„ის, რომ სტატუსი არ მოგვცეს, ის, რომ საქართველოს შესახებ რაღაცები უარყოფითად იწერება რეზოლუციებში, მარტივად შეიძლება გადაწყდეს - ელჩი გამოიცვალოს“

„ის, რომ სტატუსი არ მოგვცეს, ის, რომ საქართველოს შესახებ რაღაცები უარყოფითად იწერება რეზოლუციებში, მარტივად შეიძლება გადაწყდეს - ელჩი გამოიცვალოს“

დასავლეთთან ეპისტოლარულ ჟანრში ურთიერთობა სულ უფრო აქტუალური ხდება. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წერილით მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და სთხოვა, მკაფიო პოზიცია გამოხატოს ევროპარლამენტის რეზოლუციაში გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებით და გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას.

პრემიერი თვლის, რომ ამით პოლიტიკური ოპონენტები და მათი ევროპელი ლობისტები განეიტრალდებიან და დეოლიგარქიზაციის თემას სპეკულაციისთვის არ გამოიყენებენ, ვინაიდან რეალურად ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკასა და მედიაზე გავლენას არ ახდენს.

„ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ პრემიერის წერილი იყო დროული და მიზანმიმართული, რადგან საქართველოში არსებული დესტრუქციული ძალის მოქმედების შედეგად, რასაც ევროპარლამენტში 300 დეპუტატის გადაბირება მოჰყვა, ევროპარლამენტმა სრულიად აბსურდული რეზოლუცია მიიღო, რომელიც ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ არ გაიზიარა.

რას შეცვლის პრემიერ ღარიბაშვილის წერილი და რატომ უნდა სჭირდებოდეს პრემიერს ეპისტოლარული ჟანრის გამოყენება მაშინ, როცა ელჩები და დიპლომატები მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგნენ?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ შედეგს არ გამოიღებს, რადგან, საბოლოო ჯამში, სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილებას ვინც ღებულობს, იმ ადამიანებზე ასეთი წერილები აბსოლუტურად არ მოქმედებს და ვერც აზრს შეაცვლევინებს. სოსო ცინცაძის განმარტებით, ცხადია, უსიამოვნო ფაქტია, ევროპარლამენტმა რომ ახსენა ივანიშვილის გვარი, მაგრამ ესეც იმის ბრალია, რომ არანორმალური დიპლომატიური კორპუსი გვყავს. უფრო სწორად, საერთოდ არ გვყავს დიპლომატიური კორპუსი.

პოლიტოლოგის აზრით, ის, რომ მოლდოვას და უკრაინას მისცეს სტატუსი და ჩვენ არ მოგვცეს, ის, რომ საქართველოს შესახებ რაღაცები უარყოფითად იწერება რეზოლუციებში, მარტივად შეიძლება გადაწყდეს - ელჩი გამოიცვალოს.

„ის ელჩი უნდა გააგდო იქიდან. უნდა შეცვალო ელჩი, რადგან ეს ნიშნავს, რომ საელჩო არ მუშაობს კარგად. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ჩვენი არც ერთი ელჩი 100%-ით არ ასრულებდა თავის მოვალეობას. პირველ პერიოდში, როცა დიპლომატიური ურთიერთობები ყალიბდებოდა ამერიკასთან, ევროპასთან, ჩვენს ელჩს ტელეფონის ფულიც არ ჰქონდა. მე თვითონ მოწმე ვარ, საწყალი გოჩა ჩოგოვაძე სახელმწიფო დაწესებულებებში შედიოდა, რომ ტელეფონით ესარგებლა. იტალიაში კიდევ ჩვენმა საელჩომ ძლივს იქირავა ბინა, ის შენობა სხვას უნდოდა, კოტე გაბაშვილი კი „კერავდა“ იმ ადამიანს ისე, რომ საელჩოს შენობის ფული არ ჰქონდა. კიდევ ერთი ელჩი გვყავდა, ჩემი მეგობარი, გვარს არ ვიტყვი, საელჩოში სამსახურში მიდიოდა მაშინ, როცა დაინახავდა, რომ მეპატრონე წასული იყო, რადგან შენობის ვალი ჰქონდა და იმ შენობის მეპატრონე გვერდითა სახლში ცხოვრობდა. ახლანდელი ელჩები კი რას აკეთებენ?!“ - აცხადებს სოსო ცინცაძე for.ge- სთან საუბარში.

მისივე შეფასებით, დეოლიგარქიზაციაზე როცა საუბრობენ, თვითონ ტერმინი „დეოლიგარქიზაცია“ არ არის იურიდიული კანონი. დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით იურიდიული დოკუმენტი ეს არის უკრაინის მიერ მიღებული კანონები, მაგრამ იქაც ისეთი პირობებია ჩამოთვლილი, ძნელია იმის დამტკიცება, ადამიანი არის თუ არა ოლიგარქი. მაგალითად, ოლიგარქს გავლენა უნდა ჰქონდეს ტელევიზიაზე, სახელმწიფოს მართვაზე, ამიტომ სოსო ცინცაძე სერიოზულად არ განიხილავს ბიძინა ივანიშვილის მისამართით გამოთქმულ ბრალდებას. მისი აზრით, ვერავის დავუმტკიცებთ, ვინ ვისი კაცია. უბრალოდ, პრობლემაა ის, რომ საქართველოში კადრების სელექცია კომუნისტების დროიდან მოყოლებული, არასოდეს არ ყოფილა ნორმალური, ანუ დამსახურების მიხედვით.

„ახლა იმას ბჭობენ, ბიძინა ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს თუ არა ხელისუფლებაში, რომ ამით დასრულდეს დეოლიგარქიზაციაზე საუბარი. არ დაბრუნდება, რად უნდა პოლიტიკაში დაბრუნება? საქართველოში სასჯელია პოლიტიკაში ყოფნა. განა სიამოვნებს ღარიბაშვილს, იყოს ამ ღატაკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და, თანაც აცხადებდეს, ორნიშნა მაჩვენებლიანი ეკონომიკური ზრდაა და ყველაფერი კარგადაა? ამიტომ არა მგონია, ბიძინა პოლიტიკაში დაბრუნდეს, მით უმეტეს, ერთხელ უკვე იყო, მეორედ თითქოს დაბრუნდა, ახლა კიდევ მესამედ? ეს მას არ სჭირდება“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, პრემიერის ეს წერილი ვერაფერს შეცვლის, ქართულ სახელმწიფოს აღნიშნული წერილი ვერ მოუტანს რაიმე სარგებელს, რადგან დასავლეთში ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია. წერილის მიხედვით, იმის უარყოფა, რომ ის არ არის ოლიგარქი, სულ სხვანაირად აღიქმება ევროკავშირის მიერ. კერძოდ, იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილი მფარველობს საქართველოს მთავრობას, ისინიც არ აღიარებენ ივანიშვილს, როგორც ოლიგარქს.

„ბიძინა ივანიშვილის წინაშე აღებული ვალდებულება ირაკლი ღარიბაშვილს ავალდებულებდა, გაექარწყლებინა ივანიშვილის მისამართით გამოთქმული შეფასებები. ამით ღარიბაშვილი შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ ყველანაირად ცდილობდა, ბიძინა ივანიშვილისთვის ავტორიტეტის შენარჩუნებას“, - გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.

 

Aburjga Tasmanieli ეს სტატუსი რომ არ მოგვცეს ეს არის ღვთის წყალობა, ღვთის ნება! დაფიქრდით კარგად და მიხვდებით!
1 წლის უკან
trampi ცოცხალი თავით ელჩი კითხვებზე პასუხს არ სცემს........და არც გვიპასუხებს ----------------- ეგღა აკლია მეცხრეხარისხოვან კოლონიის რაღაც პარლამენტის წევრებს თავი გაუყადროს
პირიქით................... არაფერიც არ მომხდარაო
ხოოოდა ეხლა თუ ამას ეს ჩათლახობები შეარჩინეს--გადაუგორეს, აი თავზე დაჯმა მერე ნახეთ
ეგენი ეხლა შტურმიტ მოდიან შეტევაზე და თუ ამათ ამ ჩათლახობებზე ოდნავ თვალი მოუხუჭეს, ბოლომდე შეგვჯდებიან და ნაცებსაც ტკბილად
დაგვიბრუნებენ.....
1 წლის უკან
trampi დავით მაღრაძე: წარმოგიდგენიათ ამერიკის მოსამართლე რომელიმე ქვეყნის ელჩმა დაიბაროს და ანგარიში მოსთხოვოს, ამას რა მოჰყვება?
ჩვენ ბატონის ცვლილებისთვის კი არა, თავისუფლებისთვის ვიბრძოლეთ



პუტინი ომის წინ კაკრას მაგას გვეუბნებოდა------------ თქვენ დამოუკიდებლობა კი არა პატრონის შეცვლა გდომებიათო
1 წლის უკან
trampi შეკითხვა მაქვს
მეც ყაველაშვილივით კითხვები უნდა დავსვა, იქნებ ზოგზოგებმა(ჩლუნფგებმა და ჩათლახებმა) ეგრე უფრო გაიგონ

ეს ამერიკა წლების მანძილზე ჯარის შექმნა, შეიარაღება მოდერნიზაციაში რატო გვეხმარებოდა, როგორ გგონიათ???,???/
აი სამხედრო ტეხნიკაო ................
.აი ერთობლივი წვრთნებიო .............
აი ამერკაში სამხედრო სასწავლებლებში ჩვენი ოფიცრების სწავლებაო..
აი შეიარაღებისთვის კრედიტებიო
პლიუს აქ ჩამოდიოდნენ, ასწავლიდნენ და კიდევ ათასი სხვა რამ
მერე როგორ გგონიათ ამ ყველაფერს ამერიკა საქართველოში რატო აკეთებდა?? დემოკრატიის გაუმჯობესებისთვის თუ გრუზინები პუტინისგან დაცულები იყვნენ და კარგად იცხოვრონო, იმაზე ფიქრობდნენ??
ვისაც ესე ეგონა თავიდანვე დებილები იყვნენ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ეხლა ხომ კარგად გამოჩნდა თუ რატომაც იხარჯებოდნენ ჩვენზე -------------------------როცა მათ დასჭირდებოდათ იმათი გულისთვის უნდა დავხოცილიყავით
ეხლა მაინც ჰაააასკაცააა??/..
ბიჯოოო...................... მაგათ საქართველო მთელი თავისი ისტორიით, სუ ქინძზე არ ეკიდათ და ეხლაც არ კიდიაათ?/
მაგათ ჩვენ გარკვეულ დრომდე რუსის ტრაკში ეკლად ვჭირდებოდით და ეხლა, როცა მათ საქმეს დასჭირდა ---- უნდა შეგვახოცონ რუსებს...
თავიდანვე ეგ იყო მათთვის ჩვენი ფუნქცია --მოვალეობა ............... ჩვენ მაგათ სხვა არაფერში ვჭირდებოდით
(ეგ მაგათმა მარკ მალენმა პირდაპირ გვითხრა კიდეც)
ჰოოოდა ................... ეხლა რომ ჩვენ მაგათ დაკრულზე რუსებს ტანკ ქვეშ არ ვუვარდებით, გიჟებს გვანან ............ იმიტომაც გვიტევენ ყველა მხრიდან
ამდენი ფულები დაგახარჯეთ და როგორ თუ არ გვიჯერებთო
მოკლედ ეგენი უფრო გაგიჟდებიან ..................ხუმრობა ხომ არაა, ამდენი ფულები ტყუილად დავხარჯეთო, ამბობენ
იმიტომაც გადმოვიდნენ შტურმნით შეტევაზე....იმიტომაცაა ელჩი რომ ნაგლობებს აღარ ერიდება და სულ ფეხზეც ვკიდივართ
მოსკოვიდან პრავერკაზე ჩამოსულ რევიზორივით გვექცევა....დაჟე გაცილებით უარესად
ეხლა გაძლებაზე ვართ....
პირდაპირ ბომბს ვერ დაგვკრავენ ................ნაცების დასაბრუნებელ რევოლუციას ვერ მოაწყობენ.............. ...ჰოოდა სიტუაციის გადასატეხად შეიძლება ვიღაცა გააგორონ .....
აი ჩიტს მერე დაიჭერენ, თანაც ძალიან დიდს
1 წლის უკან