კურსის დასრულების ცერემონიალი (ვიდეო)

კურსის დასრულების ცერემონიალი (ვიდეო)

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დღეს ოფიციალურად დასრულდა.

კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ცერემონიალს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი ვიცე-პოლკოვნიკი შალვა ბაჯელიძე და საქართველოში აშშ-ის სამხედრო ატაშატის წარმომადგენლობა დაესწრო.

ნატოს პროგრამა პარტნიორობა მშვიდობისათვის (PFP) ფარგლებში გამართული სწავლება სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში აშშ-ის რეზერვის ოფიცრის მომზადების კორპუსის 45 მსმენელი მონაწილეობდა.

საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსის განმავლობაში ამერიკელმა კადეტებმა თავდაპირველად ინსტრუქტორების დახმარებით შეასრულეს სხვადასხვა სამთო-ტექნიკური ამოცანები. სწავლების მესამე კვირა კი მთლიანად დაეთმო პრაქტიკულ სავარჯიშოებს. კურსის განმავლობაში კადეტებმა მთაში და მაღალ მთაში გადაადგილების პრინციპები, მდინარეებისა და ხეობების გადალახვის ტექნიკა, ასევე პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და ევაკუაციის ტექნიკური მეთოდები შეისწავლეს. დასკვნით ეტაპზე კი მსმენელებმა სპეციალური ტესტები ჩააბარეს.

კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალზე კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.