კელი დეგნანმა მოსამართლისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა

კელი დეგნანმა მოსამართლისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის ელჩს ზეწოლაში ადანაშაულებს. მოსამართლე ამბობს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ს თანამშრომელთან კევინ ბურკთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს. როგორც მოსამართლე აღნიშნავს, მისი შეფასებით, ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

„ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში (სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით აშშ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი.

ეს ვითარება ჩემთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა და ახლა უკვე ზოგიერთი პოლიტიკური ძალა „სანქციებითაც“ მემუქრება ამ კონკრეტული საქმის განხილვის შედეგის გამო, და არ მინდა რომ იგივე გაიარონ ჩემმა კოლეგა მოსამართლეებმა, რომლებსაც, როგორც უკვე აშკარად ჩანს, ამ საქმის განხილვა მოუწევთ დაუფარავი და დიდი ზეწოლის ქვეშ“, - აცხადებს ლაშა ჩხიკვაძე.

გარდა ამისა, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე გამოეხმაურა ევროპარლამენტარ გალერის განცხადებას და თვლის, რომ ეს არის პირდაპირი ზეწოლა მის კოლეგებზე, რომლებმაც 19 ივლისს უნდა განიხილონ ნიკა გვარამიას საქმე ზემდგომ ინსტანციაში და რომლებზეც უკვე ღია ზეწოლა იწყება.

„მას შემდეგ, რაც მოვისმინე ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადება სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, სადაც ის, ჩემი შეფასებით, პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და აშკარად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ მომავალი კვირის სამშაბათს ანუ 19 ივლისს, როცა სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პირველივე განხილვაზე გაამართლოს გვარამია და ამით გამოასწოროს ძველი შეცდომები, ანუ რომელიც მე თითქოსდა დავუშვი. როგორც ცნობილია, ბატონი გალერი გერმანელი პოლიტიკოსია და წლებია ევროპარლამენტის წევრია და უბრალოდ ჩემთვის საინტერესოა, საკუთარ ქვეყნის მოსამართლეებზე თუ მოახდენდა ამგვარ ზეწოლას და მათთვის პირდაპირი მითითებების მიცემას, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის შედეგთან დაკავშირებით? და რაც მთავარია, რა რეაქციები მოყვებოდა მის ასეთ ქმედებას მისსავე სამშობლოში?“, - ამბობს ლაშა ჩხიკვაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის, გიზო უბილავას თქმით, მოსამართლე ჩხიკვაძეს კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ანგარიში მოსთხოვეს.

„კოლეგებმა, ვინც მივემგზავრებოდით, ჩავთვალეთ, რომ ჩხიკვაძეს ფაქტობრივად ანგარიში მოსთხოვეს კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, უარი ვთქვით გამგზავრებაზე. მორალური უფლება არ გვქონდა, რომ წავსულვიყავით ამ ვიზიტით“, - აღნიშნა გიზო უბილავამ.

ქართველი მოსამართლეების ბრალდებას არ ადასტურებს კელი დეგნანი. აშშ-ის ელჩი ამბობს, რომ ნებისმიერი განცხადება, რომ მოხდა რაიმე ჩარევა, არ არის მართალი. მისი თქმით, წლებია აშშ მუშაობს იმაზე, რომ საქართველოში იყოს დამოუკიდებული, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემა. თუმცა, ელჩს არ აქვს კითხვაზე პასუხი - რატომ გაუქმდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსამართლის ვიზიტი.

„მე ამ კითხვაზე სხვის ნაცვლად პასუხს ვერ გავცემ. თუმცა, გეტყვით, რომ ჩვენი პროგრამები არის ღია, მათ შორის სასამართლოს სისტემის წარმომადგენლებისთვის, ვისაც აქვს სურვილი, რომ დაუკავშირდნენ თავიანთ კოლეგებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოხდეს გამოცდილების გაცვლა. ვფიქრობ, ბევრი წარმატებული პროგრამა განხორციელდა. ეს იყო სასარგებლო, როგორც ქართველი მოსამართლეებისთვის, ასევე ამერიკელი მოსამართლეებისთვის. ჩვენი პროგრამები კვლავ ღიაა მათთვის, ვისაც სურვილი აქვს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

პატიმარი ნიკა გვარამია წერს, რომ სასამართლოში კლანის წინააღმდეგ ბუნტია და ბუნტის სათავეში არიან ის მოსამართლეები, ვინც, ჩხიკვაძის დასანქცირების მიზეზით, აიძულეს უარი ეთქვათ აშშ-ში წასვლაზე.

„აშშ-ში სემინარზე მიდიან მხოლოდ ის მოსამართლეები, ვინც დაუპირისპირდა სისტემას და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა მოსამართლეების წინააღმდეგ მიღებული რეპრესიული კანონი დისციპლინური წარმოების შესახებ. ბუნტის სათავეში არიან ის მოსამართლეები, ვინც, ჩხიკვაძის დასანქცირების მიზეზით, აიძულეს უარი ეთქვათ აშშ-ში წასვლაზე. ამ მოსამართლეებზე ზეწოლა განახორციელა უშუალოდ ე.წ. მოსამართლე ჩხიკვაძემ, რაზეც ისინი აპირებენ ხმამაღლა საუბარს“, - წერს ნიკა გვარამია.

აშშ-ის ელჩისგან დამაჯერებელ პასუხს ითხოვს უმრავლესობა. ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მოსამართლემ განცხადება გააკეთა და მან უნდა გასცეს პასუხი, ვის მიმართაც იყო გაკეთებული, აქ რომან გოცირიძის კომენტარები საკმარისი არ არის. მისი თქმით, მოსამართლის განცხადებაზე კელი დეგნანის მხრიდან პირდაპირი პასუხი არ ყოფილა, თუმცა დახმარება, როგორც კელი დეგნანმა მიუთითა, აუცილებელია და მისასალმებელია. ვოლსკი აცხადებს, რომ როცა ასეთ სკანდალურ თემაზე განცხადება კეთდება, ის პასუხს საჭიროებს.

„რომან გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით განაცხადა, რომ აშშ-მა კონკრეტული მოსამართლის სანქცირება მოახდინა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე. ეს განცხადება „ნაცმოძრაობის“ წევრმა გააკეთა და ახლა კეთილი ინებოს და დაადასტუროს, რომ ეს ასეა, ან თქვას, რომ ეს მხოლოდ მათი მოსაზრებაა. „ნაცმოძრაობის“ ეს განცხადება საკმაოდ ნათელი, ვფიქრობ, სკანდალური იყო, რადგან იგი ადასტურებს, რომ ამერიკამ ქართველ მოსამართლეზე სანქციები დააწესა.

სანამ მოსამართლის განცხადება იქნებოდა, „ნაცმოძრაობა“ დიდი ხნით ადრე ამტკიცებდა, რომ ეს სწორედაც სანქციაა, რომელიც დაუწესა აშშ-მა კონკრეტულ მოსამართლეებს და ამ თემაზე ერთი ჟივილ-ხივილი და ტაშ-ფანდური ჰქონდათ ატეხილი. პოზიცია არც ახლა შეცვლილა, მოვიდა გოცირიძე და თქვა, რომ აშშ-მა დააწესა სანქციები კონკრეტულ მოსამართლეზე კონკრეტული გადაწყვეტილების გამო, ამ საკითხზე საჭიროა გაცილებით უფრო ფართო და მტკიცე პასუხი, რომელსაც იმედია, მოვისმენთ აშშ- ის წარმომადგენლისგან“, - აცხადებს გია ვოლსკი.

რომან გოცირიძის განცხადებით, ლაშა ჩხიკვაძე სანქცირებულთა სიაში პირველი მერცხალია, რომელსაც მისი თქმით, აუცილებლად მიჰყვებიან სხვებიც. მისივე თქმით, ინფორმაციის მიღება საელჩოს მუშაობის ერთ-ერთი ამოცანაა და მათ მოსამართლეს სრულიად ლეგალურად მიმართეს, რადგან აშშ-ში სწორედ საელჩოს პროგრამით უნდა წასულიყო.

„მოსამართლის განცხადება პოლიტიკური განცხადებაა, რომლის გაკეთებაც მას „ქართულმა ოცნებამ“ დაავალა. მთავარი განცხადების შინაარსია: - ჩვენ გავიგეთ, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას პოლიტიკურად იღებს და ის არის სანქცირებული. როგორც იქნა აღიარა, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო მას აშშ-ს ვიზა გაუუქმეს - არ მისცეს აშშ-ში წასვლისა და ქართველი მოსამართლეებისთვის დაგეგმილ სემინარში მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს არის სანქცია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია თვლის, რომ ჩხიკვაძის განცხადება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალაუფლება და ხელისუფლება გადანაწილებული არ არის და „ერთსულ და ერთ ხორც“ არიან. მისი თქმით, ეს ადამიანი აშშ-ში რომ მიჰყავდათ, გასაკვირი ეს არის, რადგან მასზე ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რის გამოც ესენი აშშ-ში საერთოდ არ უნდა შეუშვა და არც მოსამართლედ უნდა ამყოფო.

„პარლამენტის სამი დეპუტატის მიერ უმრავლესობის დატოვებას და მათი მხრიდან ანტიდასავლური განცხადებების კეთებას დაემატა საკრებულოები, სადაც ანალოგიური განცხადებები გააკეთეს. ვინაიდან, სასამართლოც ამ ხელისუფლების ნაწილია, ახლა იგივე პროცესი სასამართლოში გრძელდება - იქაც გამოჩნდნენ დასავლეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეები და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რის გამოც ესენი აშშ-ში საერთოდ არ უნდა შეუშვა და არც მოსამართლედ არ უნდა ამყოფო, მაგრამ ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ, როგორიც ვართ და ისეთი სასამართლო გვაქვს, რაც გვაქვს.

ამ მოსამართლემ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ აშშ-ს ელჩი თუ საელჩოს წარმომადგენელი შოკში ჩავარდნენ და მის აზრზე მიყვანას ცდილობდნენ. ჩემი აზრით, ეს მეგობარი ქვეყნისგან მადლობას იმსახურებს, მაგრამ ვინაიდან არაფერი გვესმის, მოსამართლეებიც შესაბამისი გვყავს და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რასაც აკეთებენ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

Gami ხვიჩია - ეს უსარგებლო იდიოტი ალიონიდან დაისამდე 17-ჯერ იცვლის პოზიციას; ხან ალთას არის, ხან ბალთას... სააკაშვილის მონახულების შემდეგ რა ნაცურად აჭყიპინდა!
1 წლის უკან
trampi ეს ჩათლახი დაგნარი შარშია, მაგრამ არ იმჩნევს..... თავს არ გვიყადრის....კიდე აქეთ გვიტევს
ბოლომდე ყაველაშვილ -- ხუნდაძევ , ბოლომდე მიაწექით, ბოლომდე
ან ავი ათქმევინეთ მაგ ჩათლახს ან კარგი....სიტუაციიდან გამოძრომის საშუალება არ მისცეთ
ეგრე არააა..... რო მიედ --მოედება რაღაცეებს............ სათქმელი პირდაპირ ათქმევინეთ
რაც მაგას და ამერიკას თავში ჩვენ იმდენი ჯერ მარტო ტრაქში გვაქვს..
.ჩვენი გონება რომ მთლიანად მაგათ წინაააღმდეგ გამოვიყენოთ და სათქმელი ბოლომდე ვუთხრათ , აი მერე ნახეთ მაგათი ტრაკში გაჭედვა
წიიინ დამოუკიდებლობისკენ!!!
1 წლის უკან
trampi რასა ქვია მოითხოვა....... ვინ ჩემი კიტრია რომ მოითხოვოს ......კი არ უნდა მოითხოივოს --- უნდა სთხოვოს
1 წლის უკან
ლაზი ეტყობა ხვიჩია ახალ მოწეულში იყო. არა უშავს, იბოდიალებს, და მერე გაუვლის.
უცხო ქვეყნის ელჩი შოკში ჩავარდნილა მოსამართლის გადაწყვეტილებით და მისი ჭკუაზე მოყვანა მოუნდომებია. რაც მადლობას იმსახურებსო. აბა როგორ გგონიათ, ჯერ ელჩია მოსამართლე და მერე, მოსამართლე განაჩენის გამომცხადებელი. ესენი კიდევ კონსტიტუციაო, კანონიო~ და მოსამართლის რწმენაო.
1 წლის უკან
trampi დირეხხხხხტორ.....!!!!
ხედაააააავ სადა ვააართ?? ხო გახსოვს ჩემგან კოლუმბის ლაძღვა??
ხოოოდა დღევანდელ დღესთან შედარებით, ჩემგან მისი ლანძღვა (თურმე ლოცვა) მოგონილა ყველა იმ ლანძღვასთან შედაერებით, რასაც დღეს
კოლუმბს უდედისპროჭებენ.........
1 წლის უკან
trampi ცოცხალი თავით ელჩი კითხვებზე პასუხს არ სცემს........და არც გვიპასუხებს ----------------- ეგღა აკლია მეცხრეხარისხოვან კოლონიის რაღაც პარლამენტის წევრებს თავი გაუყადროს
პირიქით................... არაფერიც არ მომხდარაო
ხოოოდა ეხლა თუ ამას ეს ჩათლახობები შეარჩინეს--გადაუგორეს, აი თავზე დაჯმა მერე ნახეთ
ეგენი ეხლა შტურმიტ მოდიან შეტევაზე და თუ ამათ ამ ჩათლახობებზე ოდნავ თვალი მოუხუჭეს, ბოლომდე შეგვჯდებიან და ნაცებსაც ტკბილად
დაგვიბრუნებენ.....





დავით მაღრაძე: წარმოგიდგენიათ ამერიკის მოსამართლე რომელიმე ქვეყნის ელჩმა დაიბაროს და ანგარიში მოსთხოვოს, ამას რა მოჰყვება?
ჩვენ ბატონის ცვლილებისთვის კი არა, თავისუფლებისთვის ვიბრძოლეთ



პუტინი ომის წინ კაკრას მაგას გვეუბნებოდა------------ თქვენ დამოუკიდებლობა კი არა პატრონის შეცვლა გდომებიათო


შეკითხვა მაქვს
მეც ყაველაშვილივით კითხვები უნდა დავსვა, იქნებ ზოგზოგებმა(ჩლუნგებმა და ჩათლახებმა) ეგრე უფრო გაიგონ

ეს ამერიკა წლების მანძილზე ჯარის შექმნა, შეიარაღება მოდერნიზაციაში რატო გვეხმარებოდა, როგორ გგონიათ???,???/
აი სამხედრო ტეხნიკაო ................
.აი ერთობლივი წვრთნებიო .............
აი ამერკაში სამხედრო სასწავლებლებში ჩვენი ოფიცრების სწავლებაო..
აი შეიარაღებისთვის კრედიტებიო
პლიუს აქ ჩამოდიოდნენ, ასწავლიდნენ და კიდევ ათასი სხვა რამ
მერე როგორ გგონიათ ამ ყველაფერს ამერიკა საქართველოში რატო აკეთებდა?? დემოკრატიის გაუმჯობესებისთვის თუ გრუზინები პუტინისგან დაცულები იყვნენ და კარგად იცხოვრონო, იმაზე ფიქრობდნენ??
ვისაც ესე ეგონა თავიდანვე დებილები იყვნენ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ეხლა ხომ კარგად გამოჩნდა თუ რატომაც იხარჯებოდნენ ჩვენზე -------------------------როცა მათ დასჭირდებოდათ იმათი გულისთვის უნდა დავხოცილიყავით
ეხლა მაინც ჰაააასკაცააა??/..
ბიჯოოო...................... მაგათ საქართველო მთელი თავისი ისტორიით, სუ ქინძზე არ ეკიდათ და ეხლაც არ კიდიაათ?/
მაგათ ჩვენ გარკვეულ დრომდე რუსის ტრაკში ეკლად ვჭირდებოდით და ეხლა, როცა მათ საქმეს დასჭირდა ---- უნდა შეგვახოცონ რუსებს...
თავიდანვე ეგ იყო მათთვის ჩვენი ფუნქცია --მოვალეობა ............... ჩვენ მაგათ სხვა არაფერში ვჭირდებოდით
(ეგ მაგათმა მარკ მალენმა პირდაპირ გვითხრა კიდეც)
ჰოოოდა ................... ეხლა რომ ჩვენ მაგათ დაკრულზე რუსებს ტანკ ქვეშ არ ვუვარდებით, გიჟებს გვანან ............ იმიტომაც გვიტევენ ყველა მხრიდან
ამდენი ფულები დაგახარჯეთ და როგორ თუ არ გვიჯერებთო
მოკლედ ეგენი უფრო გაგიჟდებიან ..................ხუმრობა ხომ არაა, ამდენი ფულები ტყუილად დავხარჯეთო, ამბობენ
იმიტომაც გადმოვიდნენ შტურმნით შეტევაზე....იმიტომაცაა ელჩი რომ ნაგლობებს აღარ ერიდება და სულ ფეხზეც ვკიდივართ
მოსკოვიდან პრავერკაზე ჩამოსულ რევიზორივით გვექცევა....დაჟე გაცილებით უარესად
ეხლა გაძლებაზე ვართ....
პირდაპირ ბომბს ვერ დაგვკრავენ ................ნაცების დასაბრუნებელ რევოლუციას ვერ მოაწყობენ.............. ...ჰოოდა სიტუაციის გადასატეხად შეიძლება ვიღაცა გააგორონ .....
აი ჩიტს მერე დაიჭერენ, თანაც ძალიან დიდს
1 წლის უკან