„თუკი დეოლიგარქიზაციის კანონს მიიღებენ, შეიძლება ისეთი სუბიექტებს შეეხოს, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობაშიც ერევიან, მედია საშუალებებსაც ფლობენ და მის სარედაქციო პოლიტიკას მართავენ“

„თუკი დეოლიგარქიზაციის კანონს მიიღებენ, შეიძლება ისეთი სუბიექტებს შეეხოს, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობაშიც ერევიან, მედია საშუალებებსაც ფლობენ და მის სარედაქციო პოლიტიკას მართავენ“

საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, სადაც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და, რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე.

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებული განცხადებით, კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ არაფორმალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უკვე მოქმედებს.

„ლოგიკას რომ გავყვეთ, სრულიად გაუგებარია, სხვა რა უნდა უნდოდეთ პოლიტიკიდან გასული ბიძინა ივანიშვილისგან, რისთვის შეიძლება უნდოდეთ პოლიტიკაში მისი შემობრუნება ან მმართველ გუნდზე მისი ზემოქმედება. თუ დღემდე შვეიცარიული ბანკი გადარიცხვების შეჩერებისას ტექნიკურ პრობლემებს იმიზეზებდა, დღეს მან უკვე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მიუთითა, რაც თეთრი ძაფით ნაკერი ამბავია.

ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია იმდენად აბსურდულია, რომ მას ვერც ევროპულმა კომისიამ და ვერც ევროპულმა საბჭომ ვერ გაუწია ვერავითარი ანგარიში. თუმცა, როგორც ვხედავთ, რეზოლუციამ თავისი მისია მაინც შეასრულა და ის ბიძინა ივანიშვილის მიმართ მოქმედი არაფორმალური სანქციების ნახევრად გაფორმალურების დოკუმენტურ საფუძვლად იქცა. მე მგონია, ივანიშვილმა უკვე სრულად გაიაზრა ის, რასაც ამდენი ხანია ვამტკიცებ. ყველაფერს ამერიკელები აკოორდინირებენ, რითაც ისინი ორ კურდღელს კლავენ - ერთი მხრივ, ივანიშვილს ომისკენ უბიძგებენ, ხოლო, მეორე მხრივ, შვეიცარიის საბანკო სისტემას თვითდაზიანებით ანგრევენ. ეს ყველაფერი აჩვენებს, თუ რამდენად მაღალ დონეზეა კოორდინირებული ომში საქართველოს ჩართვისკენ მიმართული ძალისხმევა, რომელიც რუსეთისთვის მდგომარეობის გართულებას და უკრაინაში სამხედრო უპირატესობის დაკარგვას ისახავს მიზნად. „სტრატეგიული პარტნიორის“ მიერ განსაზღვრული ამ „დიადი მიზნისთვის“ საქართველო საახალწლოდ დასაკლავად გამზადებული ინდაურივით უნდა გაიწიროს.

როდესაც წლების მანძილზე ამ მისიისთვის გამზადებენ, არც ნატო-ში გიღებენ და არც ნეიტრალიტეტზე საუბრის უფლებას გაძლევენ, ნატოსა და „ოდეკაბეს“ შორის ორპირ ქარში გაყენებენ, რთული გამოსაცნობი არაა, რამდენად არიან გაბრაზებული ივანიშვილზე სცენარის ავტორები, რომელსაც ისინი გეგმის მთავარ ჩამშლელად განიხილავენ. მათ აშკარად ღრმად სწამთ, რომ არა ივანიშვილის ფაქტორი, ხელისუფლების დღევანდელი ლიდერები ამხელა ზეწოლას ვერ გაუმკლავდებოდნენ და მათ საქართველოს ომში ჩართვა მოუწევდათ“, - წერს ფილოსოფოსი სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის აზრითაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ არაფორმალური სანქციები მოქმედებს.

„ბიძინა ივანიშვილს არაფორმალურად სანქციები დაუწესეს. ამ სანქციების უკან Credit Suisse-ის მიერ სასამართლოს აღსრულების ნაწილში არაკეთილსინდისიერება იკითხება. საერთოდ, საბანკო ვალდებულებები პოლიტიკისგან და ევროკომისიის რეზოლუციისგან შორს უნდა იყოს, მით უმეტეს, რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილის დასჯასთან დაკავშირებით არაფერია ნახსენები. ეს არის აბსოლუტურად ნონსენსი, რომელიც ამ ბანკის ავტორიტეტზე კიდევ უფრო უარყოფითად აისახება“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.

იმ შემთხვევაში, თუკი ყოფილი პრემიერი სანქცირებულთა სიაში მოხვდება, ანალიტიკოსის აზრით მოვლენები ასე განვითარდება: „აღნიშნული უსამართლობა მაშინ მოხდება, თუკი დეოლიგარქიზაციის კანონი მიღებული იქნება. ეს კანონი ოლიგარქიის ცნებას ისეთ წინაპირობას წაუყენებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ახლოსაც არ იქნება, თუმცა შეიძლება ისეთი სუბიექტები მოხვდნენ, რომლებიც ზოგი ქვეყნის გარეთ, ზოგი ქვეყნის შიგნით არიან. ისინი პოლიტიკურ საქმიანობაშიც ერევიან, მედია საშუალებებსაც ფლობენ და ამ მედია საშუალებების სარედაქციო პოლიტიკას მართავენ. ანუ, ეს ის აუცილებელი ატრიბუტია ოლიგარქის, რომელიც ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ გააჩნია. ადამიანი, რომელიც ორ წელიწადზე მეტია, რაც პოლიტიკიდან წავიდა, არც ერთ მედია საშუალებას არ ფლობს და არც პოლიტიკურ პარტიას აფინანსებს. ეს კანონი რომც მივიღოთ, ამ კანონის ფიგურანტები ძალიან ბევრი იქნებიან, ივანიშვლის გარდა.

მეორე - რომც შეიყვანონ ივანიშვილი რომელიმე ქვეყნის მერ დაწესებული სანქციების პაკეტში, ეს უსამართლობისა და მიკერძოების კიდევ ერთი გამოხატულება იქნება. ამას ბიძინა ივანიშვილის პირადი მხარდამჭერების კი არა, არამედ ასობით ქართველის ქუჩაში გამოსვლა მოჰყვება. „ნაცები“ ივანიშვილის სჯიან იმისთვის, რომ ეს ადამიანი იმ ხელისუფლებასთან არის ასოცირებული, რომელიც საქართველოს ომში ჩართვას არ უშვებს“, - განუცხადა დავით ქართველიშვილმა for.ge-ს.

აქვე გთავაზობთ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებას:

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ წარმოადგენს ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წამყვან შვეიცარიულ ბანკთან, Credit Suisse-თან გლობალურ დავაში.

ამავე დროს, გარდა უშუალოდ სასამართლო დავებისა, რომლებიც მიმდინარეობს ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში, ბ-ნ ივანიშვილს მინდობილი აქვს მნიშვნელოვანი აქტივები Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიებისთვის. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ხსენებული აქტივები არ არის სადავო და არ წარმოადგენს განხილვის საგანს არცერთ იურისდიქციაში. სწორედ ბანკსა და მის სატრასტო კომპანიებთან ურთიერთობის ფარგლებში, ბანკის მიერ ჩადენილ განმაცვიფრებელ დარღვევებს ეხება წინამდებარე განცხადებაც.

2022 წლის მაისში საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვეიცარიული ბანკის მხრიდან ადგილი ჰქონდა კლიენტის უფლებათა უხეშ შელახვასა და პოლიტიკურ ზეწოლას. გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ მოვლენათა ის ქრონოლოგია, რომელიც ზემოაღნიშნულ დასკვნას დაედო საფუძვლად:

ბანკის სატრასტო სტრუქტურის მხრიდან ბენეფიციარის ინტერესების უგულებელყოფა ჯერ კიდევ 2022 წლის მარტიდან დაიწყო, როდესაც ბენეფიციარის მხრიდან გადარიცხვის ინსტრუქციის შესრულებას 1 თვე დასჭირდა. სწორედ ამგვარი გაჭიანურების პერიოდში მიუთითა პირველად ბანკმა, რომ მისი უმოქმედობა და კლიენტის დავალების შეუსრულებლობა აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდებოდა. აშკარა იყო, რომ საუბარი იყო უკრაინაში მიმდინარე ომზე, თუმცა სრულიად გაუგებარი იყო ბენეფიციარის რაიმე ფორმით შემხებლობა ხსენებულ ე.წ. „გეოპოლიტიკურ მოვლენებთან“. მიუხედავად იმისა, რომ ბანკს განემარტა, რომ ბენეფიციარი არ წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს, არ გააჩნდა რუსეთში ბიზნეს ინტერესები, არ იყო სანქცირებული პირი და არც სხვა რაიმე ნიშნით შეიძლება მის მიერ საკუთარი თანხის განკარგვა შეფერხებულიყო უკრაინაში ომის გამო, დავალების შესრულებას მაინც 1 თვე დასჭირდა.

თუმცა, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ამით პრობლემა კი არ ამოიწურა, არამედ კლიენტზე ზეწოლის ტალღა მხოლოდ ახლა იწყებოდა:

უკვე 2022 წლის 11 აპრილის მოთხოვნის საპასუხოდ, რომ ტრასტს მოეხდინა გარკვეული თანხების გადარიცხვა, ტრასტმა ოთხჯერ: 13 აპრილს, 20 აპრილს, 5 მაისსა და 20 მაისს იდენტური კითხვები დაუსვა ბენეფიციარს მიუხედავად იმისა, რომ მან სრული, ამომწურავი ინფორმაცია პირველივე კითხვაზე საპასუხოდ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბენეფიციარი მიმართავდა ტრასტს, თუ რა იყო კლიენტისგან დამატებით საჭირო, რა ინფორმაცია, რა დოკუმენტი, რა ტიპის ხელმოწერა აკლდა დავალების მიმღებს და აფიქსირებდა, რომ იგი მზად იყო, მაქსიმალურად შეეწყო ხელი ტრასტისთვის თავისი ვალდებულების შესრულებაში, ტრასტი ჯიუტად სვამდა კითხვებს უკვე პასუხ-გაცემულ საკითხებზე. საბოლოოდ, 5 მაისს ტრასტის წარმომადგენელი დაპირდა კლიენტს, რომ იგი მოამზადებდა საჭირო დოკუმენტების პროექტებს და გადმოუგზავნიდა ბენეფიციარს ხელმოწერისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, თავისივე ნათქვამი თვითონ დაავიწყდათ და 2 კვირის განმავლობაში დოკუმენტების მოუწოდებლობის შემდეგ, 19 მაისს ისევ ძველი კითხვები გაახსენდათ და დოკუმენტების ნაცვლად ისევ კითხვები გამოგზავნეს. ტრასტის მიერ ბენეფიციარის მიმართ არსებული ვალდებულება დღესაც, 3 თვის შემდეგ, კვლავ უგულებელყოფილია, თუმცა კლიენტის უფლებათა დარღვევისთვის ახალი, აშკარა პოლიტიკური შეფერილობის საბაბი მოინახა. სწორედ ამ უცნაური, განმაცვიფრებელი გზავნილის შესახებ სურს კლიენტს ქართული საზოგადოების ინფორმირება, რადგან, რიგი გარემოებები აძლევს ბატონ ივანიშვილს საფუძველს, დაასკვნას, რომ ბანკის მოქმედებები დაკავშირებულია ქართულ შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებთან.

კერძოდ, 2022 წლის 5 ივლისს კლიენტმა მიიღო წერილი ბანკისგან, სადაც საუბარია ევროპული პარლამენტის იმ რეზოლუციაზე, რომლითაც მან მოუწოდა ევროპულ საბჭოს, განეხილა ბატონი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. საუბარია სასამართლოს იმ თანხმობაზე, რომლის მისაღებად პროცესის ინიცირება უკეთეს შემთხვევაში ამა წლის სექტემბერში თუ მოხდება, ხოლო მისი შედეგის დადგომა, ბანკის მეცადინეობით, ტრადიციულად, უსასრულოდ გაჭიანურდება.

ბანკის ეს გზავნილი არის როგორც სამართლებრივ, ასევე, ფინანსური ინსტიტუტების პრაქტიკაში უპრეცედენტო, რომლის მსგავსი მოვლენა არათუ შვეიცარიის დონის, არამედ განვითარებადი სახელმწიფოებისთვისაც კი უცხო და შეუფერებელია. აშკარაა, რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფება და არად დაგიდევთ არათუ უშუალოდ ბანკის იმიჯს, არამედ ლახავს შვეიცარიული სახელმწიფოს ავტორიტეტსაც.

ბანკი თავის გზავნილში ეყრდნობა მარტოოდენ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც, როგორც საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი, სარეკომენდაციო ხასიათისაა და არანაირ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს. ბანკის მითითება აბსტრაქტულ „რეგულატორულ ვალდებულებებზე“ უადგილოა მითუმეტეს, რომ ბანკმაც და საზოგადოებამაც კარგად უწყის, რომ ევროკავშირის არცერთმა აღმასრულებელმა ორგანომ: არც ევროკომისიამ და არც ევროპულმა საბჭომ არ გაიზიარა სანქცირების შესახებ რეკომენდაცია. ის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ევროპარლამენტის რეზოლუციის გაგრძელებას და რომლითაც საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება მოხდა არის სწორედ აღნიშნულის დასტური, რადგან ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს პარლამენტის რეზოლუცია რომ გაეზიარებინათ სანქცირების ნაწილში, მაშინ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში მოხდებოდა მისი ასახვა, რაც, როგორც ცნობილია, არ მომხდარა. ამით, პრაქტიკულად, საკითხი ამოწურულია. მიუხედავად ამისა, ბანკი უბრუნდება ერთი თვის წინანდელ რეზოლუციას და მასზე, როგორც მოქმედ დოკუმენტზე ისე საუბრობს. საინტერესოა, თუ რამდენ ხანს აპირებს ბანკი გააკეთოს მითითება იმ დოკუმენტზე, რომელიც არ იქნა გაზიარებული ევროკავშირის რომელიმე აღმასრულებელი სტრუქტურის მიერ.

აღსანიშნავია, რომ სულ რომც სანქცირებული იყოს ბატონი ივანიშვილი, ეს ტრასტის ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ არ აქრობს. პირიქით, ტრასტის მიზანი კლიენტის ინტერესების მომსახურებაა იმ პირობებშიც კი, როდესაც ბენეფიციარი რაიმე სამართლებრივ შეზღუდვას ექვემდებარება. სატრასტო სტრუქტურები ხომ სწორედ კლიენტთა აქტივებისა და ინტერესების დაცვის მიზნებისთვისაა შექმნილი, მათ შორის, ბენეფიციართათვის რთულ დროს. კლიენტისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს ბატონი ივანიშვილი“,- აღნიშნულია განცხადებაში.

Aburjga Tasmanieli უკვე შეგვეცვალა მენტალობა, ის აღარ ვართ რაც ვიყავით, მაგალიტად 1980 - ში, დავყლევდით, დიდი ნაწილი ასე 120 ათასიდან - 450 ათას კაცამდე შინაგანად გაფერადდა! თორემ რასაც ამ ბოლოს კადრულობენ, რაც ამ ბოლოს იკადრეს, დეოლიგარქიზაცია კია რა ეს აშშ, ბრიტანეთი , ევროკავშირი აქედან ისე უნდა გარბოდნენ რომ ქუსლებიდან სულ ნაპერწკლები სცვიოდეთ! მტარვალები!
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli სამების ამშენებელს და ერის თავდადებულ მოჭირნახულეს ასეთ დევნას რომ გამოუცხადებენ სხვა სახელმწიფოები და მათი დაქირავებული გოშიები, იმათ რომ ერი პასუხს არ გასცემს და ფილოსოფსობა - განსჯას დაიწყებს იმ ერის საქმე წასულია! ეს გარეული თუ შინაური მამაძაღლები ბიძინა ივანიშვილზე ისე ლაპარაკობენ, ისე მსჯელობენ, განიხილავენ... თიტქოს ადამიანს კი არ ეხება ეს მსჯელობა, არამდ რაღაც ქვეყნის დამაქცეველ ბუნების მოვლენას, თითქოს რაღაც უსულო საგანია, რომელსაც ამ სულელური განხილვებიდან არც არაფერი ესმის, ვერც გრძნონბს, არც ტკივა, არც განიცდის?! ეს რა არის რა საშინელებაა?
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli სამების ამშენებელს და ერის თავდადებულ მოჭირნახულეს ასეთ დევნას რომ გამოუცხადებენ სხვა სახელმწიფოები და მათი დაქირავებული გოშიები, იმათ რომ ერი პასუხს არ გასცემს და ფილოსოფსობა - განსჯას დაიწყებს იმ ერის საქმე წასულია! ეს გარეული თუ შინაური მამაძაღლები ბიძინა ივანიშვილზე ისე ლაპარაკობენ, ისე მსჯელობენ, განიხილავენ... თიტქოს ადამიანს კი არ ეხება ეს მსჯელობა, არამდ რაღაც ქვეყნის დამაქცეველ ბუნების მოვლენას, თითქოს რაღაც უსულო საგანია, რომელსაც ამ სულელური განხილვებიდან არც არაფერი ესმის, ვერც გრძნონბს, არც ტკივა, არც განიცდის?! ეს რა არის რა საშინელებაა?
1 წლის უკან
trampi ვსოოო ....................... ამის მერე მე კოლუმბს ,,დავასვენებ,, აღარ შევაგინებ ხოლმე
საფლავში უჩემოდაც ვერტალიოტივით ატრიალებენ .......ცოდოა უკვე საფლავში ამდენი ტრიალისაგან
აი თერთმეტი წელი რატომ გავიძახოდი ქუნემ კოლუმბი მეთქი.....................
ხოოოდა აი ............ დღეს უკვე მთელი საქართველო ჩემზე მეტად ყვირის ქუნემ კოლუმბიო............მთელი საქართველო რუსეთუმე გავხადე
ამერიკას იმიტომ აგინებ რუსეთი გინდაო
ვაააა ...............................ნამუსი ჩუნეეეს?? მე რომ კაცი მეტყვის რუსეთი გინდაო......
აი პუტინის ფულები ....................... აი პუტინის აგენტები და კიდევ ათასი სისულელეეები
მეათასედ ვიმეორებ----------------რასაც ეს ე.წ. დასავლეთი პუტინის საქმეს აკეთებს, იმას ვერანაირი პუტინის ფულები ვერ გააკეთებდა
ეს ე,წ. დემოკრატიული დასავლეთი ამ საქართველოს პირდაპირ რუსეთისკენ ერეკება, თანაც ბეზ ტორმუზა
ან კიდე პუტინი გიჟიააა საქართველოში ამერიკის საგინებლად ფულები ყაროოს?? ეს ამერიკის საელჩო 24 სააათი მხოლოდ რუსულ
საქმეს აკეთებს, პუტინს საქმე მუქთად უკეთდება და ფულებს რატოღა გადაყრის??
იმიტომაც ვამტკიცებდი ამერიკელები რუსებზე ჩლუნგები არიან მეთქი ....აგე თუ არა არიან
მოკლედ ჩვენ მეგობრებზე აქ იმდენი მაქვს ნაწერები, იმდენი რომ უკვე წერაც მეზარება, ისედაც ნათელია ყველაფერი ........................ერთი ,,ლოგოსი,, იყო რომ ამ საქმეში მე მჯობნიდა

მოკლედ ეგენი არიან კოლონიზატიორები ----- მორჩა და გათავდა !!!!

ხოოოდა როგორც ადრეც მრავალგზის მითქვია ეგენი ჩვენთვის მეშვიდეები იქნებიან მეშვიდეები ... ამათაც მივასიქტიმებთ
ანუ მეშვიდე იმპერია...საცა სხვა ესენიც იქ წავლენ----მოუსავლეთში
ისე ეს ჩემი ნათქვამი არააა ა.ბაქრაძის ნათქვამია ა.ბაქრაძის
1 წლის უკან
trampi საქართველო მაგათ ისეთ დაბალი დონის კოლონიად მიაჩნიათ, რომ მაგათ მისი მოსახლეობის აზრი სულაც სირზე ჰკიდიათ............ყველაფრის მიუხედავად მაინც თავისას ერეკებიან............... და არც აინტერესებთ რაიმის შეცვლა ჩვენს ურთიერთობაში
...........და არც შეცვლიან არაფერს.................იმიტომ რომ ჩვენ ვართ მათთვის მიშას მიერ მიყიდული ქვეყანა. მიშას აუარება დახმარება--კრედიტებს იმიტომ აძლევდნენ რომ ქვეყანა დაეკაბალებინათ და მათი ნებისმიერი წადილი საქართველოს მორჩილად შეგვესრულებინა....
თან ის ფული მართლა საქართველოს კი არ მოახმარეს ---მიშას ბანდამ და ე.წ. მეგობრებმა შუაზე გაიყვეს ......
ეხლა კიდევ გვიყვირიან ----გადახდა უნდა ვალსაო.....წამოდით ვალის სანაცვლოდ იომეთო.....
აფსუუუს ჩემი ძველი პოსტები -- ვეფხისტყაოსნები-- იქ სუ წვრილწვრილად მქონდა განხილული მაგათი კაიკაცობები....................... ..,,წაიღო,, იაკობაშვილმა
ეხლა იმათ ვეღარ დავწერ--აღარა მაქვს იმათ წერის თავი
1 წლის უკან