თითქმის ერთი კვირაა, ტერაქტი ავღანეთში,რომელსაც შვიდი ქართველი სამხედრო ემსხვერპლადა მასთან დაკავშირებული კლიპი, რომლისთანახმად თალიბანმა ჯიჰადი გამოგვიცხადა,მთავარ განსახილველ თემად რჩება. ვინ და რისთვისდაამზადა ეს ამაზრზენი ვიდეორგოლი? ამასთანდაკავშირებით სოციალურ ქსელებში უამრავივერსია გამოითქვა, რომელთა უმეტესობაშიპროვოკაციის ავტორებად «ნაციონალები»განიხილებოდნენ. ამ გარემოებისა და ბრალდებებისსიმძიმის გამო, ალბათ, მიზანშეწონილია, ამვარაუდების ანალიზს გარკვეული დრო დავუთმოთ.
დასაწყისშივე ერთ ნიუანსს უნდა შევეხოთ; ის, რომ დღეს სააკაშვილი და მისი მომხრეები ემოციურად მოითხოვენ ამ საქმის გამოძიებას და ხელს ყველა წარმოსადგენი მიმართულებით იშვერენ, ვერ იქნება განხილული, როგორც ალიბი. როდესაც ბაზარში ვინმეს საფულეს ამოაცლიან, ყველაზე ხმამაღლა დამნაშავის გამოვლენასა და დასჯას, ხშირ შემთხვევაში, თავად ჯიბის ქურდი მოითხოვს _ დარბის, ყვირის, წუხს, დაზარალებულს ეფერება და ლამის დევნის ოპერაციას ხელმძღვანელობს. ასე რომ, სააკაშვილის ჯგუფის დღევანდელი ქცევა დამელოდრამატული ჟესტები არ შეიძლება ჩაითვალოს შემამსუბუქებელ გარემოებად, რომელიცერთ-ერთი ეჭვმიტანილის სტატუსისგან ათავისუფლებს.
ვიდრე უშუალოდ კლიპზე გადავალთ, რომელიც, ქართველი და უცხოელი ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, «თალიბანს» არ დაუმზადებია (მათი ვიდეოპროდუქცია მკვეთრად განსხვავებულია), ჩამოვთვალოთ ის ფაქტორები, რომელთა გამო «ნაციონალებს» სოცქსელებში არათუ ერთ-ერთი, არამედ მთავარი ეჭვმიტანილის სტატუსი მიენიჭა.
_ სააკაშვილის ჯგუფის დაკვეთით შეიქმნა «მოდელირებული ქრონიკა»; ის არერთგზისდაადანაშაულეს არაერთი მსგავსი «ტელეპროვოკაციის» მოწყობაში.
_ სააკაშვილის ჯგუფი, ერთადერთი საქართველოში, ეჭვმიტანილია საერთაშორისო ტერორისტებთანკავშირში, კერძოდ, «კავკასიის იმარატთან» (იხ. ომბუდსმენის ცნობილი ანგარიში ტერორისტების სავარაუდო მომზადებაზე, აგრეთვე, ლაფანყურის ინციდენტთან ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული პირების განცხადებები).
_ 26 მაისს სააკაშვილის ძალზე უცნაური საუბარი სამხედროებთან ავღანეთში («რამდენი კაცი მოკალი» და ა.შ.), რომლის ტირაჟირება «რუსთავი 2»-მა მოახდინა. ეს ეპიზოდი სრულიად საზოგადოებამ (გამონაკლისი, პრაქტიკულად, არ იყო) შეაფასა, როგორც თალიბების პროვოცირება აგრესიულ მოქმედებაზე ქართული კონტინგენტის წინააღმდეგ.
ცხადია, ჩამოთვლილი გარემოებები არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ბრალეულობის მტკიცებულება, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ დანაშაულის კვალობაზე აუცილებლად უნდა გადამოწმდეს, თუ რას აკეთებდნენ მისი ჩადენის მომენტში პირები, რომლებიც წარსულში ანალოგიურ ეპიზოდებში მონაწილეობდნენ და მსგავსი «ხელწერა» აქვთ.
საინტერესოა, რომ განხილულ კლიპში სააკაშვილს გაცილებით დიდი როლი და მნიშვნელობა ენიჭება,ვიდრე რეალურად აქვს. ის წარმოჩენილია გოროზ მხედართმთავრად, რომელიც თავის მეომრებსახალ ჯვაროსნულ ლაშქრობაში აგზავნის, მოწინააღმდეგედ, რომელსაც ჯიჰადისტები აქტიურადუნდა დაუპირისპირდნენ. საქართველოში კი ყველამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურიგვამია (ეს შეურაცხყოფა კი არა, ფაქტის კონსტატაცია, მისი დღევანდელი რეიტინგის, გავლენისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით), ნული, რომელიც არაფერს წყვეტს. ის, უმძიმეს მდგომარეობაშია, არც ერთი ოპონენტი აქტიურად აღარ უპირისპირდება, «წაქცეულს არ ურტყამენ», პრინციპიდან გამომდინარე. მის მოხსენიებას «მთავარსარდლად» კი, როგორც წესი, მწარე ღიმილი, ჰალტუხის ღეჭვის, გაქცევის და მიწაზე ხოხვის გახსენება მოსდევს. სააკაშვილი განხილულ კლიპში გვევლინება ისეთად, როგორადაც მხოლოდ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაუხედავი პირი ან ექსტაზში შესული «მიშისტი» თუ წარმოიდგენს. ეს გარემოება, ცხადია, არაფერს ამტკიცებს, თუმცა ის, ალბათ, მაინც საგულისხმოა.
ამასთანავე, საყოველთაოდ ცნობილია, რომ «ნაციონალების» გარკვეული ნაწილის (ერთადერთი ჯგუფია საქართველოში; სხვებს ეს თემა არ აინტერესებთ) პოლიტიკურ მითოლოგიაში ჯვაროსნულ ლაშქრობებს და თანმდევ «ტამპლიერულ ბოდვებს» განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამის გადამოწმება თუნდაც იმავე «ფეისბუქზე» ძალზე იოლია. ზოგადად, კლიპის ესთეტიკა, პოეტიკა, კოგნიტური პაკეტების წყობა,უპირველეს ყოვლისა, ალბათ, «ნაციონალების» სარეკლამო ვიდეოშემოქმედებას გაგვახსენებს, თუმცა,პრინციპში, ესეც შეიძლება განვიხილოთ, როგორც დამთხვევა და უცნაური მსგავსებისინტერპრეტირება ეჭვმიტანილების სასარგებლოდ მოვახდინოთ.
სააკაშვილი კლიპში, ფაქტობრივად, წარმოჩენილია თალიბების დაუძინებელ მტრად და,შესაბამისად, დასავლეთის იდეალების ერთგულ, ტერორიზმთან მებრძოლ რაინდად. საინტერესოა, რომ სააკაშვილი დღედაღამ, შინ და გარეთ სწორედ ამაზე საუბრობს, მათ შორის იმიტომ, რომ მას ადანაშაულებენ: ა) ავტორიტარული და, შესაბამისად, არსებითად ანტიდასავლური რეჟიმის ჩამოყალიბებაში; ბ) ტერორისტებთან თანამშრომლობაში («ლოპოტას ომის» კვალობაზე). კლიპის ავტორები საზოგადოებრივ აზრს, ამ ასპექტში, სწორედ სააკაშვილისთვის სასურველი მიმართულებით უბიძგებენ. ესეც, ალბათ, დამთხვევაა... აბა, სხვა რა უნდა ვიფიქროთ?
კლიპის ინტერნეტში განთავსების (და დამზადების) ზუსტ დროსთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ერთ-ერთი, შედარებით ნაკლებად გავრცელებული ვერსიის თანახმად, კლიპი ტერაქტის შემდეგ (მაგრამ მის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე) დამზადდა და მისმა ავტორებმა ავღანეთში მომხდარი ტრაგედიით, თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის ისარგებლეს. მეორე ვერსიით, რომლის თითქმის არავის სჯერა, მოვლენები შემთხვევით დაემთხვა ერთმანეთს და კლიპის ავტორებმა არ იცოდნენ, რომ თალიბები მალე ქართულ ბაზას შეუტევდნენ. მესამე, ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად კი, ტერორისტები და კლიპის ავტორ-გამავრცელებლები შეთანხმებულად მოქმედებდნენ და, თუ ეს ასეა, საუბარი არა უბრალოდ საინფორმაციო პროვოკაციას, არამედ უმძიმეს დანაშაულს ეხება.
მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ადამიანი თვლის, რომ არ არსებობს მორალური წინაღობა, რომელიც ხელს შეუშლის სააკაშვილს და მის ჯგუფს, ხელი მოაწეროს ნებისმიერ არაკაცობას, ითანამშრომლოს ტერორისტებთან ან სულაც გადასცეს მათ (მაგალითად, «იმარატელების» დახმარებით) საიდუმლო ინფორმაცია ავღანეთში ქართული კონტინგენტის შესახებ, ალბათ, სასურველია, გამოძიების დასრულებამდე ეს ვარაუდები არ განვიხილოთ. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და ეთიკური ზღვარი, რომლის გადალახვა არ შეიძლება მაშინაც კი, როდესაც საუბარი უბინძურესი წარსულის მქონე, მანიაკ რეციდივისტებს შეეხება. მაგრამ არის ამ კლიპში ერთი სიგნალი, რომელიც საგანგებო დაკვირვებას საჭიროებს, იმის მიუხედავად, ტერორისტები და კლიპის დამკვეთები შეთანხმებით მოქმედებენ თუ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად (საინტერესოა, გამოავლენენ თუ არა დამკვეთებს, იმის გათვალისწინებით, რომ არც ერთი ჭკუათმყოფელი დამკვეთი მსგავსი ვიდეოპროდუქციის დამზადებას მასთან კავშირში მყოფ პირებს არ დაავალებს. ის, დიდი ალბათობით, კვალის დაფარვის მიზნით, ფულით ან შანტაჟით ამას მისგან დისტანცირებულ პირებს გააკეთებინებს, რამაც მისი გამოვლენა შეიძლება მეტად გაართულოს. თუმცა, ალბათ, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ დამკვეთი იმდენად სულელი იყო, რომ კლიპის ავტორებთან მჭიდრო კონტაქტში მოქმედებდა. ვნახოთ... გამოძიება დაადგენს).
ყველაზე მეტად, განხილულ კლიპში მიზნობრივი აუდიტორია საქართველოში ტერაქტებისგანხორციელების შესაძლებლობამ დააფრთხო. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი რამ რეალურად მოხდება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სავსებით ბუნებრივი და ლოგიკური რამ გახდება. ხოლო «საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს,ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში შეზღუდოს კონსტიტუციის მე-18, მე-20, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე, 30-ე, 33-ე და 41-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებანი და თავისუფლებანი» (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 46). ამასთანავე, საგანგებო მდგომარეობის დროს პრეზიდენტი «გამოსცემს კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომლებიც მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დამთავრებამდე, ახორციელებს საგანგებო ღონისძიებებს» (მუხლი 73). პლუს ამას «თუ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შემოღებულია საგანგებო ანსაომარი მდგომარეობა, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, სხვაწარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმების შემდეგ» (მუხლი46).
მართალია, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, ის «ვალდებულია, არაუგვიანეს 48 საათისა ეს გადაწყვეტილება შეიტანოს პარლამენტში დასამტკიცებლად» (მუხლი 46), მაგრამ ძნელი წარმოსადგენი არაა, რა ამბების დატრიალება შეიძლება ქვეყანაში 48 საათის განმავლობაში (თუნდაც იმავე პარლამენტარების თავს) ლამის შეუზღუდავი უფლებების გამოყენებით. იდეაში, საგანგებო მდგომარეობაშეიძლება გამოყენებული იქნას სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისთვის და მისი ფარდობითილეგიტიმაციისთვის. ეს ერთადერთი შესაძლებლობაა, რომელიც სააკაშვილის ჯგუფს მას შემდეგდარჩა, რაც მათ ბელადს მთავრობის ერთპიროვნული დათხოვნა-დანიშვნის უფლება ჩამოართვეს.
ცხადია, სააკაშვილის ჯგუფს არ აქვს არანაირი რესურსი იმისთვის, რომ რეალურად მოახდინოს გადატრიალება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მცდელობა გამორიცხულია, რადგან «ნაციონალების» ლიდერები თავიანთ გეგმებს ცივ ლოგიკაზე დაყრდნობით როდი აწყობენ. მათ, შესაძლოა, ძალიან ეშინიათ, რომ მოუვათ იგივე, რაც მერაბიშვილს და ცუდად შენიღბული ფსიქოზის იმ ატმოსფეროში, რომელიც მათ ბანაკში სუფევს, შეიძლება ძალთა ბალანსი არასწორად შეაფასონ, როგორც ეს ერთხელ (2008-ში) უკვე გააკეთეს.
ტერაქტების სერია საქართველოში სააკაშვილის ჯგუფს შესაძლებლობას მისცემს, საგანგებომდგომარეობის რეჟიმის გამოყენებით გადატრიალების მოწყობა სცადოს. რა თქმა უნდა, არავინამტკიცებს, რომ ისინი ამას გააკეთებენ ან, რაიმე ფორმით, ემზადებიან ამისთვის. ეს, უბრალოდ,კიდევ ერთი, შედარებით ძნელად აღმოსაჩენი თანხვედრაა პროვოკაციულ კლიპში გაჟღერებულმესიჯებსა და ერთ-ერთ შიდაპოლიტიკურ სცენარს შორის. ის, ბუნებრივია, «ნაციონალების»ბრალეულობის მტკიცებულებად არ გამოდგება და ყველაზე მართებული, ალბათ, იქნება, მას,ძველებურ სტილში, «ინფორმაცია განსჯისათვის» ვუწოდოთ.
იმედია, სააკაშვილის ჯგუფი არ არის გარეული ამ ამაზრზენ დანაშაულში, რაზეც სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად და ხმამაღლა საუბრობენ. ალბათ, მათ ყველაზე თანმიმდევრულ ოპონენტებსაც კი გულის სიღრმეში არ უნდათ, რომ ჩამოთვლილი ეჭვები და ვარაუდები დადასტურდეს, რადგან შინაგანად ეწინააღმდეგებიან იმის დაშვებას, რომ ადამიანი შეიძლება პოლიტიკური და პიროვნული დეგრადაციის ამ სტადიამდე მივიდეს.
საერთოდ კი, ძველი რომაელები გვირჩევდნენ, საეჭვო, ბურუსით მოცული დანაშაულის გამოძიებამარტივი კითხვით დავიწყოთ: «ვისთვისაა მომგებიანი?».