„ბელარუსი შეიჭრება თუ არ შეიჭრება უკრაინაში, ამით სიტუაცია არ შეიცვლება - უკრაინა ისედაც კატასტროფის წინაშე დგას“

„ბელარუსი შეიჭრება თუ არ შეიჭრება უკრაინაში, ამით სიტუაცია არ შეიცვლება - უკრაინა ისედაც კატასტროფის წინაშე დგას“

„სიენენი“ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ერთი კვირის წინ ბელარუსმა უკრაინაზე თავდასხმა დაიწყო.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინაში საჰაერო თავდასხმა ბელარუსის ტერიტორიიდან განხორციელდა. მათი მხრიდან დაბომბვა პირდაპირ კავშირშია კრემლის ხელისუფლების მცდელობებთან, რომ ბელარუსია უკრაინის ომში ჩაერთოს“, - წერს „სიენენი“ ზელენსკის სიტყვებს.

გამომცემლობის ცნობით, უკრაინის მთავარი ქალაქი ლვოვი ბელარუსის შესაძლო თავდასხმისგან თავდაცვის სტრატეგიებს ამზადებს. ამისთვის ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიმ სამხედრო და სამოქალაქო პირების მზადება დაიწყო.

„ჩვენ ვისაუბრეთ თავდაცვის გეგმაზე. სიტუაცია იცვლება, ამიტომ თავდაცვის სტრატეგია განახლებას საჭიროებს. ქალაქის თითოეულ რაიონში შეიქმნება თავდაცვის შტაბი. ამასთან, მოხალისეებს დამატებითი წვრთვნა ჩაუტარდათ“, - ავრცელებს „სიენენი“ ლვოვის მერის განცხადებას.

გუშინ, უკრაინამ ბელარუსის სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმა სცადა, თუმცა ოფიციალურმა მინსკმა რაკეტების განეიტრალება შეძლო. ამის შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განცხადა.

„ჩვენი პროვოცირება სურთ, უნდა შეგატყობინოთ, რომ 3 დღის წინ, შეიძლება ცოტა მეტიც, უკრაინის ტერიტორიიდან ცდილობდნენ ჩვენს სამხედრო ობიექტებზე იერიშის მიტანას. თუმცა, მადლობა ღმერთს, ანტისაჰაერო კომპლექსმა - „პანცირმა“ შეძლო ყველა რაკეტის განეიტრალება, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ისროლეს“, - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ამასთან, ლუკაშენკო ამბობს, რომ უკრაინასთან ომი არ უნდა და „მინსკს ეს ომი არ სჭირდება“, თუმცა ფიქრობს, რომ თავად უკრაინას ბელარუსთან ომი „გაუხარდებოდა“.

„გაუხარდებოდათ, მე ეს ნამდვილად ვიცი, იქ რომ შევსულიყავით. მათ ეს სჭირდებათ, რადგან „იქიდან“ ბრძანებაა გაცემული და ფეხებზე ჰკიდიათ მშვიდობიანი მოქალაქეები რომ იღუპებიან. უკრაინელ პოლიტიკოსებს და პრეზიდენტს მხოლოდ ერთი პოლიტიკა აქვთ: რაც უფრო მეტი უკრაინელი დაიღუპება, მით უფრო მეტს იყვირებენ „რუსი და ბელარუსი ფაშისტების სისასტიკეზე“, - თქვა ლუკაშენკომ.

სამხედრო ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას განცხადებით, თუკი ბელარუსია უკრაინის ომში ჩაერთვება, მაშინ კიევს საფრთხე შეექმნება.

„ბელარუსის უკრაინის ომში ჩართვისას, უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილს რეალური საფრთხე შეექმნება. ომის დაწყებისას უკრაინელებმა წარმატებულად მოახდინეს რუსული ჯარისგან თავიანთი ტერიტორიების დაცვა, რადგან მაშინ რუსეთის შეიარაღებული ძალები მოუმზადებელი იყო. ახლა, როგორც ჩანს, პუტინი ლუკაშენკოს ამუშავებს, რათა ომში ჩაერთოს და ჩრდილოეთ უკრაინაში შეიჭრას. სამხედრო ოპერატიული კუთხით, სიტუაცია რუსეთისთვის სტრატეგიულად მომგებიანია. ომის დაწყებისას რუსეთს მოუწია ჩრდილოეთ უკრაინიდან უკან დაეხია. დღეს თუ ბელარუსთან ერთად ჩრდილოეთ უკრაინაში შეიჭრა, მაშინ კიევს სერიოზული საფრთხე შეექმნება. ამასთან, თუ ბელარუსისს არმია კომუნიკაციის გზებს გადაკეტავს, უკრაინა დასავლეთისგან იარაღს ვეღარ მიიღებს და ამით უკრაინა ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდება“, - აღნიშნა მაისაიამ.

სამხედრო ექსპერტი თვლის, რომ უკრაინის ომში ბელარუსიის ჩართვა მესამე მსოფლიო ომს არა, მაგრამ რეგიონულ ომად ჩაითვლება. მისივე თქმით, მესამე მსოფლიო ომი მაშინ დაიწყება, თუკი რუსეთი ლიეტუვასა და პოლონეთს დაარტყამს.

„მესამე მსოფლიო ომად არა, მაგრამ რეგიონულ ომად ჩაითვლება. არა მგონია, საქმე მესამე მსოფლიო ომამდე მივიდეს. თუ ბელარუსია და რუსეთი ლიტუვასა ან პოლონეთს ერთობლივ დაარტყამენ, მაშინ კი ბატონო, მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალი იქნება. ამ შემთხვევაში ომი ნატოს, ბელარუსსა და რუსეთს შორის დაიწყება“ - განუცხადა ვახტანგ მაისაიამ for.ge-ს.

მაისაიას განცხადებით უკრაინის ომში ჩართვის გამო, ალექსანდრე ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინის მსგავსად დასავლეთის მხრიდან სანქციებს მიიღებს. ასეთ შემთხვევაში კი ბელარუსიის პასუხი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება იქნება.

„თუკი ბელარუსია უკრაინაში შეიჭრა, მაშინ დასავლეთი მათ წინააღმდეგ ისეთივე სანქციებს განახორციელებს როგორც რუსეთის წინააღმდეგ - ეკონომიკური ბლოკადა დაწესდება. ეს ძალიან ცუდია, რადგან ლუკაშენკო პუტინის თამაშს ითამაშებს და შეიძლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. ლუკაშენკომ ეს ნაბიჯი თუ გადადგა, მაშინ შეიძლება დიპლომატიური ურთიერთობაც დაძაბოს“, - აღნიშნა სამხედრო ექსპერტმა.

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე კი თვლის, რომ ბელარუსი შეიჭრება თუ არ შეიჭრება უკრაინაში, ამით სიტუაცია არ შეიცვლება, რადგან უკრაინა ისედაც კატასტროფის წინაშე დგას.

„შედეგები უკრაინისთვის უმძიმესი იქნება. უკრაინა რაც იყო 24 თებერვლამდე, ისეთი ვერასდროს ვეღარ იქნება. ზელენსკიმ და მისმა ადმინისტრაციამ საკუთარი მოსახლეობის ხარჯზე ქვეყანა გაწირეს. ამის გამო ისინი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან და ამისთვის მათ მოჰკითხავენ. მოხვდებიან თუ არა ციხეში, არ ვიცი, მაგრამ მათ ამას არ აპატიებენ. მაგალითად, „ნიუ-იორკ თაისმა“ გაასაჯაროვა ფაქტი, რომ უკრაინის პარაზიტი ხელისუფლების წინააღმდეგ ათობით უკრაინელი რუსეთის ჯარებში იბრძვის“, - განუცხადა გიორხელიძემ for.ge-ს.

მისივე თქმით, უკრაინის შემდეგ ყველაზე დიდი საფრთხე დასავლეთს შეექმნება, რადგან დღეს დასავლეთს პროცესის შესაჩერებლად არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.

„უკრაინის შემდეგ ყველაზე დიდი საფრთხე დასავლეთს შეექმნება. ამაზე ევროპაში და ამერიკაშიც ღიად იწერება. უკრაინის მოვლენებით ეს ყველაფერი არ დასრულდება, რადგან დასავლეთს პროცესის შესაჩერებლად არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. ნატოსთვისაც და ევროკავშირისთვისაც ყველაზე დიდი საშინელება უკრაინის მოვლენების დასრულების შემდეგ დაიწყება, ჯერ ეს ყველაფერი შესავალია. უკრაინა დასავლეთის მიერ პლატფორმად იქნა გამოყენებული, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა და ამ უბედურებას უკრაინის სახელმწიფო შეეწირება. შემდეგ რა მოხდება, ზუსტად ვერ გეტყვით, თუმა ძალიან მძიმე რამე რომ მოხდება, ეს აშკარაა“, - აღნიშნა გიორხელიძემ.

 

 

trampi ეს გიორხელიზე ვაააფშე არააა ლიბერალი...........................რას გავს ეს?? არ მიიღებენ ამას ლიბერალები თავიააანთ პარტიაში .
ნაცვლად იმისა რომ თქვას უკრაინელები საცააა მოსკოვს აიღებენო , ეს მარტო უკრაინას კი არა მთელ დასავლეთს ეუბნება----პუტინი დედას მოგიქინძავთო-
აი ცინძაძე კი დრო ჟამის შესაბამისად გალიბელარადა, გაფიდარასტდა---უკუღმა დაიწყო აზროვნება
ეს იმ ჯგუფს ეკუთვნის რომ ამტკიცებენ ---- რუსები ტყვიებს ჩინელებისგან სესხულობენო......პატარა ბომბები გაუთავდათ და დიდი ბომბების სროლაზე გადავიდნენო.....
1 წლის უკან