„ოპოზიციას უნდა ივანიშვილს გამოაცალოს ძალაუფლება, მმართველი გუნდი კი სააკაშვილისკენ იშვერს ხელს - გადადით მაჟორიტარულ არჩევნებზე და არც ერთს არ ექნება ძალაუფლება“

„ოპოზიციას უნდა ივანიშვილს გამოაცალოს ძალაუფლება, მმართველი გუნდი კი სააკაშვილისკენ იშვერს ხელს - გადადით მაჟორიტარულ არჩევნებზე და არც ერთს არ ექნება ძალაუფლება“

ქვეყანაში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა სულ უფრო მაღლა იწევს, პროცესები ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო იძაბება. ამ პოლიტიკური დუღილის ფონზე, რამდენად მოსალოდნელია დეპოლარიზაცია, ან როგორ მიაღწევს ოპოზიცია სანუკვარ დეოლიგარქიზაციას? პროცესების როგორ განვითარებას შეიძლება ველოდოთ ქვეყანაში? - for.ge-ს ამ კითხვებს, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პასუხობს.

ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა დეპოლარიზაცია. ამ დროს კი მმართველ გუნდს მისი წევრები, როგორც პარლამენტში, ასევე საკრებულოებშიც ტოვებენ. ეს პროცესი დეპოლარიზაციას ხელს რამდენად შეუწყობს?

- საკრებულოებიდან მმართველი გუნდის წევრების წასვლა უფრო მეტ კითხვებს აჩენს, ვიდრე სამი დეპუტატის პარტიიდან გასვლა. დეპუტატებმა წამოსვლის მიზეზი დაასახელეს - თუ გუნდში იქნებოდნენ, თავიანთი სათქმელის გაჟღერება გაუჭირდებოდათ. ვინც საკრებულოდან წავიდა, თითქოს მათ რაღაც სათქმელი აქვთ ისეთი, რაც პოლიტიკურ უხერხულობას მმართველ გუნდს შეუქმნის, წარმოუდგენელია. ამ ფონზე, გაუგებარია გვერდში რას უდგებიან. ვნახოთ, პროცესი როგორ წავა. ისეთი ვერსიებიც გაჩნდა, რომ შეიძლება ამ ხაზით დაიწყოს ახალი პოლიტიკური ჯგუფის ფორმირება.

გვახსოვს, მიხეილ ყაველაშვილი და სოზარ სუბარი „ქართულ ოცნებას“ „კბილებით“ როგორ იცავდნენ. „ოცნების“ასეთმა გულანთებულმა მხარდამჭერებმა შესაძლოა ცალკე პარტია ჩამოაყალიბონ?

- ზოგადად, პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოყოფა და ახლის შექმნა სიახლეს არ წარმოადგენს. ასეთი რამ „ქართულ ოცნებაშიც“ და „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ მომხდარა. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, პროცესმა ასეთი სახე მიიღოს. თუ პარტიას ჩამოაყალიბებენ, საინტერესო იქნება რა ნიშას აირჩევენ. ლაპარაკი იმაზე, რომ 3-4 კაცი მმართველ გუნდს გამოეყო და არიქა, პოლიტიკაში რაღაც პროცესი იწყება, ამის თქმა ძნელია. თუ მათ ცალკე გუნდი შექმნეს და იქნებიან იმ ნიშნით, რა ნიშნითაც გამოეყვნენ, როგორიც იყო თუნდაც კელი დეგნანის მიმართ რიტიკული კითხვები, მაშინ შეიძლება მათ ბევრი მომხრეც ჰყავდეთ და დასავლელი პარტნიორებიც დააფიქრონ. საერთო ჯამში, ისინი „ოცნებას“ იდეოლოგიურად არ გამოეყვნენ. ჯერჯერობით ვუყრებთ „ოცნებიდან“ ხალხის გამოსვლას, მაგრამ მათ მიმართ კრიტიკულები არ არიან.

შეიძლება თავად „ოცნებას“ აქვს გათვლა - შვილობილი პარტია ჩამოაყალიბოს და ეს გამოიყენოს შემდეგი არჩევნებისთვის?

- ვერ გეტყვით 4 კაცის გადაადგილებით ასეთი გეგმა აქვთ თუ არა. ნუ, გამორიცხული არაა, მსგავსი პროცესიც ვიხილოთ.

ასევე დღევანდელი ქართული პოლიტიკური პროცესებში აქტუალური თემაა დეოლიგარქიზაცია. ამ თემასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადებაც გამოაქვეყნა და ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაიცვა. რამდენიმე დღის წინ ივანიშვილს შვეიცარიულ ბანკში მორიგი პრობლემა შეექმნა და აცხადებენ, რომ მის წინააღმდეგ არაოფიციალური სანქციები დაწესდა. რატომ გახდა საჭირო, რომ ღარიბაშვილს უწევს „ოცნების“ დამფუძნებლის დაცვა, არის შესაძლებელი, რომ ივანიშვილი სანქცირებულთა შორის მოხვდეს?

- არაოფიციალური სანქცია ცოტა ბუნდოვანი ტერმინია. თუ ბანკისა და ივანიშვილის ჭიდაობას არაფორმალურ სანქციებს დავარქმევთ, კი ბატონო. საერთოდ, სანქციები პოლიტიკური ხელმძღვანელების საქმეა და არა კერძო ბანკის. თუ კერძო ბანკი სანქციებს აწესებს, მაშინ გაუგებარია პოლიტიკურ მიზეზებს რატომ იმიზეზებს. შეიძლება თავისი მიზეზი ჰქონდეს სანქციების დაწესების - არ იყოს ბანკის პატიოსანი მომხმარებელი და ა.შ.

დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების შემდეგ, საქართველოში როგორ განვითარდება მოვლენები და რა პროცესი წავა?

- რთული სათქმელია ამ კანონის ფარგლებში ვინ მოხვდება. ევროპარლამენტარის, მარკეტა გრიგორევას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის სანქციებზე ბუნდოვნად საუბრობს. მისი თქმით, შესაძლოა, სანქცირებულთა შორის ივანიშვილი ან სხვა ვინმე მოხვდეს. მან ფოკუსირება ივანიშვილის პერსონაზე არ გააკეთა. არა და, ოპოზიცია მხოლოდ ივანიშვილზე ლაპარაკობს, სახელისუფლო სტურქტურებში კი სხვა ოლიგარქებს ასახელებენ. დეოლიგარქიზაციამ ხელისუფლებასა და ოპოზციას შორის მორიგი ჭიდაობის რაუნდი გახსნა.

დეპოლარიზაციაც კი ბუნდოვანი მოთხოვნაა და გეტყვით რატომ არის ბუნდოვანი. საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, რომელიც მრავალპარტიულ სისტემას ნიშნავს. ეს რას ნიშნავს, პარტიები ერთმანეთთან დაპირისპირებაში არ იყვნენ? ერთმანეთს ყელაფერზე დაეთანხმონ? - გაუგებარია. დეპოლარიზაციის მოთხოვნა ოპოზიციას საშუალებას აძლევს ევროკავშირის მოთხოვნის შესრულება ჩაშალოს. თუ მოთხოვნის შესრულება ჩაიშლება, დასავლეთი გეტყვის - მოთხოვნები ვერ შეასრულე და კანდიდატის სტატუსს არ მოგცემო. დასავლეთი თუ ამას გააკეთებს, ამით ოპოზიცია წახალისდება, ქუჩაში გამოვა და იტყვის, რომ ხელისუფლების შეცდომების გამო კანდიდატის სტატუსს არ გვაძლევენო.

თქვენ ახსენეთ, რომ ვართ საპარლამენტო რესპულიკა და მრავალპარტიული სისტემაა. დღევანდელი გადმოსახედიდან არის თუ არა ხელისუფლების შეცდომა, რომ კონსტიტუციაში შეიტანეს ცვლილება და საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავედით?

- პირველი - ევროპელები ხშირად ხაზს უსვამენ, რომ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლა რა კარგია. რა თქმა უნდა, მათი მხრიდან ასეთი ზედაპირული განცხადება გულდასაწყვეტია. ზედაპირულია იმიტომ, რომ არ უფიქრდებიან იმას, რომ ქვეყანაში პარტიები ფაქტობრივად არაა. წონის მქონე პარტია არის ერთნახევარი - ერთი სახელისუფლო და ნახევარი კი „ნაციონლური მოძრაობა“. ამ პირობებში საპარლამენტო რესპუბლიკის გაკეთება, რომელიც პარტიათა მრავალფეროვნებაზე უნდა იდგეს, სრულიად გაუგებარია.

მეორე - ამერიკას ყველაფერზე ტაშს ვუკრავთ, ამერიკა საპრეზიდენტო ქვეყანაა და ამაში მიგვებაძა. ამდენი ხანია ამერიკული წყობა დგას მყარად. კერძოდ, საპრეზედენტო რესპუბლიკაა, პარტიების ბრძოლა გადატანილია მთავრობის ჩამოყალიბების იქით და ყველას მაჟორიტარული წესით ირჩევენ. პარტიის ლიდერები ფაქტობრივად არაფერს წარმოადგენენ. ოპოზიცია ამბობს, რომ ივანიშვილს გამოაცალონ ძალაუფლება, მმართველი გუნდი კი ანალოგიური მოხოვნით სააკაშვილისკენ იშვერს ხელს. გადადით მაჟორიტარულ არჩევნებზე და არც ერთს ექნება ძალაუფლება და არც მეორეს.

სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ქვეყნისთვის დიდი შეცდომა იყო. თავად, მართველი პარტიისთვის, რა თქმა უნდა, არა, რადგან მთელი სადავეები მას აქვს. ამიტომ არის, რომ სხვა პარტიები ჩუმად არიან. ვინიცობაა უმრავლესობით ისინი მოვიდნენ, შემდეგ ეს საპარლამენტო სისტემა იმათაც გამოადგებათ. საერთო ჯამში კი, ქვეყანა პარტიების ინტერესებს ეწირება.

Aburjga Tasmanieli ეს ქართული ოპოზიცია არ არის, ესენი კასრში გამოყვანილი კანიბალი ვირთაგვები არიან!
1 წლის უკან
trampi დიახაც ................... აუცილებლად სრულად მაჟორიტარული არჩევნები უნდა ჩატარდეს
ეგ პროპორციული არჩევნები ამერიკის შემოტენილია
როგორც თავიდან გვაწვებოდნენ----- გინდათ თუ არა ორპარტიული პარლამენტი უნდა გქონდეთო.....და მივიღეთ ის რაც ეხლა გვაქვს
კანეშა ---- ორი პარტიის ლიდერის დაკაჩავება მარტივია, ბევრი პარტიის ლიდერებთან კი საერთო ენის გამონახვა ძნელია...იმიტომაც შემოგვტენეს ორპარტიულობა რომ თავიაანთ ჭკვაზე ადვილად ვეთამაშებინეთ --ორი კაცის დაკერვა ადვილია ვიდრე 4--5 ისა
ეხლა უარეს გვტენიან პროპორციულიო ------------------- აი მერე ნახეთ საქართველოს საერთოდ პატრონი რომ აღარ ეყოლება...
ეხლა გაჭირვებაში მაჟორიტართან მაინც მიხვალ, ეტყვი რაღაცას....ბოლო ბოლო შეაგინებ მაინც და მერე პროპორციულის დროს, პასუხი ვის უნდა მოსთხოვო,?---პარტიაას?? ხალხზე პასუხისმგებელი საერთოდ აღარავინ არ იქნება
ხალხი ალთას იქნება, მთავრობა კიდევ ბალთას და ვისი ვისაში იქნება მერე უფრო ვერაფერს ვეღარ გავიგებთ, ხალხი სუ მეცხრე ხარისხოვნად გადაიქცევა ./..... მარტო საარჩევნო ერთეული იქნება
და ზუსტად ისე იქნება საქართველოში საქმე, როგორც ამერიკას გაუხარდება....კრუგლი ბარდაგი!!
1 წლის უკან