„დასავლეთს ივანიშვილის ქვეყნიდან გაძევება სურს, მაგრამ ხედავენ, რომ ეს ხალხს არ უნდა და მასზე ზეწოლას ბოლომდე ვერ ბედავენ“

„დასავლეთს ივანიშვილის ქვეყნიდან გაძევება სურს, მაგრამ ხედავენ, რომ ეს ხალხს არ უნდა და მასზე ზეწოლას ბოლომდე ვერ ბედავენ“

შესაძლოა თუ არა ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდეს და ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საზოგადოებას ინფორმაცია პირადად გააცნოს? რატომ დაიწყო 24 თებერვლიდან მის გარშემო დასავლეთიდან გარკევული სახის ზეწოლა და რას ნიშნავს მისი სახელის ევროპარლამენტარების რეზოლუციაში მოხვედრა? მისმა ადვოკატმა თქვა, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში ივანიშვილმა მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ღიად ისაუბროს. თუმცა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო შემობრუნების ეჭვი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულმა წერილმაც გააჩინა. პრემიერი ვრცელ წერილში, სადაც ის „ქართული ოცნების“ მმართველობაზე, პარტიის დამფუძნებელზე ბიძინა ივანიშვილზე და არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს, აცხადებს, რომ ივანიშვილი ქვეყანას კიდევ დაუდგება გვერდში და ეს მხადაჭერა შეიძლება „ოცნებასაც“ დასჭირდეს.

„ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ქვეყანაში სერიოზულ როლს ასრულებს. მის ფაქტორზე საუბრისას ქველმოქმედებას არც კი გავიხსენებ. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ მისი თავგანწირვითა და ახალი თამაშის წესების დამკვიდრებით მოიპოვა ის სიყვარული და პატივისცემა გუნდისგან და საზოგადოებისგან, რომელიც ჩვენს ოპონენტებს ასე ძლიერ აშფოთებთ. ბიძინა ივანიშვილის წარსულს და ამ წარსულზე დაფუძნებულ სიყვარულსა და პატივისცემას ჩვენი ოპონენტები ვერაფერს უხერხებენ, რაც მათ სასოწარკვეთილებაში აგდებს. ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერების პირდაპირი ანტიპოდია, რასაც ხალხი ძალიან კარგად ხედავს და აფასებს.

თუ მათთვის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და, როგორც ასეთი, მისი არსებობაა, მაშინ ეს უნდა აღიარონ. თუ მათთვის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული ღირებულებები და თამაშის წესები - სამშობლოს სიყვარული და კანონის პატივისცემაა, კეთილი უნდა ინებონ და ესეც უნდა აღიარონ. ცნობიერი თუ ქვეცნობიერი იმედი იმისა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კიდევ ერთხელ დაუდგება გვერდში, შეიძლება ჩვენს გუნდსაც ჰქონდეს და საზოგადოებასაც. თუ ჩვენი ოპონენტები პრობლემას ამაში ხედავენ, ამასაც აღიარება სჭირდება“, - წერს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ „კამპანიის ავტორებმა“ კეთილი უნდა ინებონ და განმარტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობენ. მისი განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ურჩევს, შეეგუონ არსებულ მოცემულობას - მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას.

ღარიბაშვილის განცხადებით, მათ უნდა გაიაზრონ, რომ რამდენიც არ უნდა მოინდომონ, საქართველოს ომში ვეღარ ჩართავენ.

პოლიტიკური საკითხების ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იმიტომ არ მოსულა ფული ეკეთებინა, ან თავისი ქვეყანა რაღაცა ქვენა მიზნებისთვის გამოეყენებინა. მას მხოლოდ ერთი ვნება ჰქონდა, რომ ძალაუფლებით დამტკბარიყო. ეს სისუსტე ყველა ადამიანს აქვს და მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც, ამიტომ მას ამისთვის უნდა მივუტევოთ, რადგანაც ასეთი ადამიანური სისუსტე ყველას ახასიათებს.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ სამწუხაროდ, მას ეგონა ჩვენს ქვეყანას ბევრ სიკეთეს გაუკეთებდა და ამით ვინმე მადლობელი დარჩებოდა. ხოლო ამ სიკეთის კეთებაში ხელი „ნაციოანლებს“ რომ არ შეეშალა, ხალხის დახმარებით ისინი ქვეყნის მართვის სადავეებს ჩამოაშორა. ამიტომ ახლა გამოდის, რომ ქვეყანაც და ივანიშვლიც ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ. დრო გადის, მაგრამ მთელი ქვეყანა ისევ მისი ღერძის გარშემო ბრუნავს, ხოლო ამ წრიდან თვის დაღწევას ვერავინ ვახერხებთ.

„არ გამოვა ასე, რომ ერთი კაცის კვალობაზე, ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი აკონტროლოს და ჩვენმა ქვეყანამ ზიანი არ მიიღოს. სამწუხაროდ, მან თავის თავზე ბევრი აიღო და აი, უკვე ამდენი წელია, ვერც ის და ვერც ქართული პოლიტიკური სპექტრი ამ წრიდან ვერ გადის. ყველა ვითომ რაღაც გამოსავალს ეძებს, მაგრამ არ იძებნება. არ მგონია, რომ ის ისევ უკან პოლიტიკაში დაბრუნებას ფიქრობდეს. ადამიანს, რომელსაც ამხელა ბიზნესი აქვს სამართავი, მისთვის პოლიტიკა და მისი ყოველდღიური რუტინა მოსაბეზრებელია. ამიტომაც დააყენა ხელისუფლებაში „ოცნება“ და ის მისგან უკვე დიდი ხანია გამიჯვნას ცდიდლობს. თუმცა როგორც ვხედავთ, ამის არც დასავლეთში სჯერათ და არც ამერიკაში.

რადგან მას ფული რუსეთში აქვს ნაშოვი, დასავლეთი ბოლომდე არ ენდობა. ამიტომაც არის, რომ 24 თებერვლიდან, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, მის ირგვლივ გარკვეული წრე შეიკრა და მუდმივად დასავლეთიდან წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. მე არ მგონია დასავლეთი ამას იმიტომ აკეთებდეს, რომ მისი პოლიტიკაში შემობრუნება სურთ. არა, დასაველთს ბიძინა ივანიშვილის ქვეყნიდან გაძევება უნდა. მათი სურვილია, რომ მან საქართველო დატოვოს, ხოლო როცა ხედავენ, რომ ეს ქართველი ხალხის ნება არაა, ბოლომდე მასზე ზეწოლა ვერ მიაქვთ“, - ამბობს ბერიძე.

მისივე თქმით, იმ ხალხს, რომლებიც დასავლეთში ომისა და მშვიდობის საკითხებს განაგებს, სულ არ აინტერესებთ ივანიშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდება თუ არა. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველო დასავლეთისთვის სტრატეგიულად, მით უმეტეს ახლა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომაც საქართველოში პლაცდარმი უნდა ჰქონდეს. დასავლეთისთვის უფრო იოლია ხელისუფლებაში დააბრუნოს ის ძალა, რომელსაც აგერ უკვე 20 წელია უზარმაზარ თანხებს უხდის, თუმცა ამას ხალხის გარეშე ვერ აკეთებს და სწორედ ამ ჭიდილში ვართ.

„დასავლეთს ახლა საქართველოში ის ადამიანები ეიმედება, რომლებიც არასამთავრობო სექტორებში არიან დასაქმებული და მათი მხრიდან კოლოსარული თანხებით ფინანსდებიან. ამიტომ ისინი ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათთვის სანდო ადამიანები ხელისუფლებაში მოიყვანონ. სამწუხაროდ, უკვე 90-ანი წლებიდან ჩვენი ხალხი პოლიტიკიდაგნ გაძევებულია. დასავლეთმა და პოლიტიკურმა ელიტებმა ქართველ ხალხს ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერა შეცდომად ჩაუთვალეს. ხალხი იმის მერე პოლიტიკიდან გააძევეს და მას მხოლოდ კვერის დამკვრელის როლი მიაკუთვნეს. ხალხი ქართულ პოლიტიკაში რომ იყოს, ეს საკითხები პოლიტიკაში უმარტივესად გადაწყდებოდა. უბრალოდ, 2012 წელს დასავლეთი იძულებული გახდა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური ავანსცენიდან გაეყვანა, რადგან ის ხალხმა აღარ მოისურვა. შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი დიდად არ უნდოდათ, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ. ამიტომ ახლაც დასავლეთი ანგარიშს ხალხს უწევს, რომ ივანიშვილზე ზეწოლას ბოლომდე ვერ ახდენს“, - ამბობს ბერიძე.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან აცახდებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში დააყენა ის გუნდი, რომელიც ქვეყანას ისე წარმართავს, რომ რეგიონში შექმნილი რისკების მიუხედავად, საქართველოს ომი თავიდან ააცილეს. ამიტომაც გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის უკან პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობა არ არსებობს. მის მიერ დატოვებული ხელისუფლება ქვეყანას მართავს ისე, რომ უკრაინის ომის ფონზე და ყველა მხრიდან გაძლიერებული ზეწოლის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში რისკები მინიმუმამდე არის შემცირებული.

„ომის ფონზე ძალიან მკვეთრად გამოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეულმა ხელისუფლებამ შეძლო და ამხელა გამოწვევას გაუმკლავდა. 24 თებერვლიდან მოყოლებული, რა სახის მცდელობა და ზეწოლა აღარ იყო ჩვენს ქვეყანაზე, მაგრამ „ოცნების“ ხელისუფლებამ თავი ყველაფერს ღირსეულად გაართვა. ამიტომ არ მგონია, რომ ახლა არსებობდეს იმ სახის საფრთხე, ან აუცილებლობა, რომ მისი პოლიტიკაში შემობრუნება აუცილებელი იყოს. ივანიშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“ ისე ეშინია, ყოველ დღე იმას გაიძახიან, რომ ის პოლიტიკაში ბრუნდება ან რამე ფორმით არის ჩართული. მათ ყველაზე კარგად იციან, რომ საზოგადოებაში ივანიშვილს ავტორიტეტი და გავლენა აქვს, ამიტომ მის მიმართ იმხელა შიში აქვთ, რომ ყოველ დღე მისი უკან პოლიტიკაში შემობრუნება ელანდებათ. დღევანდელ დღემდე 8 არჩვენებში დამარცხდნენ, მეტი რაღა უნდათ?! ყველა და ყველაფერი ამ ქვეყანაში ძალიან კარგად არის დარეგულირებული, ოღონდ ე.წ. ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა თავი უნდა დაანებონ ოდიოზური ფიგურების დემოკრატებად გამოცხადებას. ეს ადამიანები საქართველოში ახალ რევოლუციებს აპირებენ. ყველამ კარგად იცის, რომ ეს ხალხი თავისი ბელადითურთ, ყოველ დღე იმაზე ოცნებობს, რომ ქვეყანა გადაატრიალონ და ყველაფრის ფასად უკან დაბრუნდნენ“, - ამბობს გვენეტაძე.

მისივე თქმით, დასავლეთმა ამაში „ნაციონალებს“ ხელი  არ უნდა შეუწყოს. მათ ჩვენზე უკეთესად იციან საქართველოში რაც ხდება. ხედავენ, რომ ქართველ ხალხს ეს ძალა არ სურს და მათი უკან, ხელისუფლებაში დაბრუნებას არასდროს დაუშვებენ. გვენეტაძე ამბობს, რომ „ნაციონალების“ მხარდამჭერი ევროპარლამეტარები კუბილიუსი, გრეგორევა, ფოტიგა, ქართველ ხალხს ვერასდროს გადაუწყვეტავენ მათი ქვეყანა ვინ მართოს. ეს ხალხი ფულზე დაგეშილები არიან და ქართველი ხალხი ამას კარგად მიხვდა. ამიტომაც, ივანიშვილზე ვიღაც ვიღაცებმა რა სახის ზეწოლაც არ უნდა მიიტანონ, მის გატეხვას ვერ შეძლებენ. ამ კაცს საქართველოს ისტორიაში თავისი ადგილი უკვე დამკვიდრებული აქვს, ამიტომაც ვერაფერს გახდებიან.

მიშა 2011 წლის ოქტომბერში, ივანიშვილის პირველი საჯარო წერილიდან მოყოლებული, მჯერა, რომ მისი სურვილის გარეშე შემოვიდა პოლიტიკაში. ალბათ, გარედან თხოვნის (მოთხოვნის) საფუძველზე. რომ ქართველ ხალხს ნაციონალებისთვის ზედ არ გადაევლო, ქვეყანაში არეულობა არ მომხდარიყო და მშვიდობიანი არჩევნების გზით, მიშა წასულიყო ტახტრევანიდან.
არანაირი სურვილი პრემიერობის და პარტიის თავმჯდომარეობის, ივანიშვილს არ ჰქონდა.
როცა ჩათვალა, რომ მომენტი დადგა, გაეცალა პოლიტიკას და მიხედა თავის საქმეებს.
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მტარვალმა კოლექტიურმა დასავლეთმა აშშ-ს მეთაურობთ გდაწყვიტა სამაგალითოდ დასაჯოს თავისუფლების მოყვარული ქართველი ერი საკუთარი ინტერესების გატარების იმ პატარ-პატარა მცდელობებისათვის, რომლებიც ამ ბოლო დროს გამჟღავნდა - უპირველეს ყოვლისა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმაზე მტკიცე უარით, ლგბტ პრაიდების ჩატარებაზე ტოტალური წინააღმდეგობით. მოკლედ, ერთი ამოწკავწკავებაც კი არ მოგვითმინეს. ახლა გადაწყვიტეს, რომ სამგალითოდ დასაჯონ დღეს-დღეობით საქრთველოზე და ქართველ ხალხზე ყველაზე მეტად მზრუნველი და მისი ჭირ-ვარამის გამზიარებელი, უდიდესი ქველმოქმედი მამულიშვილი ბიძინა ივანიშვილი. როცა დასავლეთის ემისრების განხადებებს ვისმენ ხშირად ვფიქრობ, ნუთუ ბიძინა ივანიშვილის ფიზიკურ განადგურებას ითხოვენ და ისიც ჩვენივე ხელით?! არ მინდა დავიჯერო, მაგრამ მათი დამოკიდებულებიდან გამომდინარე ეს საშინელი ვარაუდი საფუძვლიანად მეჩვენება. ბატონი ბიძინას განადგურებით ისინი ფაქტიურად კლავენ საქართველოს, არარაობად აქცევენ ქართველ ერს, ნახირად, უთავმოყვარეო მასად! ეს არის ამ მტარვალების მიზნი და გეგმა! ამიტომ ქლბატონი ხათუნა ხოფერიას განგაშის სიგნალს ყური უნდა მივუგდოთ და დავიწყოთ მობილიზაცია ბიძინა ივანიშვილის დასაცავად, რაც თავის თავად აჩვენებს, რომ ეროვნული თავმოყვარეობა კიდევ შეგვრჩენია, რომ ქრისტიანული რწმენით განმტკიცებული სამართლიანობის გრძნობა ყველა პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მაღლა დგას!
1 წლის უკან
დემეტრე -გაიხსენეთ როგორი პროპაგანდა იყო მაშინდელ პრესაში და როგორ ჭორებს ავრცელებდნენ ხალხში ილიას წინააღმდეგ!!! როგორ მზადდებოდა ეს ვერაგობა არამარტო ილიას, არამედ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ისევ ქართველების ხელით.
1 წლის უკან