„პოლონეთის პრემიერის განცხადება არასასიამოვნო იყო, მაგრამ ასეთი რამ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთში ომის საშინელებაზე საზოგადოებრივი აზრი ვეღარ რეაგირებს“

„პოლონეთის პრემიერის განცხადება არასასიამოვნო იყო, მაგრამ ასეთი რამ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთში ომის საშინელებაზე საზოგადოებრივი აზრი ვეღარ რეაგირებს“

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ გამოცემა Polska Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლური საზოგადოებრივი აზრი ნელ-ნელა იღლება უკრაინის ომის თემით. დასავლურმა საზოგადოებებმა უნდა გაიგონ, რომ ეს ომი ასევე მათი უსაფრთხოებისთვისაა.

„დასავლური საზოგადოებრივი აზრი ნელ-ნელა იღლება ამ თემით. სწორედ ამიტომ ჩვენ შევეცადეთ წარმოგვედგინა რუსების მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების მასშტაბები მრავალი აქტივობით, მათ შორის ფართომასშტაბური აქციით „შეაჩერე რუსეთი ახლავე“. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დასავლურმა საზოგადოებებმა უნდა გაიგონ, რომ ეს ომი ასევე მათი უსაფრთხოებისთვისაა. ვშიშობ, რომ მომდევნო თვეები უფრო მეტ გულგრილობას მოიტანს და ეს უაღრესად საშიში ფენომენია. სამწუხაროდ, პუტინსაც ამის იმედი აქვს“.

პოლონეთის პრემიერის თქმით, დღეს მისი მთავარი საზრუნავი უკრაინის მხარდაჭერაა საერთაშორისო დახმარების ორგანიზებითა და იარაღის მიწოდებით, ვინაიდან ჟანგიანი რუსული სატკეპნი უკრაინაში წინსვლას განაგრძობს.

„სევეროდონეცკი პრაქტიკულად რუსეთის ხელშია, ლისიჩანსკისთვის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. სამწუხაროდ, უკრაინიდან სიგნალები სულ უფრო პესიმისტური ხდება. დასავლეთის უამრავი ქვეყნიდან დახმარება ჯერ კიდევ ძალიან ცოტაა. დასავლეთიდან საარტილერიო სარაკეტო სისტემებისა და ჰაუბიცების მიწოდება ძალიან ნელა მიმდინარეობს. ძალიან ბევრი მათგანი ჯერ კიდევ განცხადებების დონეზეა. ეს ომი საარტილერიო ომია. უკრაინას სჭირდება არტილერია“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

საგარეო ურთიერთობის საკითხებში ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, პოლონეთის პრემიერს, მატეუშ მორავეცკის მიზეზი ჰქონდა აღნიშნული განცხადების გაკეთების. მისივე თქმით, სანქცირებული პოლიტიკა გარკვეულ სირთულეებს ქმნის.

„დასავლეთში უკრაინის ომი უკანა პლანზე არ გადაწეულა. როგორც ჩანს, პოლონეთის პრემიერს მიზეზი ჰქონდა აღნიშნული განცხადება გაეკეთებინა. ომი დაძაბულობასა და სირთულეს ყოველთვის ქმნის. სწორედ, სანქცირებული პოლიტიკის გამო ევროპის ქვეყნები გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან. მაინც, ვფიქრობ, ბოლო მნიშვნელოვანმა შეხვედრებმა, როგორიც დიდი შვიდეულის, ასევე ნატოს შეხვედრებმა დაადასტურა, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერაა. ევროპის სახელმწიფოს მეთაურების განცხადებებიდან ჩანს, რომ უკრაინას იმდენი ხანი დაეხმარებიან, ვიდრე საკუთარ ტერიტორიებს არ გაათავისუფლებს. კიდევ მნიშვნელოვანია ერთი საკითხი - ვიდრე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში არ აღდგება და ყირიმი არ დაუბრუნდება, იქამდე რუსეთი სანქცირებული იქნება“, - აღნიშნა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

მისივე თქმით, დასავლეთის პასიურობით პუტინი ვერ იხეირებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს შესაძლებლობა უსაზღვროა.

„რუსეთი ცნობილია თავისი შესაძლებლობებით და საზოგადოების მანიპულირება შეუძლია. ამაზე ფულსაც ხარჯავს და ზოგიერთ პოლიტიკურ მოღვაწეებს ქრთამავს კიდეც. ბუნერივია, თუ დასავლეთი იპასიურებს, პუტინს ამაზე პასუხი ექნება. მთავარია დასავლეთმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ შეწყვიტოს და დროულად მიაწოდოს. ამ ომში გარდატეხა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, რათა ევროპა დროულად მიხვდეს, რომ მხოლოდ დროული იარაღის მიწოდებით შეიძლება დასრულდეს ომი“, - განუცხადა ჩეჩელაშვილმა for.ge-ს.

ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი იმედს იტოვებს, რომ დასავლეთი უკრაინის ომით არ დაღლილა. მისივე თქმით, თუკი დასავლეთში უკრაინის ომი მეორე პლანზე გადავა, ამას ვლადიმერ პუტინი სათავისოდ გამოიყენებს.

„პოლონეთის პრემიერის განცხადება არასასიამოვნო იყო. ბუნებრივია, ამის სათავისოდ გამოყენებას პუტინი შეეცდება. იმედი მაქვს, მთლად ასე არის და დასავლეთი უკრაინის ომით არ დაღლილა. თუ ასეთი რამ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთში ომის საშინელებაზე საზოგადოებრივი აზრი ვეღარ რეაგირებს“, - აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა.

მისივე თქმით, საქმე იქამდე არ მივა, რომ რუსეთმა მთლიანი უკრაინის ოკუპაცია შეძლოს.

„პუტინს ბევრი მექანიზმის ამუშავება არ დასჭირდება. თუ დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა შემცირდება, ეს პუტინს ხელს აძლევს. საქმე არ მგონია იქამდე მივიდეს, რომ რუსეთმა მთლიანი უკრაინა ხელში ჩაიგდოს, მაგრამ თუ ეს პროცესი ღრმად წავიდა, ამის საშუალება ექნება“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

ლაზი ჯონსონი უკვე გაიქცა. მაკრონმა საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა და პრობლემები აქვს. შოლცის ავტორიტეტი, ისეც არ ანდრევს ჯებირებს. დრაგი, ეგეც რომის იმპერატორია რა. აგერ ზამთარი ახლოვდება და მაშინ ნახეთ, დაღლა კი არა, კომფორტს მიჩვეული ხალხის ტალღა. გამოსავალი ერთია, უკრაინამ სექტემბრის ბოლომდე დაიყროს რუსეთი, თანაც ბოლომდე, თორემ ევროპულ ნაწილში არც გაზია და არც ნავთობი.
1 წლის უკან
ლაზი უნდა ეწეროს: დაიპყროს.
1 წლის უკან
trampi II მსოფლიო ომის შემდგომი სამოქმედო გეგმა, შემუშავებული ამერიკის მთავარი სადაზვერვო სამსახურის მეთაურის, ალენ დალ/ეს/ის მიერ.

(ნაწყვეტი)

* * *
"დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.
"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.
სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.
პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.
მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".
1 წლის უკან
trampi ვსოოო ....................... ამის მერე მე კოლუმბს ,,დავასვენებ,, აღარ შევაგინებ ხოლმე
საფლავში უჩემოდაც ვერტალიოტივით ატრიალებენ .......ცოდოა უკვე საფლავში ამდენი ტრიალისაგან
აი თერთმეტი წელი რატომ გავიძახოდი ქუნემ კოლუმბი მეთქი.....................
ხოოოდა აი ............ დღეს უკვე მთელი საქართველო ჩემზე მეტად ყვირის ქუნემ კოლუმბიო............მთელი საქართველო რუსეთუმე გავხადე
ამერიკას იმიტომ აგინებ რუსეთი გინდაო
ვაააა ...............................ნამუსი ჩუნეეეს?? მე რომ კაცი მეტყვის რუსეთი გინდაო......
აი პუტინის ფულები ....................... აი პუტინის აგენტები და კიდევ ათასი სისულელეეები
მეათასედ ვიმეორებ----------------რასაც ეს ე.წ. დასავლეთი პუტინის საქმეს აკეთებს, იმას ვერანაირი პუტინის ფულები ვერ გააკეთებდა
ეს ე,წ. დემოკრატიული დასავლეთი ამ საქართველოს პირდაპირ რუსეთისკენ ერეკება, თანაც ბეზ ტორმუზა
ან კიდე პუტინი გიჟიააა საქართველოში ამერიკის საგინებლად ფულები ყაროოს?? ეს ამერიკის საელჩო 24 სააათი მხოლოდ რუსულ
საქმეს აკეთებს, პუტინს საქმე მუქთად უკეთდება და ფულებს რატოღა გადაყრის??
იმიტომაც ვამტკიცებდი ამერიკელები რუსებზე ჩლუნგები არიან მეთქი ....აგე თუ არა არიან
მოკლედ ჩვენ მეგობრებზე აქ იმდენი მაქვს ნაწერები, იმდენი რომ უკვე წერაც მეზარება, ისედაც ნათელია ყველაფერი ........................ერთი ,,ლოგოსი,, იყო რომ ამ საქმეში მე მჯობნიდა

მოკლედ ეგენი არიან კოლონიზატიორები ----- მორჩა და გათავდა !!!!

ხოოოდა როგორც ადრეც მრავალგზის მითქვია ეგენი ჩვენთვის მეშვიდეები იქნებიან მეშვიდეები ... ამათაც მივასიქტიმებთ
ანუ მეშვიდე იმპერია...საცა სხვა ესენიც იქ წავლენ----მოუსავლეთში
ისე ეს ჩემი ნათქვამი არააა ა.ბაქრაძის ნათქვამია ა.ბაქრაძის


საქართველო მაგათ ისეთ დაბალი დონის კოლონიად მიაჩნიათ, რომ მაგათ მისი მოსახლეობის აზრი სულაც სირზე ჰკიდიათ............ყველაფრის მიუხედავად მაინც თავისას ერეკებიან............... და არც აინტერესებთ რაიმის შეცვლა ჩვენს ურთიერთობაში
...........და არც შეცვლიან არაფერს.................იმიტომ რომ ჩვენ ვართ მათთვის მიშას მიერ მიყიდული ქვეყანა. მიშას აუარება დახმარება--კრედიტებს იმიტომ აძლევდნენ რომ ქვეყანა დაეკაბალებინათ და მათი ნებისმიერი წადილი საქართველოს მორჩილად შეგვესრულებინა....
თან ის ფული მართლა საქართველოს კი არ მოახმარეს ---მიშას ბანდამ და ე.წ. მეგობრებმა შუაზე გაიყვეს ......
ეხლა კიდევ გვიყვირიან ----გადახდა უნდა ვალსაო.....წამოდით ვალის სანაცვლოდ იომეთო.....
აფსუუუს ჩემი ძველი პოსტები -- ვეფხისტყაოსნები-- იქ სუ წვრილწვრილად მქონდა განხილული მაგათი კაიკაცობები....................... ..,,წაიღო,, იაკობაშვილმა
ეხლა იმათ ვეღარ დავწერ--აღარა მაქვს იმათ წერის თავი
1 წლის უკან