„თუ გავიხსენებთ ტრამპის დროინდელ დეგნანს, აბსოლუტურად სხვა აქცენტების დიპლომატი იყო, როგორც კი ამერიკაში ხელისუფლება შეიცვალა, სხვა ტიპის დიპლომატი გახდა“

„თუ გავიხსენებთ ტრამპის დროინდელ დეგნანს, აბსოლუტურად სხვა აქცენტების დიპლომატი იყო, როგორც კი ამერიკაში ხელისუფლება შეიცვალა, სხვა ტიპის დიპლომატი გახდა“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგი საქართველოზე საუბრით გახსნა. მისი თქმით, დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები აშშ- ის ელჩ კელი დეგნანზე და მის გუნდზე არ შეესაბამება პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას. მისივე განცხადებით, აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის რიტორიკა მოსახლეობის ამ მიზნიდან ყურადღების გადატანას ემსახურება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, თავდასხმა და შეურაცხყოფა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იყო.

„ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აშშ-ის ხელისუფლებაზე, რომელიმე მის წარმომადგენელზე საქართველოს ხელისუფლების რომელიმე ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან არასდროს ყოფილა არანაირი თავდასხმა და ასეთი მომავალშიც გამორიცხულია. აშშ არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ ათწლეულობის განმავლობაში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობა გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან ფასეულია. თუ თავდასხმა და შეურაცხყოფა ვნახეთ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ამას არაერთი შეფასება მოჰყვა. ყველას გვახსოვს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, თუ რა შეფასებებს აკეთებდნენ დასავლეთის ელჩების მიმართ ამ წლების განმავლობაში, წარსულშიც და საერთოდ, ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რასაც აკეთებენ, მმართველ პარტიას გადააბრალონ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის მიმართ წამოწყებული კამპანია არ გამოიწვევს მის გაწვევას, თუმცა შესაძლოა, ელჩი არდადეგებზე ამერიკაში დაბრუნდეს და სხვა თანამდებობაზე მოგვევლინოს.

„ელჩის გაწვევა მკვეთრი ჟესტია, იგივე შედეგით შესაძლებელია უფრო რბილი ფორმები მოიძებნოს. ანუ, კელი დეგნანის გაწვევის საკითხი საქართველომ არ დააყენოს, მაგრამ ის ზაფხულის არდადეგებზე ამერიკაში წავიდეს და შემდეგ სხვა თანამდებობაზე აღმოჩნდეს. ამ მიზეზით შეიძლება ელჩის შეცვლა. ასევე ნიშანდობლივი იყო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის ბრიფინგი, სადაც მან დეგნანის თემა ახსენა და თქვა, რომ მერიკა კელი დეგნანს მხარს უჭერს, მაგრამ ჟურნალისტის კითხვაზე მოსამრთლეებთან დაკავშირებით, მისი პასუხი იყო: არ ვიცი, დავაზუსტებო. ნედ პრაისის მხრიდან აღნიშნული განცხადება ცოტა არადამაჯერებელი იყო, რადგან სწორედ დეგნანის გარშემო ატეხილ სიტუაციაში, მთავარი წამყვანი თემა სწორედ მოსამართლეების საკითხია. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა პასუხს თავი აარდა. კი ბატონო, პოლიტიკაში ასეთი ქმედება არსებობს, როდესაც პასუხს თავს არიდებ და რადგან ნედ პრაისმა პასუხს თავი აარიდა, ე.ი. თვლის, რომ ამერიკას ამ საკითხებში დეგნანის წყალობით წამგებიანი პოზიცია უკავია“, - განუცხადა FOR.GE-ს რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგის თქმით, მოსამართლეებთან დაკავშირებით კელი დეგნანს საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია და ის ამერიკის კარნახით იქცევა.

„მოსამართლეებთან დაკავშირებით, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ დეგნანის ქმედება ამერიკიდან იყო ნაკარნახევი. თუ გავიხსენებთ, ტრამპის დროინდელ დეგნანს, აბსოლუტურად სხვა აქცენტების დიპლომატი იყო. როგორც კი ამერიკაში ხელისუფლება შეიცვალა, სხვა ტიპის დიპლომატი გახდა. სავარაუდოდ, არსებობს რაღაცა წრეები, რომლებიც აშშ-ს ადმინისტრაციასთან ერთად შეიქმნა და მასზე გავლენის მატარებელნი არიან. ამ წრეების მოქმედებამ შეცვალა მისი ქცევის სტილი. ამერიკის მხრიდან საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით აშკარად იკითხებოდა მწვანე შუქის ანთება, ეს იქნებოდა განცხადებები, თუ რასაც მოსამართლის დასჯა ჰქვია. თუ ეს პრეცედენტი ამერიკამ საქართველოს მიმართ არ შეცვალა, მაშინ დეგნანი უნდა შეცვალონ. თუ არ შეცვალეს და ასე გაგრძელდა, მაშინ ირაკლი კობახიძის წამოყენებული პრინციპი (საკანონომდებლო მხარდაჭერა გაუკეთონ მოსამართლეებს და მიიღონ კანონი, რომელიც ასეთ ჩარევას გამორიცხავს) დამაფიქრებელ იქნება“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კელი დეგნანის გაწვევა არ მოხდება.

„ამ ეტაპზე არ მგონია კელი დეგნანის გაწვევა მოხდეს. სხვათა შორის საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ის, რომ როდესაც ლეგიტიმური კითხვა დაისვა - თუ რა მოხდა მოსამართლე ჩხიკვაძესთან დაკავშირებით, იყო თუ არა მის მიმართ რაიმე ზეწოლა, რატომღაც ამერიკულმა მხარემ აღნიშნული კითხვა თავდასხმად აღიქვა. თუ ჩვენ ირაკლი კობახიძის განცხადებას ვნახავთ, იქ არსად არ არის მსგავსი თავდასხმა ნახსენები. რადგან მოსამართლის მიერ გამოქვეყნებული წერილი არსებობს, ამიტომ საჭიროა სიტუაციაში გარკვევა. აქ ერთი მთავარი რამ არის - რატომღაც როდესაც „მთავარი არხიდან“ და რადიკალური ოპოზიციიდან ელჩების მიმართ თავდასხმები იყო, მაშინ რეაქცია არ ჰქონდათ. ვფიქრობ, ეს გაურკვევლობა, რომელიც დაკავშირებულია სასამართლო სისტემასთან, მოგვარებადია და სიტუაცია ისე არ გამწვავდება, როგორც დესტრუქციულ ოპოზიციას სურს. ასე რომ, გაუგებრობა მეგობრებშიც ხდება. გაუგებრობა მეზობელ ქვეყნებ შორის არსებობს და ეს ტრაგედიით არ სრულდება“, - აღნიშნა გია აბაშიძემ.  

ცნობისთვის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ წერილში დაწერა: „მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ა.შ.შ-ს საელჩოს ერთ-ერთ თანამშრომელთან (ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით - კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით, ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში (სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ, ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი“.

მოსამართლის საპასუხოდ კი, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება.

Aburjga Tasmanieli თქვენი ვერ გამიგია, ქვეყანა რომლის ღრმად მოხუი პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ მის ადმინისტრაციაში ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელთა რიცხვი უპრეცედენტოდ მაღალია, რომელსაც ეს ამბავი მიაჩნია წარმატების გამოხატულებად, ასეთ ქვეყანასთან მრთლმადიდებლობის მაღიარებელმა ქვეყანამ, რომლის 99% არის მართლმადიდებლობის და ტრადიციული ისლამის მაღიარებელი, როგორ უნდა იმოგობროს, რა პარტნიორობზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, მით უმეტეს, როცა ეს მტრვალი ქვეყანა განუწყვეტლივ უხეშად ითხოვს საქართველოსაგან ლგბტ იდეოლოგიით მართლმადიდებლობის ჩანაცვლებას?!
1 წლის უკან
trampi მგელი მგლობასა არ მოიშლის......არასაოდეს
არ გათეთრდება ყორანიაო .....არასოდეს
ვინც ფიქრობს რომ დაგნარი მოსამართლესთან მიმართებაში დამოუკიდებლად მოიქცა--იქცევა....../მსუბუქად რომ ვთქვათ დურაკია!!!!!!!!!!
გინდ აღიარეთ, გინდა არა --------------------------ეგ არის ამერიკის სახელმწიფოს დამოკიდებულება მეცხრე ხარისხოვანი კოლონიის მიმართ!!!
არასოდეს, არასოდეს, ამერიკა ჩვენ როგორც ნორმალურ დამოუკიდებელ სახელმწიფოს არ შემოგვხედავს არც მოგვექცევა...
და არც გვთვლის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.......ჩვენ მათთვის ვართ მხოლოდ რუსების წინააღმდეგ გამოსაყენებელი პატარა ჭანჭიკი.............ანუ რუსის ტრაკში საჭირო ეკალი
ეგ არის და ეგ
ჩვენ ვართ მათთვის მხოლოდ მეცხრეხარისხოვანი კოლონია !!!!
მაგათ ინდიელებიდან დაწყებული დაჟე სიტყვა მეგობრის მნიშვნელობაც კი საერთოდ არ იციან. მეგობარი მაგათ არ ყოლიათ და მეგობრის მნიშვნელობა როგორღა ეცოდინებათ?
ქვეყანა რომელმაც მონათმფლობელობა გუშინ-- გუშინწინ გააუქმა(1861) და 1968 წლებამდე ზანგებს პირუტყვებივით ეპყრობოდა, მაგათგან კაის რას ელით ??
მაგათ მხოლოდ იციან სიტყვა კოლონია--- ვასალი!!!
აი ვასალები კი მაგათ ხარისხის მიხედვით ყავთ დაყოფილები.....
არიან პირველხარისხოვანი ვასალები...ისრაელი, გერმანია საფრანგეთი და ...... ესეთები
მეორე ხარისხოვანი ვასალები....ვისაც ნავთობი აქვს
მესამე ხარისხოვანი ....ჩილე ბრაზილია და ა.შ.
მერე კოლონიები ...და ა.შ
(ხარისხები თქვენ დაალაგეთ)
ხოოდა ჩვენ მაგ სიაში ვართ მეცხრე ხარისხოვანი კოლონია.... დაჟე ვასალებიც კი არა
ჰოოდა აბა რატომ გიკვირთ მაგ ლენჩი დაგნარის საქციელი? მასე მარტო პირადად დაგნარი კი არ მოგვექცა--გვექცევა, არამედ ეგ არის ამერიკის
სახელმწიფოს საქციელ--დამოკიდებულება ჩვენს მიმართ...
მით უმეტეს რომ ამერიკას ჩვენზე დიდი ფული აქვს დახარჯული და როგორ გგონიათ მუქთაზე დაგვახარჯაა??
...ან სამაგიეროს არ მოგვთხოვეენ??
ვერ დაინახეთ გუშინ ამერიკაში სალივანია თუ ვიღაც უტვინო შიხტა--კიკოლა პრესკონფერენციაზე რომ წამოგვაძახა---- 6 მილიარდი გვაქვს თქვენზე დახარჯულიო? მერე რააა ეგ ფულები მიშამ რომ შეჭამა და ნახევარი კიდევ ჩვენ წავიღეთ ატკატებში, ეგ ფული მაინც საქართველოს დაეწერა
და მაინც გადახდა უნდა ვალსაო....................მუქთა ყველი მარტო სათაგურშიაო და ა.შ
მოკლედ ნუ ატრაკებთ, წყნარად იყავითო........... წამო იომეთო....(ეს ჩემი მოთარგმნილია)
ადრეც ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ......
როგორც 90 --იან წლებში აფხაზეთის მერე რუსეთზე თავს ვიტყებდით.................................. ზუსტად ისეა ეხლაც
..................რომ რაც რუსეთმა დაგვმართა, ეს ჩვენი ძმა რუსეთის გაკეთებული არაოო. ეს ყველაფერი ჩვენს მიმართ რეაქციულმა და ჩათლახმა რუსეთმა ჩაიდინა, თორე ჩვენი დემოკრატიული ძმა, შაქარი და მურაბა რუსეთი ამას როგორ ჩაიდენდა-- იკადრებდაო.......პირიქით ის ჩვენი დემოკრატიული ძმა ამ რეაქციული რუსეთის საქციელით, ძალიან აღშფოთებულია და ამ უბედურებაში ჩვენ გვიჭერს მხაარსო
მერე სინამდვილეში ხო აღმოჩნდა რომ არანაირი ორი რუსეთი არააა?? ---და რომ არის ერთი და ისიც დიდი ჩათლახი რუსეთი?/
ზუსტად ესეა ეხლაც...
~ეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკის შესახებ, ეხლა ზუსტად მასე იქცევიან
არის ორი ამერიკა--- ერთი დემოკრატიული, ჩვენი პარტნიორი, შაქარი და მურაბა ამერიკა და არის მეორე ომის პარტიაო და ისინი გვიწყობენ აქ ყველა უბედურებას ნაცებთან ერთადო...... იმათ უნდათ ხელისუფლებაში8 ნაცების დაბრუნებაო, თორემ ნაღდი დემოკრატიული ამერიკა ყველაფერში გვიჭერს მხარსო ....
კარგიით რაააააა....მართლა მაგ ჭკვაზე ხააართ თუ ზრდილობიანად იქცევით??
არ ადებენ დეგნარის და ამერიკის ჩათლახობებს თითს და არ ამბობენ, რომ ეს ყველა ჩათლახობები, რაც აქ ხდება იმათი ხელშეწყობით ხდება და ჩვენი ომში ჩართრევაც ამერიკას უნდა. ერიდებათ და მორცხვობენ (ზაზა შათირიშვილმა ხომ აჯახათ პირდაპირ)
ჰოოოდა არ ეტყვიან და ................................ისინი უარეს გვიზამენ......
ისე კი ბოლო ხანებში (რაც ამერიკელები ბიძოს შეეხენ) ღარიბაშვილი კობახიძე და დანარჩენებიც შედარებით კარგად იქცევიან, ვინუჟდენზე ,,გამამაცდნენ,,
ისე კი................ ძალიან, ძალაინ მჯერა, რომ ამ ომიდან ყველაფერის მიუხედავად ჩვენ მაინც გამარჯვებულები გამოვალთ და ამერიკელებსაც სიქტიმი მოუვათ....
ეგენი ჩვენთვის მეშვიდეები იქნებიან, მეშვიდეები!!!!
რომ უკვე მაგათი ჟამი მოსულია და სულ ტყუილად ფართხალებენ......პირიქით რაც უფრო ძაან იფართხალებენ, უფრო ძაან გაიჭედებიან ისტორიის ხაფანგში......დიდი დრო აღარ ააქვთ დარჩენილი..... ი
1 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი დეგნანი განიტრამპა და გაჯოვდა. :)
1 წლის უკან