დღეს, სწავლება “Shared Horizons 2013-”ის დახურვის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა.
სწავლებაში მონაწილე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა სტიქიური უბედურების დროს ერთიანი რეაგირების მექანიზმები და კრიზისული სიტუაციის ლიკვიდირების ერთიანი გეგმა შეიმუშავეს. ასევე, სწავლების შედეგად გაუმჯობესდა უწყებათაშორისი რეაგირების მექანიზმები.
ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლებისთვის მართვის ორი ცენტრი ეროვნული გვარდიის დეპარტამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სასწავლო ცენტრში ფუნქციონირებდა.
”Shared Horizons 2013” ამერიკის შეერთებული შტატების სარდლობისა და აშშ-ის ევროპის სარდლობის მხარდაჭერით განხორციელდა, სადაც შეერთებული შტატების გვარდიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
სწავლებაში, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა.
სტუდენტებს, სხვა მონაწილეებთან ერთად სერთიფიკატები გადაეცათ, ორი მათგანი კი დაკისრებული ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის ამერიკელმა პოლკოვნიკმა მედლით დააჯილდოვა. ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების გამორჩეულ მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.