2013 წლის 21 ივნისს გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში, საქართველოს შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის მამუკა კაკაბაძის საცხოვრებელი სახლში ჩხრეკის შედეგად სამხედრო პოლიციამ, მთავარ პროკურატურასთან ერთად, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, სპეციალური დანიშნულების ტყვიამფრქვევი და საბრძოლო შაშხანა ამოიღო.
მამუკა კაკაბაძე 2010-2012 წლებში თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტთან, სხვადასხვა სამხედრო ქონების მოწოდების კუთხით თანამშრომლობდა.
ამჟამად, საქმეზე ტარდება დამატებითი საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები კონკრეტულ პირთა ბრალეულობის დადგენის მიზნით.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველო 2013 წლის 28 მაისიდან აწარმოებს საქმეს 332- მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.