რა განათლება აქვს შაშკინს ?

რა განათლება აქვს შაშკინს ?

საქართველოს ციხეების, განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი – დიმიტრი შაშკინი, რომელიც 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყნიდან ფატიმიდების ბრწყინვალე ხალიფა ალ-ჰაქიმივით გაუჩინარდა და მერე ასევე მოულოდნელადვე გამოგვეცხადა, კახა შენგელიას კავკასიის უნივერსიტეტში საარჩევნო ტექნოლოგიების, ანუ ჩვენებურად არჩევნების გაყალბების შესახებ ლექციებს კითხულობს!..

შაშკინის პედაგოგიური საქმიანობით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც განათლების მინისტრმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შასტანად ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა და სხვადასხვა ინსტიტუტებსა თუ უნივერსიტეტებში მოკალათებული მიხეილ სააკაშვილის „წითელი კომისრები“, რომლებიც ერთმანეთისაგან „ძ“-სა და „ხ“-ს ვერ არჩევენ, შიშის ქარმა აიტანა!..

განათლების რა ცენზს ფლობს შაშკინი და აქვს თუ არა მას უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვის უფლება, ამის გასარკვევად „პრაიმერინფო“ კავკასიის უნივერსიტეტის რექტორს – კახა შენგელიას დაუკავშოირდა.

„- ბატონო კახა, შაშკინი თქვენს უნივერსიტეტში რას აკეთებს?

- რასაც „აირაიში“ აკეთებდა, იმას, ლექციებს კითხულობს საარჩევნო ტექნოლოგიებში.

- განათლების რა ცენზი აქვს მას? აქვს ლექციების წაკითხვის უფლება?

- მგონი, სამართლის დოქტორია, ამერიკაში აქვს დამთავრებული მაგისტრატურა…

- მერედა, ეს საკმარისია?

- კი, ბაკალავარიც რომ იყოს, შეუძლია ლექციის წაკითხვა!“

შაშკინს თავად ვერ დავუკავშირდით, მაგრამ იმედია, სააკაშვილის სამგზის მინისტრი, თავისი განათლების ხარისხისა და ჩინ-მედლების შესახებ უახლოეს მომავალში თავად ისაუბრებს!..