„ამ სცენარში ოპოზიცია აქტიურად იყო ჩართული, ე.წ. არასამთავრობოებთან და ჟურნალისტებთან ერთად, რომლებიც პირდაპირ ფეისბუკზე წერდნენ, „ომი მინდა“

„ამ სცენარში ოპოზიცია აქტიურად იყო ჩართული, ე.წ. არასამთავრობოებთან და ჟურნალისტებთან ერთად, რომლებიც პირდაპირ ფეისბუკზე წერდნენ, „ომი მინდა“

ოპოზიციას თავსატეხი გაუჩნდა, რისთვის გამოიყენებს „ქართული ოცნება“ სამ რჩეულ დეპუტატს, რომლებმაც „ქართული ოცნებიდან“ გასვლა სპონტანურად გადაწყვიტეს. გახდებიან ისინი მმართველი გუნდის სამი მუშკეტერი, თუ არავის გამოაყენებინებენ თავს, ნელ- ნელა „ქართულ ოცნებას“ ჩამოშორდებიან და ორი პრეზიდენტის მსგავსად დამოუკიდებელ თამაშს წამოიწყებენ?!

„ოცნებას“ მიწა ეცლება ფეხქვეშ“, - ასეთნაირად ეხმაურება სამეულის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებას პაატა ბურჭულაძე.

რომან გოცირიძე ამ ადამიანებს „საოჯახო ტროიკად“ მოიხსენიებს და ასკვნის, რომ კარგი იქნებოდა, ისინი მართლაც განდგომოდნენ მმართველ გუნდს. „ოცნებიდან“ სამი ადამიანის წასვლას „უნიკალურად“ აფასებს დეპუტატი იაგო ხვიჩია პარტიიდან წამოსვლებს შორის, რაც აქამდე კაცობრიობას გაუკეთებია.

ფაქტია, პარტიაში შეუთანხმებელი საკითხების გამო სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნებასთან“ ერთად პარტიაც და საპარლამენტო თანამდებობებიც დატოვეს. მათ არ მოეწონათ დოზირება ინფორმაციისა, რაც საზოგადოებას მიეწოდება (მათ შორის, ევროპარლამენტის რეზოლუციის შინაარსთან დაკავშირებით), ამიტომ საზოგადოების სრული ინფორმირება „ოცნებიდან“ გამიჯვნით გადაწყვიტეს, შეინარჩუნეს რა პარლამენტში დეპუტატის მანდატები.

ჯერჯერობით სამი დეპუტატი ცდილობს „ქართული ოცნების“ იმიჯი ყოველნაირად დაიცვას. ისინი ბევრად უფრო თამამ განცხადებებს აკეთებენ, ვიდრე „ოცნებაში“ ყოფნისას. მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაზე საუბრობს, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩათრევაა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი კი პირდაპირ შემოგდებული თემაა „ოცნების“ წინააღმდეგ.

სოზარ სუბარიც მეტად გულახდილია, ის მიიჩნევს, რომ სალომე სამადაშვილს და ეკა ხერხეულიძეს კი არ აქვთ გავლენა ევროპარლამენტის რეზოლუციის ხელმომწერ 308 დეპუტატზე, არამედ, პირიქით, მათ შეკვეთებს ასრულებენ.

ოპოზიციამ პარალელურად დაიწყო საუბარი სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის ანტიევროპულობაზე. მათი აზრით, ხელისუფლებამ „3 რჩეულ ქოცს“ დასავლეთის მხილება დაავალა, რათა თავად საერთაშორისო ზიანი არ მიიღოს.

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არ იზიარებს შეთქმულების თეორიას, თითქოს სამ დეპუტატს „ქართული ოცნება“ გამოიყენებს. მისი აზრით, როდესაც პოლიტიკოსებს განსხვავებული პოზიციები აქვთ, ან ხედავენ გარკვეულ საფრთხეებს იმ კუთხით, რომ უფრო ხმამაღლა საუბარია საჭირო კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით, შეიძლება გადაწყვიტონ სრულიად სხვა პოზიციიდან საკუთარი აზრის გამოხატვა. ერთია, როცა საუბრობს დამოუკიდებელი დეპუტატი, ხოლო მეორეა, როცა უმრავლესობის, ან მთავრობის წარმომადგენელი საუბრობს. რაც მთავარია, ამირან სალუქვაძის აზრით, დღეს უკვე ციფრული სამყაროა, ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომია, ინტერნეტი ინახავს ყველა გამოსვლასა და განცხადებას, მათ შორის, იმასაც, რომ სერიოზულად დაორგანიზებული კამპანია მართლაც წარმოებდა საქართველოს კონფლიქტში ჩასათრევად.

„მე მგონი, ყველამ დაინახა ეს კამპანია, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ალბათ, ამ თემის ირგვლივ იყო აზრთა სხვაობა მმართველ პარტიაში. ამ დეპუტატების ისე დაკნინება, რომ თურმე „ოცნება“ მათ გამოიყენებს, კორექტულად არ მიმაჩნია. ახლოს ვიცნობ სოზარ სუბარს, მიხეილ ყაველაშვილს, გამარჯობის დონეზე - დიმიტრი ხუნდაძეს, არც ისე მარტივად ხელწამოსაკრავი ადამიანები არიან, რომ მარიონეტებივით გამოიყენონ და უთხრან, შენ ახლა დატოვე თანამდებობა და გარედან ილაპარაკე, რასაც დაგავალებ. ეს ბავშვური თამაშივითაა, ნებისმიერმა ადამიანმა წარმოიდგინოს საკუთარი თავი, შეასრულებს ასეთ დავალებას?! ალბათ - არა. რატომ გგონიათ, რომ თუნდაც სოზარ სუბარს, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს ათეული წლების განმავლობაში, არ შეუძლია, მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება?!“ - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

ანალიტიკოსი იხსენებს, რომ ჩვენ გვინახავს „ქართული ოცნებიდან“ მანამდე გასული დეპუტატებიც, 90 დეპუტატიდან ამ მოწვევის პარლამენტს საპარლამენტო უმრავლესობაში 81 დეპუტატი დარჩა, ამდენად, შეთქმულების თეორია ოპოზიციამ უნდა მოიძიოს იმ მიმართულებით, რაზედაც სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე საუბრობენ. იგულისხმება ის სცენარები, რაც მზადდებოდა საქართველოში. ამ სცენარებში კი ოპოზიცია აქტიურად იყო ჩართული, ასევე, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, ე.წ. ჟურნალისტები, რომლებიც პირდაპირ ფეისბუკზე წერდნენ, „ომი მინდა“.

„ეს ყველაფერი წაკითხული გვაქვს, ამას ემატება კიდევ მათი მოკავშირეები გარედან, გარკვეული ევროდეპუტატები და უკრაინაში „ნაცმოძრაობის“ ფლანგი. ჩვენ ვნახეთ ნიღბიანების ვიდეოები, ვიხილეთ განცხადებები, რომ თქვენ ახლა კარგად ხართ მომზადებული იმისთვის, შედით, გაისეირნეთ ოკუპირებული ტერიტორიებზე. წესით, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორების მხრიდან საპასუხო განცხადებები უნდა გაკეთებულიყო“, - მიიჩნევს ამირან სალუქვაძე და ფიქრობს, თუ ვინმეს უნდა, სამი დეპუტატის გასვლაში „ოცნების“ ხელი დაინახოს, კი ბატონო, მაშინ ჩათვალონ, რომ ჭკვიანად მოქმედებს „ოცნება“ და თავს არიდებს, რომ დარტყმები სამთავრობო გუნდმა არ მიიღოს. თუმცა ეს ცალკეული ადამიანების, პოლიტიკური ჯგუფის მოსაზრებებია.

რეალურად, ვხედავთ იმას, რომ სამმა ადამიანმა უარი თქვა საკმაოდ სერიოზულ პოსტებზე, სამივე იყო კომიტეტის თავმჯდომარე, შესაბამისი პრივილეგიებით, ეს მინისტრის ტოლფასი თანამდებობებია, კომიტეტის თავმჯდომარე სტატუსით უტოლდება მინისტრს. ასე რომ, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის გასვლა რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება იყოს, მაშინ რომელიმე რიგით დეპუტატს დაატოვებინებდნენ თანამდებობას, რაღა სამი კომიტეტის თავმჯდომარეებს გაწირავდნენ?!

ანალიტიკოსის შეფასებით, ოპოზიციის მედიებმა და ენჯეოებმა სახელმწიფო უსაფრთხოებაზე უნდა იფიქრონ, დამთავრდება ომი და ამის შემდეგ გააგრძელონ ხელისუფლებისთვის ბრძოლა. ამირან სალუქვაძის აზრით, ცხადია, ქვეყანაში უნდა იყოს ოპოზიცია, რომელიც იბრძვის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, მაგრამ დაბრუნების გზები უნდა იყოს ისეთი, რაც მისაღები იქნება საზოგადოებისთვის და არა რადიკალური ოპოზიციისთვის. ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის მარგინალიზაცია, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა ეს ოპოზიცია.

Aburjga Tasmanieli ვეთანხმები ბატონ ამირანს! მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანი დეპუტატი იყო სახელისუფლებო, მმართველი გუნდიდან არავითარ საფუძველს არ გვაძლევს მათი განზრახვის გულწრფელობაში, მათ სამშობლოს სიყვარულის უფრო აქტიური მსახურების სურვილში ეჭვი შევიტანოთ და ამით განვაქიქოთ მართლაც მოსაწონი საქციელი. კარგი იქნება თუ ეს დეპუტატები უფრო თანმიმდევრულნი იქნებია და არ დასჯერდებიან მტარვალი, კოლონიზატორი დასავლეთის მხოლოდ მხილებას, არამედ მოიკრებენ გამბედაობას და დაგმობენ ქართველთა ნაწილში ღამურას სინდრომს და ე.წ. სწრაფვას ევროპული ღირებულებებისაკენ, ევროპისაკენ!
1 წლის უკან
trampi უუუუუფ დავენაცვლე კოლუმბს
მე ის ძალ;იან მიყვარს
მიყვარს და ძალააა
ბიჯოს!!
1 წლის უკან