„მეჩვენება, ძირითადი მოტივი რატომაც გვიტევენ, არის ის, რომ „ნაციონალების“ მოყვანა უნდათ და არა ის, ომში ჩავებით თუ არა“

„მეჩვენება, ძირითადი მოტივი რატომაც გვიტევენ, არის ის, რომ „ნაციონალების“ მოყვანა უნდათ და არა ის, ომში ჩავებით თუ არა“

„ქართული ოცნება“ კიდევ სამი მუნიციპალიტეტის - ასპინძის, თელავისა და ადიგენის საკრებულოს წევრებმა დატოვეს. მოტივი ამჯერადაც იდენტურია - შეძლონ თავისუფლად საუბარი. მმართველი გუნდის უკვე ყოფილი წევრების განმარტებით, იმ ადამიანების რიგებს უერთდებიან, ვინც აპირებს იბრძოლოს სიმართლისთვის და ხელი შეუშალოს ყველა მცდელობას, რომელმაც შეიძლება საქართველო ომამდე მიიყვანოს.

„არ მივცემ შესაძლებლობას არავის, ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში დაეხმაროს „ნაციონალურ მოძრაობას“, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნანატრი მშვიდობა, რომელმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში დაისადგურა ჩვენ ქვეყანაში, საფრთხის წინაშე არ დადგეს. იმისთვის, რომ ჩვენ ეს მოვახერხოთ საჭიროა სიმართლის ლაპარაკი, მოურიდებლად, პირდაპირ.

სწორედ ამიტომ იმისთვის, რომ მე შევძლო თავისუფლად საუბარი და მოქმედება, გადავწყვიტე დავტოვო დაკავებული თანამდებობა და შევუერთდე იმ ადამიანების რიგებს, ვინც აპირებს იბრძოლოს სიმართლისთვის, დაეხმაროს საკუთარ ქვეყანას ასეთ რთულ მომენტში და ხელი შეუშალოს ყველა მცდელობას, რომელმაც შეიძლება საქართველო ომამდე მიიყვანოს. ღმერთმა დალოცოს საქართველო!“, - წერს თელავის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ლევან კოჭლოშვილი.

ხუნდაძე-სუბარი-ყაველაშვილის მსგავსად, საკრებულოს წევრებსაც მთავარი კითხვა აშშ-ის ელჩთან აქვთ, რომელიც მათივე შეფასებით ლობირებს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას. კელი დეგნანს კიდევ ერთ წერილს უგზავნის უპარტიო დეპუტატი, სოზარ სუბარი, რომლის განცხადებით, როდესაც ქართული ოპოზიციისა და არასამთავრობოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ საქართველო უნდა ჩაებას ომში, აინტერესებს კელი დეგნანის მკაფიო პოზიცია, უჭერს თუ არა მხარს ამ მოთხოვნებს.

„ეს ის პასუხებია, რომელიც აინტერესებს არა მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილს, არამედ მაინტერესებს მეც, აინტერესებს საქართველოს პარლამენტის ძალიან ბევრ წევრს და დარწუნებული იყავით, აინტერესებს საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას. პასუხი, სამწუხაროდ, დღემდე არ მიგვიღია. ამიტომ მინდა, რომ ამ კითხვებს გაეცეს პასუხი.

როდესაც საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, ძალიან მაინტერესებს, ეს არის ერთი პიროვნების აზრი, თუ ეს არის ის აზრი, რომელსაც შეიძლება, ქალბატონი კელი დეგნანიც იზიარებდეს. საინტერესო იქნება, დეგნანმა თქვას, ის ისევ ფიქრობს, რომ ივანიშვილი არის ფილანტროპი, რომელსაც უზარმაზარი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე, თუ როგორც ყოფილი ელჩი ამბობს, ის არის ოლიგარქი - ამაზეც კარგი იქნება მისი აზრი. როდესაც ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ელჩი დუმილს არჩევს, ამ შემთხვევაში ჩვენ ბუნებრივია, გვიჩნდება კითხვები, ეს დუმილი ხომ არ არის ნიშანი იმისა, რომ ის ეთანხმება იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ მოთხოვნებს აყენებენ“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

თავის მხრივ პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაუგებარია როგორ უნდა გაემიჯნოს „ქართული ოცნება“ განცხადებას, რომელიც არ არის გუნდის მიერ გაკეთებული. მისივე თქმით, მიუღებელია როდესაც პოლემიკაში შესვლის ნაცვლად ამ ადამიანებისთვის კლიშეების მიწებება ხდება.

„ამ განცხადებებს შინაარსობრივად არანაირად არ ვაფასებ, მხოლოდ შევაფასე კლიშეების მიწებების ტალღა ადამიანების მიმართ, რაც ჩემთვის მიუღებელია. რაც არ უნდა კრიტიკული მოსაზრება ან კითხვა იყოს, როდესაც პოლემიკაში შესვლის ნაცვლად ხდება კლიშეების მიწებება, ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს პროპაგანდასთან. სურთ გააჩუმონ ადამიანები, ან მათ სიტყვას ფასი დაუკარგონ“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში შალვა პაპუაშვილმა.

„ოცნების“ რიგებიდან წევრების წასვლა რომ მართული პროცესია, ეს უკვე ცხადია, მაგრამ რა თამაში დაიწყო „ოცნების“ შიგნით და დაიწყო თუ არა 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება, რომ „ქართული ოცნების“ წიაღშივე შეიქმნას „ოცნების“ ოპოზიცია, ამაზე საუბარი ამ ეტაპზე ძნელია. როგორც ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე ადრეა ასეთი შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება. თუმცა, მისი თქმით, ამის რაღაცა ნიშნები უდავოდ არის.

„ოცნებას“ გამოეყო მკვეთრ პოზიციაზე მყოფი ჯგუფი, რომელიც ვერ ვიტყოდი, რომ ანტიამერიკული განწყობის ჯგუფია, მაგრამ უფრო ხისტ რეაქციას აძლევს ამერიკის ელჩის განცხადებებს და ნაბიჯებს. ზოგდად, შეიძლება საუბარი ამერიკის პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ, რომელიც ამ ბოლო პერიოდში ბევრ კითხვის ნიშანს წარმოშობს. მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, 2004 წელს რა იქნება, ჯერ რთული სათქმელია. ყველაფერი დამოკიდებულია კვანძის გახსნაზე, იმ ტურბულენტობის დასრულებაზე, რაც უკრაინაში არის დაწყებული და რამაც დიდწილად განსაზღვრა ბევრი რამ, მათ შორის ამერიკის პოლიტიკის აშკარა ცვლილება საქართველოს მიმართ. აშკარაა, რომ ეს ამერიკის წამოწყებული თამაშია. ეს ყველაფერი უკავშირდება იმ გეოპოლიტიკურ ნაბიჯებს აშშ-ის მხრიდან, რაზეც თქვენთან ინტერვიუში ისაუბრა სოსო მანჯავიძემ. ფაქტია, რომ ამ პროცესებს მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ გააქტიურება, ლიბერალური საზოგადოების დარაზმვა და ახლა მთავარი სამიზნე არის ბიძინა ივანიშვილი და ე.წ. დეოლიგარქიზაცია. რა და როგორ გამოუვათ, შევხედოთ. რეაქციები, რაც ამას მოჰყვება, ბუნებრივი იქნება“, - აცხადებს ზარდიაშვილი.

როგორც ანალიტიკოსი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, „ოცნების“ შიგნით გამოიკვეთა ორი პოზიცია - ერთი შედარებით რბილი, რომელიც აგრძელებს პროდასავლურ კურსს და ცხადია, ამ თვალსაზრისით, დასავლური ორიენტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა, მაგრამ არის ჯგუფი, რომელიც მისი თქმით, რეაქციას აძლევს უფრო ხისტად, რომ არ დააზიანოს ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, ამიტომ გადის ჯგუფიდან.

„საბოლოო ჯამში, რა სახეს მიიღებს, ეს დამოკიდებულია ამ კვანძის გახსნაზე. თუ ამერიკას გამოუვიდა ეს პოლიტიკა, მაშინ ჩვენ ჩაგვრთავენ ამ „ანაკონდას მარყუჟში“, თავს ვერ დავიცავთ და მოგვიწევს ამ კონფლიქტში ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობა. ან მოხდება ყველაზე უარესი - საქართველოში იქნება დიდი დესტაბილიზაცია და ამ შემთხვევაში, ეს ანაკონდას მარყუჟის შინაარსი იქნება ის, რომ რუსეთის გარშემო შეიქმნას მუდმივი არეულობის, დაძაბულობის, დესტაბილიზაციის გაუავალი ზონა. ასეთი მიზანიც არ არის უცხო, როდესაც დიდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, „ოცნებიდან“ გასული ჯგუფი, რომ რადიკალურია, ცხადია, მაგრამ პოლიტიკური ტემპერატურის გასაზომად არ აქვს ისეთი თერმომეტრი, სადაც იქნებოდა წითლად აღნიშნული, რომლის იქეთ არის უკვე ცუდი პროცესი.

„მეჩვენება და, როგორც ჩანს, მარტო მე არ მეჩვენება - ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა იმეორებს 2003 წელს, როცა ამერიკის ელჩის აქტიური ხელშეწყობოთ მოხდა ვარდების რევოლუცია. მეჩვენება, რომ ძირითადი მოტივი რატომაც გვიტევენ, არის ის, რომ „ნაციონალების“ მოყვანა უნდათ და არა ის, ომში ჩავებით თუ არა. ეს ომი ისეთი ბუნდოვანი ხდება, რომ ომის ტემპი, რაც მაღალი იყო დასაწყისში და თითქმის ყველა ვვარაუდობდით, რომ უკრაინა თავის მიზანს მიაღწევდა, შეიცვლა, გათანაბრდა ფრონტზე დაპირისპირება. ნაწილობრივ შეიცვალა დასავლეთის ქვეყნების ტონალობაც და უფრო მეტად იგულისხმება, ან პირდაპირ ითქმევა მათში რუსეთისთვის ანგარიშის გაწევის იდეა, სურვილი“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ არსებული პოლიტიკური პროცესები გვაახლოვებს იმ სიტუაციასთან რაც 2003 წელს იყო, როცა დასავლეთის და რუსეთის ერთდროული ხელშეწყობოთ მოხდა „ნაციონალების“ ხელისუფლებაში მოყვანა, მაშინ ისმის საკითხი - დღევანდელი ნაბიჯების ძირითადი მოტივი რა არის?

„ნაციონალების“ ხელისუფლება ახერხებდა იმას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დასავლეთიც აღწევდა თავის მიზნებს და რუსეთიც. პრინციპში ორივესთვის სასურველი პოლიტიკური ძალა იყო „ნაციონალური მოძრაობა“. ახლა გამოდის, რომ „ქართული ოცნება“ ორივესთვის არასასურველი ძალაა. კერძოდ, რუსეთისთვის იმ მხრივ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს ევროპისკენ და მეორე მხრივ, ევროპისთვისაც არაა სანდო პარტნიორი. მოინდომა ევროპამ საქართველოს ომში ჩართვა, საქართველომ უარი თქვა - გაუძალიანდა ევროპას.

ვიმეორებ, დღეს უკვე ომში ჩაბმაც შეიძლება არ იყოს სასურველი მდგომარეობა, ვინაიდან ფრონტის მდგომარეობა შეიცვალა. დღეს აშშ-ის ელჩის და დასავლეთის მოქმედება ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ მათი მიზანია „ნაცმოძრაობა“ უფრო ძლიერად იყოს წარმოდგენილი, თუ ხელისუფლებას მიუახლოვდება, მით უკეთესი იქნება. ამერიკის ელჩი სულ სხვანაირად მოქმედებდა ტრამპის დროს და სულ სხვანაირად დაიწყო მოქმედება მას მერე, რაც ამერიკის ხელისუფლებაში მოვიდნენ ლიბერალები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ლაზი სიტუაცია შეიცვალა. ომის თემამ თავისი პური მოჭამა. ეგ ომი და რუსეთის სანქციები უკვე ყველას მოწყინდა. ზამთარი ახლოვდება და კიდევ ბევრი მიდგომა შეიცვლება. ახლა ამტკიცებენ არც არასდროს გვდომია, ომში თქვენი ჩართვაო. ახლა უკვე ხელისუფლების, სხვა გზით, ცვლილება დადგა დღის წესრიგში.
1 წლის უკან
trampi თავიდანვე ეგ უნდოდათ»...თავიდანვე ........................თავიდანვე თავიააანთი გამოჩეკილების ხელისუფლებაში დაბრუნება უნდათ მაგათ.... მაგას რა დიდი მარჩიელობა უნდა .............. იმიტომაც ინახეს მიშა ცხრა წელი...................მაშ არადა მიშა ჩასაჯდომად შემოვიდა...
თუ ომში ჩაგვითრევდნენ მაშინ დაანებებდნენ თავს ჩვენი ქვეყნის ჯანჯღარს (უმაგათოდაც ისედაც დედა მოეხვნებოდა ქვეყანას)
რაღამც ეგ საქმე არ გამოუვიდათ ეხლა უკვე პირდაპირ ხელისუფლებაზე გადმოვლენ შეტევაზე შტურმით.....
1 წლის უკან