„რაღა დროს უკრაინაა, როცა ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრია... პუტინი კოშმარულ სიზმარშიც ვერ ნახავდა ფინეთსა და შვედეთს ნატოში“

„რაღა დროს უკრაინაა, როცა ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრია... პუტინი კოშმარულ სიზმარშიც ვერ ნახავდა ფინეთსა და შვედეთს ნატოში“

პუტინი ცდილობდა უკრაინის „გათავისუფლებას“ ნაციონალისტებისგან და ამ დროს ფინეთისა და შვედეთის ნეიტრალიტეტი შემოეცალა ხელიდან. თუკი ასეთი ფინალი დადგებოდა, გამორიცხული არ არის, რუსეთის ლიდერს უკრაინაში შეჭრისგან თავი შეეკავებინა.

ფინეთმა და შვედეთმა ხელსაყრელი დრო შეარჩიეს ნატოში გასაწევრიანებლად. სტოლტენბერგმა მკაცრად მოუჭრა რუსებს, პუტინს „სურდა ნაკლები ნატო, ახლა ის მიიღებს მეტ ნატოს თავის საზღვრებთან“.

პუტინი უკან არ იხევს და არ იმჩნევს, რომ ფინეთ-შვედეთის ნატოში ხილვა მას ისევე არ სურს, როგორც არც ერთი ქვეყნის, მათ შორის, უკრაინა-საქართველოსი. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ოდესღაც რუსეთის იმპერიის ნაწილმა - ფინეთმა პატარა ქვეყნის კვალობაზე საუცხოო მასტერკლასი ჩაატარა. 1945 წელს საბჭოთა კავშირს შეეძლო ფინეთი მარტივად გადაეყლაპა, რადგან მეორე მსოფლიო ომში ფინეთი საბჭოეთის წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ ფინეთმა დაარწმუნა რუსეთი თავისი ნეიტრალიტეტის აუცილებლობაში, ბეწვის ხიდზე იარა სტალინის დროს და ახლა, როცა მომენტი დადგა, ნატოში შევიდა.

მართალია, პუტინი ირწმუნება, თითქოს შვედეთთან და ფინეთთან ისეთი პრობლემები არ აქვს, როგორც უკრაინასთან მიმართებით, მაგრამ მუქარას მაინც არ ივიწყებს ამ „უწყინარი“ ქვეყნების მიმართ და მათ აფრთხილებს, სამხედრო კონტინგენტის განთავსების შემთხვევაში, რუსეთი იძულებული იქნება, შვედეთს და ფინეთს სარკისებურად უპასუხოს.

რას შემატებს ნატოს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კოშმარულ სიზმარშიც ვერ ნახავდა პუტინი ფინეთს ნატოს შემადგენლობაში. მეტიც, პუტინი ითხოვდა, 1957 წლის საზღვრებს დაუბრუნდეს ნატო, ეს ნიშნავს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უკლებლივ ყველანი გამოვიდნენ ნატოდან, 300 კილომეტრით იქით უნდა გადაიწიოს რუსეთის საზღვარი. ამ დროს გადაიწია საზღვარი კი არა, ნატოს წევრი ხდება ფინეთი და საზღვარი აქეთ გადმოვიდა.

„ჩათვალეთ, რომ შვედეთი და ფინეთი ნახევარი ნატოა. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, შვედეთი რა შესაძლებლობისაა. შვედეთში ერთ-ერთი ადგილია სანაპიროზე, სადაც კლდის ქვეშ აქვთ აეროდრომები. შვედეთი მუშაობდა ატომურ იარაღზე და 70-იანი წლების ბოლოს ამ ყველაფერზე უარი თქვა. იქ კლდიდან პირდაპირ ჩრდილოეთის ზღვაშია გასასვლელი. რაც შეეხება ფინეთს, 1300 კილომეტრი საზღვრის გამაგრება მოუწევს რუსეთს ფინეთთან. გარდა ამისა, არქტიკასთან მიმართებით დიდი ინტერესებია. მოგეხსენებათ, გლობალური დათბობის გამო დნება ყინული, ამიტომ სავაჭრო გზები ჩრდილოეთით გადავა. ეს ნიშნავს, რომ იაპონიიდან, ჩინეთიდან ევროპაში 15 დღით ადრე ჩავა საქონელი. ვიღას ენდომება ჩვენი აბრეშუმის გზა? თანაც, გემით ტვირთების გადატანა ყველაზე იაფია, მატარებელზე იაფი გემია. არქტიკაში რუსეთსაც აქვს კუნძულები, მაგრამ ფინეთი და შვედეთი არქტიკული ქვეყნებია“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

ომის შემთხვევაში, არქტიკაში საომრად ყველაზე მზად არიან ფინელები. იქ სულ ყინვა და თოვლია. იმიტომ იყო, რომ 1939 წლის ომში ფინელებმა რუსებს კუდით ქვა ასროლინეს.

ასე რომ, სოსო ცინცაძის აზრით, რაღა დროს უკრაინაა, როცა ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრია. უკრაინა რომ ნატოში მიიღონ, ნატოს ხარჯის გარდა არაფერი ელის, მაგრამ ფინეთსა და შვედეთზე კაპიკს არ დახარჯავს ნატო. ფინეთს და შვედეთს თავისი იარაღის წარმოება აქვთ.

„ერდოღანი რას ითხოვდა? იარაღის მოყიდვა რომ ამიკრძალა შვედეთმა, განმიახლოს და მომყიდოს შვედური იარაღიო. ამის გამოც ვაჭრობდა თურქეთი, ერდოღანი მაინც აღმოსავლური ყაიდის ადამიანია, აღმოსავლური ვაჭრობა მისთვის მისაღებია. თუმცა აშკარად ჩანდა, რომ საბოლოოდ თანხმობას მაინც მისცემდა ფინეთს და შვედეთს“, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ნატოს შემადგენლობაში შესული ფინეთი და შვედეთი რუსეთისთვის, პირველ რიგში, საფრთხის შემცველია ბალტიის ფლოტთან მიმართებით.

„რუკაზე თუ ვნახავთ ბალტიის ფლოტის განლაგებას, ფაქტობრივად, რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტი მთლიანად დაბლოკილია, ყველა მხრიდან გარს არტყამს ნატოს ჯარები. ფინეთს აქვს იმის შესაძლებლობა, ნატოსთან ერთად სერიოზულად შეზღუდოს რუსეთის ფლოტის მოქმედებები ჩრდილოეთში. ამ კუთხით რუსეთი ძალიან მოწყვლადია. პუტინმა განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს, ეს ზომები, ალბათ, ის იქნება, რომ ფინეთის და შვედეთის სტრატეგიული ობიექტები გახდება რუსეთის ბირთვული სარაკეტო შეიარაღების სამიზნე. რუსეთისთვის საკმაოდ იზრდება უშუალო შეხების საზღვარი ნატოსთან“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.

 

Aburjga Tasmanieli აბა კაცო, აბა?! პუტინი რას წარმოიდგენდა ამას, როგორ გეკადრებათ, ამდენი განსჯის და მომავლის განჭვრეტის თავი სად აქვს პუტინს?! უბრალოდ 22 წელია ამხელა იმპერიას მართავს, ააღორძინა და განამტკიცა რუსეთი! მრავალგზის დაუმარცხებია რუსეთს შვედეთი, ხანდახან ალექსანდრე ნეველის სახელიც კი მახსენდება. ფინეთი რა, უბრალოდ დაპყრობილი ყავდა შვედეთს 400 წელი სანამ რუსეთმა 1807 წელს არ დაამარცხა შვედეთი და არ გაათავისუფლა ეს ბეყე ფინელები! ვირო მადლიო ამ ფინელებმა, მაგრამ მაგათაც მოუვლის ისე როგორც საჭიროა!
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli აბა კაცო, აბა?! პუტინი რას წარმოიდგენდა ამას, როგორ გეკადრებათ, ამდენი განსჯის და მომავლის განჭვრეტის თავი სად აქვს პუტინს?! უბრალოდ 22 წელია ამხელა იმპერიას მართავს, ააღორძინა და განამტკიცა რუსეთი! მრავალგზის დაუმარცხებია რუსეთს შვედეთი, ხანდახან ალექსანდრე ნეველის სახელიც კი მახსენდება. ფინეთი რა, უბრალოდ დაპყრობილი ყავდა შვედეთს 400 წელი სანამ რუსეთმა 1807 წელს არ დაამარცხა შვედეთი და არ გაათავისუფლა ეს ბეყე ფინელები! ვირო მადლიო ამ ფინელებმა, მაგრამ მაგათაც მოუვლის ისე როგორც საჭიროა!
1 წლის უკან
trampi არა რააა................. ეს ხალხი ან ძალად ი--ლევებს თავს ან მართლა მასეთები არიან
რუსეთს ომი უხსენე და ...................................... წაააგოოს??? ან ტყვია წამალი გაუთავდებაააა??
მინიმუმ მინიმუმ მილიონიან ჯარს გამოიყვანს და გაჰყვება კიდეც ხალხი .....
86 % აქვს პუტინს , 86% ....პირიქით ხალხი ბუინობს---- დამკაში გადი, დამკაშიო (ბერლინშიო)
...ბოლო ბოლო სულაც კნოპკას დაააჭერს თითს და მაინც არ წააგებს.......
1 წლის უკან
trampi თან როგორ სერიოზულად ბჭობენ---------------- დასავლეთი ესე იზამს ისე იზამსო
რას იზამს??? მტელი დასავლეტი ერტ პუტინს ეომება და მაინც პუტინი ტირობს იმათ დედას
იმათ პუტინთან ომის ტრაკიც არა ააქვთ ....მაგათ პუტინი ჰუსეინა, კადაფი, ასადი და ესეთი ვინმე ეგონათ....
თუ ბიჭები არიან გამოსცადონ ეგე, გამოსცადონ.......
რა ჩიტსაც დაიჭერენ თვითონვე ნახავენ......


ისე კი ძაან კარგი იქნება, თუ ორივენი ერთდროულად დაჰკრავენ ერთმანეთს ......პირდაპირ პარადი იქნება .
1 წლის უკან