„ვშიშობ, თუ ნატოს უშუალო ჩართვა არ მოხდა, უკრაინას გაუჭირდება წარმატების მოპოვება, რა იარაღიც არ უნდა მიაწოდონ მას, თუმცა, ნატო ამ ომში არ ჩაერთვება“

„ვშიშობ, თუ ნატოს უშუალო ჩართვა არ მოხდა, უკრაინას გაუჭირდება წარმატების მოპოვება, რა იარაღიც არ უნდა მიაწოდონ მას, თუმცა, ნატო ამ ომში არ ჩაერთვება“

მარტოდმარტო ომში დარჩენილი ზელენსკი გამუდმებით ითხოვს შეიარაღებას, მთელი მსოფლიო მას თანაუგრძნობს, შესაძლოა, ზოგს ბრაზიც მოსდის დასავლეთზე, რატომ ამადლიან ომში მყოფ ქვეყანას მძიმე შეიარაღებას, რატომ ელოდებიან, რომ წვეთ-წვეთად სისხლისგან დაიცალოს ეს ქვეყანა და რატომ აწვდიან დოზირებულად შეიარაღებას. ასეთ არგუმენტებს საფუძველი აქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ყველაფრით რომ მოემარაგებინა დასავლეთს უკრაინა, უკვე გაცილებით მაღალ რანგში გადაიზრდებოდა ორთაბრძოლა და შეიძლება პუტინს ბირთვული იარაღისკენ წაცდენოდა ხელი. როგორც ჩანს, ამას უფრთხის დასავლეთი და უკრაინელებიც „ნელი სიკვდილით“ ყოველდღიურად იღუპებიან.

„უკრაინისთვის ათი იმდენი „HIMARS“ უნდა მიგვეცა, რაც მივეცით“, - დაგვიანებულ სინანულს გამოთქვამს აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში, გენერალი დაგლას ლუტი. მისივე თქმით, ამერიკის მიერ გაგზავნილი 4 ჰიმარსი უკვე უკრაინაშია, 4-იც გზაშია, განიხილება NASAMS ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდება ნორვეგიიდან. საერთო ჯამში, უკრაინას დღეს 25 მსგავსი სისტემა აქვს, რუსებს კი - ასეულობით. ამის ფონზე დაგლას ლუტი ინტერესდება, შეგვიძლია კი დასავლეთის დახმარებას ჯეროვანი ვუწოდოთ?!

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ევროპისა და ნატოს საკითხებში იან ბზჟინსკი კი აცხადებს, რომ დასავლეთი ეხმარება უკრაინას, მაგრამ არის ეს დიდი და სწრაფი ნაბიჯები? ბზეჟინსკის თქმით, უკრაინაში შეიარაღება მდინარესავით უნდა მიედინებოდეს, ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მიეღო უკრაინას სამხედრო დახმარება, როცა რუსები ჯარებს აგროვებდნენ უკრაინის საზღვრებთან. დასავლეთის ამგვარი უპრინციპობა და შიში პუტინის წინაშე კრემლის ლიდერს მხოლოდ ძალას ჰმატებს.

სულ ახლახანს ბაიდენმა უკრაინისთვის 400 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის გადაცემის ახალ პაკეტს მოაწერა ხელი, რომელთა შორისაა ოთხი ერთეული ჰიმარსი და საბრძოლო მასალა. დამატებითი ჰიმარსების გადაცემით საერთო რაოდენობა 12 ერთეულამდე გაიზრდება.

თუ რატომ აწვდიან უკრაინას შეიარაღებას წვეთწვეთობით, ამის შესახებ საუბრობს for.ge-სთან ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე. ის იხსენებს დასავლეთში გაკეთებულ განცხადებებს, როცა დასავლელი მაღალჩინოსნები თავმოწონებით ამბობდნენ, რუსეთის ერთ სცენარზე 18 პასუხი გვაქვსო, თუმცა რეალობა სხვაგვარი ყოფილა.

„სიმართლე გითხრათ, დასავლეთი ვერ აღმოჩნდა მომზადებული რუსეთის თუნდაც ერთ სცენართან მიმართებით, ვგულისხმობ ტემპს და შეიარაღების მოცულობას, თორემ დასავლეთი უკრაინას სხვა მხრივ გვერდში უდგას. უკრაინისთვის დახმარებას რომ არ დაეგვიანებინა, გაცილებით მეტ წინააღმდეგობას გაუწევდა უკრაინა რუსეთს და ნაკლებ დანაკარგს მიიღებდა, რადგან ძირითადი შენაერთები და ქვედანაყოფები, რომელიც უკრაინის არმიის საფუძველი გახლდათ, „აზოვი“ და სხვები, ფაქტობრივად, ნადგურდება, მათ არ ჰყოფნით შეიარაღება, თვითმფრინავები, რაკეტები, ტანკები“, - აღნიშნავს ამირან სალუქვაძე.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ დასავლეთის დაგვიანებული დახმარება უკრაინისადმი შესაძლოა, იმით აიხსნას, რომ დასავლელი პოლიტიკოსები პრაგმატულად მოქმედებენ. მათ არ სურთ რუსეთის იმ დონეზე გაღიზიანება, რომ იგი ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ აიძულონ.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილს არ უკვირს, ამერიკელ ყოფილ სამხედრო ჩინოსანთა წუხილი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიაწოდეს უფრო მეტი იარაღი უკრაინას. მისი აზრით, ეს წუხილი უფრო რიტორიკისთვის გამოიყენება, სინამდვილეში, უკრაინა იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ დასავლური დახმარების გარეშე ერთი დღეც ვერ გაძლებდა. თუმცა ამ დახმარებასაც აქვს თავისი ფარგლები, განურჩევლად იარაღის მიწოდება არ შეიძლება.

„სამხედრო სფეროს სპეციალისტებმა ძალიან კარგად იციან, რომ ომში მყოფ ქვეყანას იარაღი უნდა მიაწოდო კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე, რა ვითარებაც და საომარი ამოცანებიც უდგას კონკრეტულ სიტუაციაში უკრაინას. როდესაც დახმარებაზე ხარ ორიენტირებული, ამ დროს ომის წარმოება არც ისე ეფექტურია, რადგან ოპერატიული ვითარება ყოველ წუთას იცვლება, გამუდმებით ახალ-ახალი საჭიროება დგება. ეს დახმარება რომ მოდის, მერე შეიძლება ამის საჭიროება აღარც იყოს. აქედან გამომდინარე, ყოველთვის არ ამართლებს სიტუაცია, როდესაც უცხოეთის დახმარების ხარჯზე გინდა ომში უპირატესობის მოპოვება. მით უმეტეს, იმხელა საომარი მანქანის პირისპირ, როგორიც რუსეთია. ვშიშობ, თუ ნატოს უშუალო ჩართვა არ მოხდა სამხედრო ოპერაციებში, უკრაინას გაუჭირდება წარმატების მოპოვება. შეზღუდული იქნება უკრაინის რესურსი, რა იარაღიც არ უნდა მიაწოდონ მას. თუმცა, ცხადია, ნატო ამ ომში არ ჩაერთვება“,-აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას.

 

trampi რო ჩაერთოს კიდე რა ფეხებს მოსჭამენ რუსეთს???
რუსეთი მილიონამდე ადამიანს ზაპროსტო გამოიყვანს ..,..თოფ იარაღი კიდე არ გამოელაევა
ჰოოოდა ეომეთ................ მეც ეგ მინდა.............................
..ორ კურდღელს ერთად დავიჭერთ--------------ჩვენს გარდა .სუყველას დედა მიექინძება .....
თუ არადა ნახავთ
1 წლის უკან
DDDzia პაპა!
ცხელ გულზე წერ და მესმის.
მაგრამ რუსეთს რამე რომ მოუვიდეს, ჩვენ გავუძლებთ თუნდაც 17 მილიონ კაციჭამია ჩრდილოკავკასიელს?
თურქები და ირანელები მხედველობაში ჯერ არ მყავს.
1 წლის უკან
trampi მართალი ხარ მაგრამ ....მე მაინც საქართველოს გამოძრომის იმედი მაქვს
არადა აფხაზეთი რომ მახსენდება და 91-92 წლის ამბები, უცებ მეც ნაცი გავხდები ხოლმე და ლამის მეც ხულიოს ძახილი დავიწყო ხოლმე .,...ისე ,,ამათ,, შემობრძანებამდე მე რუსებზე ძალიან აწყვეტილი ვიყავი..... სიმწრისაგან შვილებს რუსულად ერთი სიტყვაც კი არ ვასწავლე ---- ინგლისურად ჭუკჭუკებენ..........
......სხვათა შორის მაშინ უბანში აქაური რუსები ამოვიჩემე, მწარე გრუზინი ვიყავი, პირდაპირ ტვინს ვუჭამდი და ამის გამო რამდენიმე ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადასახლდა კიდეც (ალბათ მარტო ჩემს გამო არა)......................................თურმე არ ვიყავი მართალი
მაგრამ მერე მეც ისე დამემართა---- მტერს მოგცემ მტერს დაგავიწყებო....................და გაგრილდა იმათი ჩათლახობები
ადრეც ვთქვი................... როგორც წლების მანძილზე რუსებმა ჩვენს მიმართ აფხაზები გააგიჟეს(გრუზინები თქვენი მტრები არიანო) ზუსტად ისე გაუკეთეს ამერიკელებმა უკრაინელებს რუსების მიმართ და......... ძმა ძმას წაჰკიდეს......
.........ანუ ბუმერანგი დაუბრუნდათ, ბუმერანგი და დღეს თავისივე დათესილს იმკიან.....
ისე კი რუსეთს არაფერიც არ მოუვა!!!! და თუ მოუვა---- ორივეს ერთად მოუვიდეს....
1 წლის უკან
trampi ვერისუბნის მელოდიებში აღა გეორქას ქურქს რომ მოპარავენ, ზუსტად ის ვარიანტია..
ქურქს რო ეძებენ და ვარდოს ეკითხებიან---- ვის მიჰყიდე ის ქურქიო ....
ის კიდევ რომ პასუხობს ---------- ამ უბანში იმ ქურქის მყიდველი ვინც არის, თქვენ ჩემზე კარგად იცითო..............ზუსტად ისეა
ბიჯოოოო...
ზაზა შათირიშვილმა თავიდანვე ხომ პირდაპირ დაადო თითი ამერიკას ----- რომ ამ ყველაფრის ამრევ დამრევი ამერიკაააობა ამ ბანკლის ამბები ეს რეზოლუციადა ესეთი ამბები სხვა ვისი ჩაწყობილია ....სხვას ვის ააქვს მაგის ტრაკი
ჰპოოდა თქვენ რატო ერიდებით სათქმელის პირდაპირ თქმას ??
მაგ ნამეტანმა ,,კულტურამ და პროდვინუტობამ,, გვიყო ამერიკის ელჩი ძაღლადაც რო აღარ აგდებს მთელ საქართველოს
დათვსა ხედავდნენ და კიდევ დათვის კვალს ეძებდნენო.....
პირდაპირა დგას ჩათლახი, პირდაპირ, რაღას ემარიაჟებით და ელაქუცებით .................... უთხარით ჩათლახები ხართ, ჩათლახები, მეგობრები კი არა თქო
ან უთხარით ვსოო .............აწი . თქვენთან კი არა რუსებთან უნდა ვიმეგობროთ, (ფუი ეშმაკსა) რეფერენდუმს ვატარებ--თქო და მერე მიხვდებიან მისახვედრს
1 წლის უკან
trampi იმიტომაცაა ეს ამ,ერიკის ელჩი ასე აწყვეტილი რომ გვაწვება ---თავის ქვეყნიდან ზურგი აქვს, ზურგი..იმათ დავალებას ასრულებს ..
ბოლომდე მიაწექი რომ გავტეხოთ ეგენი წელშიო
1 წლის უკან