„უკრაინის ომი არის გეოპოლიტიკური დაპირისპირება კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის, შესაბამისად, დასავლეთი დაინტერესებულია ანაკონდას მარყუჟის აალებით და ამ მარყუჟში საქართველოც მოიაზრება“

 „უკრაინის ომი არის გეოპოლიტიკური დაპირისპირება კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის, შესაბამისად, დასავლეთი დაინტერესებულია ანაკონდას მარყუჟის აალებით და ამ მარყუჟში საქართველოც მოიაზრება“

„ჯერჯერობით ეს არის პროქსი ომი, ანუ ომი მოკავშირეების მეშვეობით, საქართველო დასავლეთის მოკავშირეა. ამიტომ დასავლეთი მოითხოვს საქართველოსგან შეუქმნას პრობლემები რუსეთს მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოსთვის. ეს არის მთელი თამაში. საქართველოში არსებული ევროგაშმაგებულობაც ამით აიხსნება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმაც ვერ გამოიმეტა უკეთესი სტატუსი ჩვენთვის, გაჩნდა მოსაზრება, რომ გლობალური მოთამაშეები საქართველოსნაირი მოწყვლადი ქვეყნის მდგომარეობით სარგებლობენ. დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოს ათამაშებს რუსეთიც, თავისი იარაღის ჟღარუნით, და ევროპაც, ღია კარის პოლიტიკის შეთავაზებით. ამ ჩამონათვალს ხომ არ უნდა მივუმატოთ ნატოც, რადგან ნატოს მიმართ უსასრულო მოლოდინმა კიდევ უფრო მოწყვლადი გაგვხადა რუსეთის პირისპირ? სხვათა შორის, უკრაინაც უკმაყოფილოა ნატოს უსუსურობით და ზელენსკის პრეტენზიაც ნატოს მიმართ საქართველოს პოზიციას ესადაგება - „უკრაინამ ჯერ არ გადაიხადა საკმარისი?“ იგივე კითხვა რომ დავსვათ, საქართველომ ჯერ არ გადაიხადა საკმარისი?

- გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ის პროპაგანდა, რაც გამიზნულია მესამე ქვეყნების გულუბრყვილო მოსახლეობისთვის, იმ რეალური გეოპოლიტიკური ბრძოლისგან, რომელიც მიმდინარეობს კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის, რომლის გამოკვეთილი მოკავშირეცაა ჩინეთი, ბელარუსი. ასეთ შემთხვევაში, უფრო ნათლად დავინახავთ პროცესებს. ნატოს მადრიდის სამიტი საეტაპო იყო, რომელზეც გამოიკვეთა და მემორანდუმშიც რუსეთი უკვე გამოცხადებულია მოწინააღმდეგედ, როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირი. ეს დოკუმენტალურადაა გაფორმებული, ასევე, ამ დოკუმენტში სიტყვასიტყვით წერია, რომ რუსეთისა და ჩინეთის კავშირი ეწინააღმდეგება ნატოს ღირებულებებს. შესაბამისად, ზოგიერთი პოლიტოლოგის თუ სახელმწიფოს მოლოდინი, რომ ნატოში ბუნებრივად არსებული წინააღმდეგობაა ევროკავშირის ე.წ. კაროლინგურ ბირთვსა და ანგლოსაქსურ კომპონენტს შორის (ანუ ბრიტანეთი, შეერთებული შტატები) არ გამართლდა. ფაქტობრივად, ევროპა მისი ღერძის (გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის) შემადგენლობით მორჩილად მიჰყვება ანგლოსაქსურ კილვატერს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპისთვის ეს ძალიან მძიმე არჩევანია. პირდაპირ ვთქვათ, ეს საფრთხეს უქმნის ევროპის ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ სტაბილურობას. ნატოს სამიტიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ იმის შესახებაც, რომ, ფაქტობრივად, უკრაინის ომი გადაიქცა მესამე მსოფლიო ომის წინა ეტაპად. არაერთგზის მითქვამს, რომ უკრაინული მორევი კაცობრიობას, დიდი ალბათობით, უდიდეს დაპირისპირებაში ჩაითრევდა. სამწუხაროდ, ასე ხდება და არ ჩანს ამის შემაკავებელი ძალა. ვგულისხმობ იმას, რომ ფსონები უკრაინაში გამარჯვებაზე გაზრდილია და ღრმად იჭრება მხარეების შიდა პოლიტიკურ დისკურსში. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში დასავლეთის პოლიტიკა დამარცხდება, დემოკრატიულ პარტიას შეერთებულ შტატებში კრახი ელოდება. მას ისედაც ელოდება მძიმე მარცხი, თუ იმავე მეთოდებს არ გამოიყენებენ, რაც გამოიყენეს წინა არჩევნებზე. თუმცა კრახი უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში, იმ კოლოსალური ხარჯების გათვალისწინებით, რაც აშშ-მ უკრაინისთვის გაიღო, კატასტროფული იქნება, რაც ხელისუფლებიდან მათ იზოლირებას გამოიწვევს დიდი ხნის განმავლობაში. შესაბამისად, დემოკრატიული პარტია და მასთან დაკავშირებული ტრანსნაციონალური კორპორაციები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, რისთვისაც ყველა მათ ხელთ არსებულ ინსტრუმენტს გამოიყენებენ. ამიტომ კოლექტიური დასავლეთის კონსოლიდაცია ამ მიმართულებით გაგრძელდება, რაც შემდგომ მოქმედებებში გამოიხატება: 1) ეს იქნება საინფორმაციო ომის ინტენსიფიკაცია; 2) ეკონომიკური ომის ინტენსიფიკაცია; 3) ყველაზე საშიში, ამ მოქმედებების გადაზრდა ახალ-ახალ კონფლიქტებში, ანუ რუსეთის გარშემო ანაკონდას ცეცხლოვანი მარყუჟის აალება. ანაკონდას მარყუჟში ჩვენც მოვიაზრებით. შესაბამისად, საქართველოში მიმდინარე პროცესები, აგენტურის გააქტიურება სრულიად აბსურდული ლოზუნგებით, რომ რადგან ევროკავშირის მითიური წევრობის კანდიდატად არ მიგვიღეს, ამიტომ უნდა შევქმნათ ტექნიკური მთავრობა, აიხსნება სწორედ ამ გლობალური დაპირისპირებით. ე.წ. ოპოზიციის აქტიურობის უკან არის დიდი ფული და სერიოზული აგენტურული მუშაობა.

ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგაც ასე მოხდა, ე.წ. ხუნტამ ვითომც ტექნიკური მთავრობა შექმნა. ეს ავბედითი „გამოცდილება“ ქართულ ოპოზიციას აქვს.

- ეს არის კლასიკური გეგმა, აკერმანის გეგმა, ამას არავინ მალავს. რაც მთავარია, პოლიტიკურ კულუარებში ეს ზეწოლა სრულიად აშკარად მიმდინარეობს. თვითონ ზეწოლის ცინიზმი ისაა, რომ ზეწოლის ობიექტებს, ამ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას, უფლებას არ აძლევენ, სიმართლე თქვან, თუ რაშია საქმე. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ შემდგომში აღარ აიღონ პასუხისმგებლობა მომხდარზე და ყველაფერი დააბრალონ საქართველოს მთავრობას, თითქოს ეს მათი ინიციატივით მოხდა. სააკაშვილის პერიოდშიც ასე იყო, ვითომ სააკაშვილი გაგიჟდა და იმიტომ დაიწყო ომი ცხინვალის რეგიონში. შემდგომში მას ვითომც „ურჩევდნენ“, ეს ნაბიჯი არ გადაედგა. ასეთივე სიტუაციაა დღესაც.

თქვენ ამბობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას სიმართლის თქმის საშუალებას არ აძლევენ. ირაკლი ღარიბაშვილი მართლაც აპირებდა ყველაფრის გამოაშკარავებას, თუკი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებდნენ, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა. ამჯერად უმრავლესობიდან გასული სამი დეპუტატი ხომ არ აიღებს ამ მისიას საკუთარ თავზე და აუხსნის მოსახლეობას, რა თამაშებიც მიმდინარეობს გლობალური მასშტაბით?

- რეალურად, მიმდინარეობს სრულიად კონკრეტული დიქტატი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ უნდა შეუქმნას პრობლემები რუსეთს ყოველგვარი გარანტიების გარეშე, მიუხედავად იმისა, რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოსთვის. ეს არის მთელი თამაში. ცხადია, ამ სამმა ადამიანმა (სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ) ძალიან კარგად იცის სიმართლე, თვითმკვლელობა არავის უნდა. უსირცხვილობა და ქვეყნის მტრობა ისაა, რომ ამ ოპოზიციამაც ძალიან კარგად იცის, რაშია საქმე, მაგრამ ამას ასაღებენ, ვითომ ეს რუსული ნარატივია. სინამდვილეში, ეს არის გეოპოლიტიკური ომი და ამ ომში ჩვენმა ქვეყანამ, რომლის კონსტიტუციაშიც წერია, რომ ჩვენ ვისწრაფვით ნატოსა და ევროკავშირისკენ, მათი გაგებით, უნდა შეასრულოს „თავისი როლი“. მათი აზრით, ეს როლი არის რუსეთისთვის სამხედრო პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების შექმნა, რისთვისაც დაიწყო ეს ბრძოლა. ჯერჯერობით ეს არის პროქსი ომი, ანუ ომი მოკავშირეების მეშვეობით, ეს ომი მიმდინარეობს რუსეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე, ამ ომის კერების გაჩენისთვის მიმდინარეობს პოლიტიკური ზეწოლა, რისთვისაც ყველა ბერკეტს იყენებენ. ეს არა მარტო ჩვენთან ხდება, იგივეა ლიტვის, მოლდოვის, შუა აზიის ქვეყნების, ავღანეთის მიმართ, უკრაინაზე აღარ ვსაუბრობ. ასევე, მიმდინარეობს პროცესები რუსეთის ჩრდილოეთით, ნატოში შეჰყავთ შვედეთი და ფინეთი. ნატოს მისწრაფება გაფართოებისაკენ ერდოღანმა გამოიყენა ქურთების საკითხის გადასაწყვეტად. ფაქტობრივად, ისეთ მემორანდუმზე მოუწერეს ხელი ერდოღანს, რომ ეს ყველაფრის დარღვევაა, რაც კი შეიძლებოდა დარღვეულიყო. მზად არიან, თურქეთს გადასცენ ქურთი ლტოლვილები, რომლებსაც დევნილის სტატუსი აქვთ, ოღონდ თურქეთს დაუდეს პირობა, რომ ვალდებულებას აიღებს თავის ციხეებში მდგომარეობის გამოსასწორებლად. ეს ხომ ცინიზმია. ასეთ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა თურმე მოგვჩვენებია. ამ ნარატივს ავრცელებს ნეოლიბერალური იმპერიალიზმის მეხუთე კოლონა - არასამთავრობო სექტორი, ე.წ. ოპოზიცია და მათი მედია. ამ ტრიადის მავნებლობა უკვე ჩვენს არსებობას უქმნის საფრთხეს.

trampi რუსებმა დონეცკის ქალაქები დაბომბეს, დაიღუპა ოჯახი 12 წლის ბავშვთან ერთად

ნახეთ ნახეთ რამხელა ტყუილებს წერენ------------------დონეცკში რუსები არიან ---თავიაანთი თავი დაიბომბეეს ??
ვინც ქაჯია დაიჯერებს...
და სუ ესეთი ტყუილები მოდის კოლექტიური დასავლეთისგან....
რუსებს ტყვიები არა ააქვთ ჩინელებისგან სესხულობენო.,...
..ჰო, ჰო... მაგის იმედი ჰქონდეთ ამ ლიბერალ--ფანდარასტებს..........................რუსს და თოფ ზარბაზანი გამოელიოოს?? რუსს აბა მეტი რა უკეთებია ??
მოვა დრო და ყველაფერი გაირკვევა
1 წლის უკან
1 წლის უკან
ლაზი ძალიან საინტერესო ანალიზია. ე.ი. დასავლეთი მობილიზებულია, არა უბრალოდ, უკრაინის დასაცავად, რუსეთის წინააღმდეგ, არამედ, მის დასაჩოქელად, რადგან მისი რესურსების გარეშე მსოფლიო ეკონომიკა ვეღარ ვითარდება. ამ რესურსებს რუსეთი პოლიტიკურად იყენებს, გაყიდვა კი ეკონომიკურად აძლიერებს. გამოდის, რომ მიმდინარეობს ბრძოლა ამ რესურსებზე სხვაგვარი წვდომისათვის. ძალიან სახიფათო თამაში ყოფილა დაწყებული. ამ ანაკონდას მარყუჟში ჩვენი როლი, სამწუხაროდ, კარგს არაფერს გვიქადის. ღმერთო დაგვიფარე.
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ველური დასავლეთი თავისი ბოროტების აპოთეოზშია, ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად! ბირთვული იარაღი საწყობში შეინახა, ახლა მხოლოდ 3 რამეს ეყრდნობა - 1. სიხარბე, ხარბობა ადმიანისა, რუდიმენტი. 2. სიტყვები თავისუფლება და დემოკრატია, რომელთაც სრულიად ახალი მტარვლური, მკვლელი შინაარსი შეიძინეს 3. ბრეტტონ-ვუდსის უკვე ძალიან დიდი ხანია მათ მიერვე შინაარსობრივად გაუქმებულ ხელშეკრულება და მის აღმასრულებელ ფერდერალურ სარეზერვო სისტემას ანუ ფულის (დოლარის) საჭრელ მანქანას!
1 წლის უკან
dimpi Aburjga Tasmanieli
ტეხავს რომ უკრაინა თავისთავს საზარბაზნე ხორცად აყენებიებს დასავლეთს, ზემოთ რომ ვიდეოა ეგ აზაროვია, უკრაინის ყოფილი პრემიერი რომლის დროსაც დაემსგავსა უკრაინა სახელმწიფოს და რომლის დროსაც ხდებოდა უკრაინულ-ეროვნული ინტერესების გატარება...
აქაც პიველი დარტყმა ეროვნულ ძალებს მიაყენეს
1 წლის უკან
dimpi პ.ს.
საკვირველი ისაა თუ როგორ შეძლო აზაროვმა მაშინდელი მარაზმამისგან და მარაზმატიკებისგან რაც იმ დროს უკრაინის პოლიტიკაში და პოლიტიკოსებში ბბობოქრობდა სუ8ფთად გამოსვლა - ხანში შესულია და ალბათ გამოცდილებამ უშველა
1 წლის უკან