„ამერიკა მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთი გარანტორი სახელმწიფოა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოს მმართველი პოლიტიკური ძალა“

„ამერიკა მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთი გარანტორი სახელმწიფოა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოს მმართველი პოლიტიკური ძალა“

„დღეს აშშ-სა და საქართველოს ხელისუფლებას შორის დაძაბული ურთიერთობა არის. მაშინ, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს სწორედ ამას ნიშნავს“, - ასე შეაფასა სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან ინტერვიუში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადება, რომელიც საქართველოს საკითხს შეეხებოდა.

როგორც ნედ პრაისმა აღნიშნა, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა რეფორმების საგზაო რუკასთან ერთად, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს, რათა კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

- პირველად, ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებას აქვს რთული ურთიერთობა ამერიკასთან. ალბათ, საზოგადოების მხრიდანაც იქნება გარკვეული სიგნალები, რამდენად უჭერს მხარს საქართველოს ხელისუფლების ასეთ მიდგომებს.

მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით? მოსალოდნელია თუ არა საქართველოდან აშშ- ელჩის, კელი დეგნანის გაწვევა?

- ამერიკა არის მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთი გარანტორი სახელმწიფო, ამიტომ, ამერიკასთან ასეთი დამოკიდებულება წარმოადგენს არც თუ იოლ თამაშის წესებს. ძალიან ფრთხილად უნდა იყოს მმართველი პოლიტიკური ძალა, რადგან ამერიკა არ არის რომელიმე სხვა სახელმწიფო, სადაც ჩვენ გვქონდა გარკვეული, დაძაბული ურთიერთობები. ამიტომ, ამერიკასთან თამაში შეიძლება დიდი გართულებისკენ წავიდეს. ამერიკამ თუ გაიწვია ელჩი, ეს ძალიან ცუდი ჟესტი იქნება. 

თქვენ პირადად ელოდებით, რომ ვითარება აქამდე მივა?

- ჯერჯერობით, ამერიკელები ყველანაირად თავს იკავებენ, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგან, საქართველო სტრატეგიული პარტნიორია და მოქმედებს ქარტია. დღევანდელმა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ უკვე გადააბიჯა „წითელ ხაზებს“, რომლის იქითაც შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული კონფრონტაცია.

რით დაიწყო ეს ყველაფერი, საქართველოსა და აშშ- შორის ვითარების დაძაბვა? ხომ არ მოქმედებს რუსეთის ფაქტორი?

- არ მგონია, რომ ეს რუსეთის ფაქტორის გამო იყოს, თუმცა ესეც ყურადსაღებია. როდესაც ამერიკამ გამოაცხადა პირდაპირი ეკონომიკური ბლოკადა რუსეთის წინააღმდეგ, ის მოკავშირეებისგან ელოდებოდა ანალოგიური ტიპის ქმედებას, ეკონომიკური სანქციების განხორციელებას, მაგრამ იგივე არ წამოსულა ჩვენგან. 

ასევე, უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები აკეთებდნენ არასწორ განცხადებებს, მაგრამ ასეთ პოლიტიკურ თემებზე აყოლა არც ღირდა. მანამდე გვახსოვს, ამერიკის ელჩის დანიშვნა ამ თანამდებობაზე იბლოკებოდა. 

საქართველოში შეიქმნა კომპატორული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, სხვადასხვა პოლიტიკური მანიპულაციებით შეინარჩუნონ ხელისუფლება. 

თქვენი აზრით, „ქართული ოცნებამესამე ვადით ხელისუფლებას შეინარჩუნებს? მმართველი პოლიტიკური ძალა, ალბათ, უშვებს შესაძლებლობას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის აღარ იქნეს არჩეული. ამის ფონზე, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამერიკის წინააღმდეგ გაძლიერდება თუ არა მკაცრი რიტორიკა და ბრალდებები?

- ამერიკამ თავის დროზე დიდი როლი ითამაშა ავტორიტარული რეჟიმის მშვიდობიანად დამხობის საქმეში. მიხეილ სააკაშვილის მეორე ვადით დარჩენის დროს, ამერიკამ მკვეთრად შეცვალა მასთან ურთიერთობა, პოლიტიკურ იზოლაციაში მოაქცია და აკრიტიკებდა. როგორც ჩანს, ანალოგიური სცენარი ვითარდება ახლაც. მეორე ვადით მყოფი ხელისუფლება მესამე ვადით არ აპირებს წასვლას. ვფიქრობ, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაუარესდება. 

თქვენ პირადად ხედავთ თუ არა იმის შესაძლებლობას, რომ 2024 წლისთვის შესაძლოა, მესამე, ალტერნატიული ძალა გამოჩნდეს, თუნდაც ოპოზიციური პარტიების კოალიციის შედეგად?

- თუ დღევანდელი 5%-იანი ბარიერი შენარჩუნდება, ახალი ძალის ფორმირების ილუზია არავის ჰქონდეს. შესაბამისად, მმართველი პოლიტიკური ძალა შეინარჩუნებს ამ პოზიციას. შედეგად, ერთი მხრივ, ფარული დაპირისპირება იქნება მხარეებს შორის, მეორე მხრივ ფარული კონსენსუსი, - ვგულისხმობ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ - შემდეგ კი, ორივე პოლიტიკური ძალა გადაიქცეს ავტოკრატულ, პოლიტიკურ პარტიად და საქართველოში ჰიბრიდული რეჟიმი დამყარდეს. ამის საფრთხე არსებობს, თუკი ორპარტიული მმართველობა ქვეყანაში შენარჩუნდება. დღეს სად იწყება, ან სად მთავრდება „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა,“ მგონი თვითონაც ვერ არკვევენ.

გამოდის, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობამ შესაძლოა კვლავ რამდენიმე წლით გადაიწიოს?

- ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე აღარ იქნება საუბარი, არამედ იმაზე, ადამიანები საქართველოში დარჩებიან თუ არა. ევროკავშირის კანდიდატობას ვინღა ჩივის?! - ამის ტენდენცია, სამწუხაროდ, ნელ-ნელა იკვეთება, თუ არ მოხდება 2%-იანი ბარიერის შემოღება. 

ვინ ჩააგდო შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელსაც შეეძლო ქვეყანა გადაეყვანა სულ სხვა დონეზე?! - ჩააგდეს „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ.“ მათ უნისონში, ერთად და ჰარმონიულად ჩააგდეს საქართველოს პოლიტიკური განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული გეგმა. 

 

კ ა ხ ე ლ ი რა პოლიტიკური განვითარების გეგმა? თუ შარლ მიშელის დოკუმენტი წარმოუდგენია ვინმეს პოლიტიკური განვიტარების გეგმად, სადაც საუბარია რეალურად სასამართლოს, პროკურატურის, საარჩევნო კომისიის და სხვ. სახელმწიფო ინსტიტუტების ან პარალიზებაზე ანდაც ნაცებისათვის დათმობაზე, იგი ექსპერტობას ნუღა დაიბრალებს. შარლ მიშელის მაშვლობა ამოიწურა - პარლამენტის საბოტაჟი შეწყდა და იმ დოკუმენტის მიზანი სულ ეგ იყო. ასევე, ეს 12 პუნქტიანი გეგმაც ეგაა - ექსტრემისტული ვნებების, რაც ე.წ. პრო-დასავლურობის მანიით შეპყრობილებს ქვეყნის სასწვალებლადა სტანჯავთ, დაშოშმინება. სხვა - ეგ გეგმა არავის არაფერსის ჭირდება, იმიტომ რომ სრულიიდიოტობაა. სრული!
1 წლის უკან
trampi კალტენბრუნერის აგენტობის მერე ცოტა ვეღარა ხარ შენს მატორზე----გერმანიაში მერეკელი რამდენი წელი იყო?
ეს ხელისუფლება რომ საქართველოში ხალხს ისევე იქცეოდეს როგორც მიშა, მესამე კი არა მეოთხე ვადით დატოვებდნენ...
მიუხედავად გაყალბებისა 2008 --ში რატო დატოვეს მიშა?? აწყობდათ და იმიტომ ხოოომ?/
ამათ რომ ხალხის მხარდაჭერა არა ჰქონდეთ ეგრევე გადააყირავებდნენ.
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მინიმუმ 15 წელი ნატოსკენ მივისწრაფოდით, ხან რა სტატუსს გვაძლევდნენ და ხან რას, მეგობარი, ჩემო კარგო, ჩემო კეთილო, ძმაზე უფრო ძმაო, ძალიან მაგარო კონტრიბუტორო, ასპირანტო კაცო და ა.შ. ყველა აღარ მახსოვს! ახლა დაიწყო კანდიდატობის კანდიდატობით, განცხადება რომ შეიტანა ხეისუფლებამ მაშინ ვიყავით კანდიდატობის კანდიდატი. ვერაო გვითხრეს " ჭკუით დაყურსულმა უფროსებმა", ჯერ კარტგად უნდა დაგაკვირდეთ აჰა ბილეთები, მოემზადეთ, საშემოდგომო გამოცდას თუ ჩააბარებთ მერე ვნახოთო?! ახლა ვართ მუდმივად პერსპექტიული და ფუჭად ასოცირებული! აბა ახლა ამ გლახაობის შემხედვარე ინატრებ რუსეთს, სხვა რაღა გზაა?! ოღონ ეს დასავლეთელი თვალთმაქცი მტარვალები მოგვცილდნენ!
1 წლის უკან
trampi ფრთხილად როგორ ....... უთხრათ ერთი კიდე ჩამომაჯვიო, თუ როგორ.???.....
ამ დაქნეულების ადგილზე ვეტყოდი.................... ვსოოო კურს ვიცვლი რუსეთისკენ მივდივართ--თქო ნახე მერე სუ შენი ჭირიმეთი რომ დაგვიწყებდნენ ლაპარაკს...ეგრე უნდათ მაგ ჩათლახებს, ეგრე
სუ ამ კითხვას ვსვამ -----------------ერთის ტრაკიდან იმიტომ გამოვძვერით, რომ მეორეში გვედურთა თავი????
1 წლის უკან