ერთი დეპუტატის ქუთაისში ცხოვრებაზე პარლამენტი 833 ლარს ხარჯავს

ერთი დეპუტატის ქუთაისში ცხოვრებაზე პარლამენტი 833 ლარს ხარჯავს

საქართველოს პარლამენტი დეპუტატების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის ყოველთვიურად 833.75 ლარს ხარჯავს. იმ დეპუტატების სიაში, რომლებსაც პარლამენტი ბინის ქირას უხდის, ქუთაისის მაჟორიტარი გუბაზ სანიკიძე და უმრავლესობის წევრი შალვა კიკნაველიძეც არიან.

News.ge  დეპუტატების საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე დახარჯული თანხისა და იმ დეპუტატების რაოდენობით დაინტერესდა, რომლებსაც ამ დროისათვის საცხოვრებლის ხარჯები აუნაზღაურდათ.

პარლამენტის აპარატიდან News.ge-სათვის მოწოდებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დეპუტატებისათვის ყოველთვიურად გათვალისწინებული 833.75 ლარი საშემოსავლო გადასახადის დაქვითვის შემდეგ 667 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ხოლო ამ ეტაპზე ბინის ქირა მერვე მოწვევის პარლამენტის 133 წევრზე გაიცემა.