც ამიყვანეს. შეყვანისას მეგის ქარდავა ჩემს ნაწერს კითხულობდა და მითხრა, რომ ეს არ იყო ის ჩვენება, რომელიც მას სჭირდებოდა და მითხრა, რომ შემეჭამა ის ნაწერი. ვინც მეგისს ახლდა, ძალით შემაჭამა ის ქაღალდი. მერე უთხრა, რომ ისევ ჩავეყვანე ქვემოთ და თან დააყოლა – „მოტყ…, მაგის დედა ვატირე!“ ჩამიყვანეს ქვემოთ, შემაგდეს კარანტინში და კარები დახურეს. ამის შემდეგ იღება ტუალეტის კარი და გამოდის ორი ნიღბიანი მამაკაცი. ისინი მეცნენ, რომ ჩამეხადა შარვალი, მაგრამ მე წინააღმდეგობა გავუწიე. ერთი ეუბნება მეორეს – „წესიერად დამიკავე ეს ნაბიჭვ… უნდა მოვტყ…“.უცებ გაიღო „კარმუშკა“, საიდანაც იყურებოდა ორი პირი, ვინც მეგის ქარდავას ახლდა და ფოტოების გადაღება დაიწყეს. ამ დროს საკანში დამაგდეს იატაკზე, შარვალჩახდილი, და …მე ბეტონზე თავს ვურტყამდი. ამ დროს შემოვიდა გარეთ მყოფი ის ორი პირი; ერთ-ერთმა თავზე ფეხი დამადო, რომ არ ამეწია. ამ დროს უკვე ვიყავი შებოჭილი. მეორე პირმა მომადო თავის სასქესო ორგანო და გადამიღეს სურათი. შემდეგ შემეშვნენ. მითხრეს, რომ თუ არ მივცემდი აღიარებით ჩვენებას, ისინი მართლა გამაუპატიურებდნენ და ზემოაღნიშნულ სურათებს ინტერნეტში დადებდნენ. გაუპატიურებისა და ცემის შიშით დამაწერინეს მათთვის სასურველი აღიარებითი ჩვენება, მოწმის სახით.“ - წერს სკანდალურ წერილში ა.მ