„ალბათ, დაიწყება ახალი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოწვეულია ევროკავშირის მხრიდანაც, რომელმაც საქართველოს არ მისცა კანდიდატის სტატუსი“

„ალბათ, დაიწყება ახალი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოწვეულია ევროკავშირის მხრიდანაც, რომელმაც საქართველოს არ მისცა კანდიდატის სტატუსი“

„ჯობდა პრემიერ-მინისტრს ემსჯელა იმაზე, როგორ აპირებს იმ 12 პრობლემატური საკითხების მოგვარებას, რომელიც ევროკომისიამ წარმოგვიდგინა“, - ასე შეაფასა ანალიტიკოსმა, ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან ინტერვიუში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 22 ივნისს პარლამენტში გამოსვლა.

რა გზავნილები მივიღეთ პრემიერ-მინისტრისგან და რეალურად, როგორ ფიქრობთ, რაზე უნდა ესაუბრა ირაკლი ღარიბაშვილს საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან?

- გასაგებია პრემიერ-მინისტრის რიტორიკა „ნაცმოძრაობის“ მიმართ, მაგრამ ამას ჯობდა ემსჯელა იმაზე, როგორ აპირებს იმ 12 პრობლემატური საკითხების მოგვარებას, თუნდაც ამ პრობლემების მოგვარების გზების დაწყებას, რომელიც ევროკომისიამ წარმოგვიდგინა. გასაგებია, წარდგა წლიური ანგარიშით, მაგრამ გეოპოლიტიკურად ახლა ქვეყანაში არის ფორსმაჟორული სიტუაცია.

ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, საქართველოში პოლარიზაციის დასრულება. თუმცა, ორი დღის წინ პარლამენტში სრულიად საპირისპირო სურათი ვნახეთ: ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ერთმანეთს ბრალდებებს უყენებდნენ. ამის ფონზე, თქვენ პირადად, როგორ წარმოგიდგენიათ ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება?

- დანარჩენ 11 პრობლემასთან შედარებით, რაც ევროკომისიის მიერ არის წარმოდგენილი, პოლარიზაცია ყველაზე იოლად გადასალახია, თუ მმართველ ძალას აქვს პოლიტიკური ნება და მზაობა.

რაც შეეხება დანარჩენ პუნქტებს, წლის ბოლომდე რამდენად არის შესაძლებელი ამ მოთხოვნების შესრულება?

- დანარჩენი პუნქტები არის მთავარი და მნიშვნელოვანი, როგორ მოახერხებენ ამის მოგვარებას: ანტიკორუფციული მიმართულება ჩვენთან აბსოლუტურად ჩავარდნილია და ვფიქრობ, საერთოდ პულსიც არ ესინჯება. ასევე, ორგანიზაციულმა დანაშაულმა რომ ფრთები გაშალა, ესეც ფაქტია. ევროკავშირმა ეს იმიტომ კი არ დააფიქსირა, რომ მხოლოდ საქართველოს პრობლემაა, საქართველოს პრობლემიდან უკვე გადავიდა ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში. ამ საკითხთან დაკავშირებითაც პრემიერისგან პასუხი ნამდვილად ვერ მოვისმინე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გასაგებია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპის კავშირის სამიტი.

ვინც ხელისუფლებაშია, იმან თუ არ გამოავლინა პოლიტიკური ნება და მზაობა, არაფერი შეიცვლება. აქ არის მთავარი, ვინ არის მმართველი ძალა და ვის აქვს პოლიტიკურად მართვის ბერკეტები. რისი მოსმენაც მინდოდა 22 ივნისს, პრემიერ-მინისტრის გამოსვლისას, ვერ მოვისმინე, ნაწილობრივ პასუხი გაცემული იყო, თუმცა, ნაწილობრივ ნამდვილად არ შეადგენს იმ თემატიკის საკითხებს, რომელიც სწრაფად უნდა ყოფილიყო გადაჭრილი.

როგორ ფიქრობთ, ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება უსამართლობის განცდას ხომ არ აჩენს მოსახლეობაში და რამდენად შეიძლება ამან იმოქმედოს იმ კუთხით, რომ ქვეყანაში დასავლური განწყობები შემცირდეს?

- რა თქმა უნდა, უსამართლობის შეგრძნებას ტოვებს, მაგრამ ზოგად კონტექსტში რომ ვისაუბროთ, უფრო მეტად იმ მიმართულებას ავითარებს, რომ ევროპული არჩევანის მოთხოვნით უფრო ორგანიზებულად შეიკრიბოს ხალხი და ხელისუფლებას მოსთხოვოს, შესაბამისად შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები. ის რაოდენობა, 100 ათასზე მეტი ადამიანი ნამდვილად არ შეკრებილა ანტიევროპული სენტიმენტებით. აქ უკვე სხვა მოთხოვნებია დაფიქსირებული. 

ანტისკეპტიკოსების რაოდენობაც არსებობს ქვეყანაში, მაგრამ ამ ჯგუფებმა თავიანთი მოსაზრების დაფიქსირება და გამოსვლა ვერც კი გაბედეს, თუნდაც „ალტ-ინფოს“ შემადგენლობა, რომელიც კონტრაქციის ჩატარებას აპირებდა, მათი წარმომადგენლები ჰორიზონტზეც არ ჩანდა.

24 ივნისს მორიგი შეკრებაა დაანონსებული. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს. პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით? ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას ელოდებით თქვენ პირადად?

- ცოტა მიჭირს იმის თქმა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ხვალინდელ აქციაზე. ალბათ, დაიწყება ახალი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არ ვიცი სადამდე მივა. ეს, რა თქმა უნდა, გამოწვეულია ევროკავშირის მხრიდანაც, რომელმაც ელემენტარულად, საქართველოს არ მისცა კანდიდატის სტატუსი, რაც გამოიწვევს პირდაპირ კორელაციას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე. 20 ივნისის ფართომასშტაბიანმა მანიფესტაციამ ეს ცალსახად აჩვენა. მე ნამდვილად არ მსურს საქართველოში განვითარდეს მოლდავური სცენარი. 

იმედია, რომ ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, რომ მხარეები კონსენსუსს მიაღწევენ და ამით გამოინახება საერთო შეხების წერტილები, რომელიც შექმნის 6 თვის განმავლობაში საშინაო დავალების კარგ მაგალითს.

და მაინც, არჩევნების თუ რევოლუციით გზით, რამდენად ხედავთ იმის პერსპექტივას, რომ მომავალ 6 თვეში ხელისუფლება შეიცვალოს?

- საქართველოში უკვე ნებისმიერი სცენარი შეიძლება განვითარდეს. როდესაც გამოდის 100 ათასზე მეტი ადამიანი, რომელსაც პროტესტის გრძნობა გააჩნია, აქ უკვე კითხვები ისმება და სხვა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს სცენარი, თუ ხელისუფლებამ არ გამოიტანა დასკვნები ამ არასასიამოვნო მოვლენიდან. ამდენი ადამიანის გამოსვლა შეიძლება საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ და ამიტომ შეიძლება ბევრი სცენარით განვითარდეს მოვლენები. 

 

trampi ეს ესეთი დათქმა რომ................. აი ცოტაცა, ცოტაცა და თქვენც მიგიღებთ კომკავშირშიო---- საქართველოსთვის ძალიან ძალიან ცუდია!!!!.....
ჩვენი უტვინო ხელისუფლება უფრო მეტი სულისკვეთებით, უფრო მეტი მონდომებით და უფრო მეტი ოსტატობით გაააგრძელებს იმათ დაკრულზე ცეკვას ----------აი, აი იმათ დავალებებს ყველაფერს რომ კარგად შევასრულებთ, ჩვენც მიგვიღებენ ევროპაშიო. კამფეტის მოლოდინში ესენი უფრო მეტ სირობებს ჩაიდენენ, უფრო მეტი ენერგიით მისცემენ დასავლეთს
სამი სქესიო თუ ოთხი დედა---მამაო შეიძლება მართლა დაგვინერგონ ისედაც განადგურებულ სკოლებში
ისე კი ეხლა რომ არ მოგვცეს თავიაანთი პარტბილეტი ეგ ძალიან კარგია..ამჯერად გადავრჩით..... მომავალში კიდევ რა იქნება კაცმა არ იცის შეიძლებვა კიდევ მანამ ჩვენ ასე ვთქოთ ,,საიმათო ჭკვაზე მოვალთ,, მანამდე ეს ევროპა ისე დაიშალოს რომ დედა შვილს ვეღარ სცნობდეს--ისეთი ლებედ რაკ და შუკა აააქვთ ატეხილი....................................და წესით რუსეთიც ზედ უნდა მიჰყვეთ
მოკლედ ისევ ღმერთის იმედი მაქვს, წესით და ლოგიკით ამ ფანდარსტობებს უნდა გადავრჩეთ.....
10 საათის უკან
trampiლევან ჭოტორლიშვილი: 30 წელიწადი გატყუებდნენ იმიტომ რომ გიყენებდნენ, როგორც კი ომზე უარი თქვი გითხრეს სიმართლე

ეს ომი უბრალოდ მიზეზი გაუხდათ, თორე სინამდვილეში მაინც უარს გვეტყოდნენ
ბოლო ბოლო ,,კაცურ,, მიზეზს თუ ვერ გვიპოვნიდნენ , მერე გვეტყოდნენ --- რატო ქუდი არ გახურიათო...


ისე კი ხალხო---------------------- რუსისს ტრაკიდან იმიტომ გავმოვძვერით რომ ამათ ტრაკში შევმძვრალიყავიით??
რათა?? მართლა დამოუკიდებლები რომ ვიყოთ და არავის ტრაკში არ შევძვრეთ, არ შეიძლებაააა???ამდენი ჯახირ ჯახირი იმიტომ გამოვიარეთ რომ რუსების მერე, ფრანგული დუხის სუნისთვის , ეხლა ევროპის ტრაკში ვდურთოთ თავიიი?/
ისე კი ძალიანაც კაი რომ არ მიგვიღეს........................................პირდაპირ ააააააააააააააააღღღღღღღღღღრრრფრთოვანებული ვარ
ეხლა ფანდარასტების ცემის უფლება გვაქვს ----ევროპაში მიღებით ვეღარ დაგვამუნათებენ.....
მოკლედ მალადეც და დიდი მადლობა........ კანდელაკებს, სამადაშვილებს, ქუთელიებს და ყველა ჩათლახ ნაცს-----საქრთველოში ევრო რემონტი რომ არ ჩააატარებინეს.... წარმოიდგინეთ ჯერ მაგ სიფანდი ევრო ევრო და ნატო ნატოს ძახილით რა დედას გვტირობდნენ და ევრორემონტი რო ჩაეტარებინათ, მერე რაღას გვიზამდნენ??
მოკლედ მაღარიჩი, მაღარიჩი გვეკუთვნის
ხალხნოოო................. მაგათი სულიერი და სისხლისმიერი შვილები ნაცები არიან, ნაცები......ისევ ისინი უნდა გვტირობდნენ დედას, ისევ მიშასეული
დემოკრატია უნდათ მაგათ საქართველოში და იმიტომაც ცდილობებ თუნდაც არეულობით, ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნებას.../.იმიტომაც უჩხიკინებენ ამ დებილებს, იმიტომაც არ მოსწონთ ამათი არაფერი...იქნებ როგორმე გადააგდონ ეს ხელისუფლება, რომ ნაცები მოიყვანონ
პლიუს ატკაცებს დაიბრუნებენ

ლევან ნიკოლეიშვილი:

სავარაუდოდ, ერთ-ერთ ბერკეტად და ზეწოლის მექანიზმად, კანდიდატობის თემის სახით, ამერიკელებმა და ევროპელებმაც ერთგვარი ნაკვერჩხალი შეინახეს, რომლის გახურებასაც ყოველ 6 თვეში ერთხელ ეცდებიან

ანუ ამ ხელისუფლების ნაცებით შესაცვლელად....ხოოო??


ესე იგი ნაკვერჩხალს ინახავენ რომ შიგა და შიგ საქმე სათავისოდ აგვირიონო
ე. იგი ეგენი ვინ გამოდიან ჩვენთვის-------- მეგობრები თუ მტრები?
თუ შიგა და შიგ თუ ჩვენი არევა უნდათ ეგენი მეგობრები როგორ გამოდიან ?
მტრები არიან მტრები, რუსზე უარესები........
ჭირს მოგცემ, ჭირს დაგავიწყებო..........ზუსტად ისეა
9 საათის უკან
dimpi"ისე კი ხალხო---------------------- რუსისს ტრაკიდან იმიტომ გავმოვძვერით რომ ამათ ტრაკში შევმძვრალიყავიით??"

ამირეჯიბის თუთაშხიაში რომაა, დათა რო შეწუხდება არქიფოს მრევლის საცოდაობით და მიაძახებს: "ხალხო რას გევხართო, რაც დაგამსგავსათ არიფომ და თაბაქარმაო"
ე ისე არ მოგივიდეს შენც და არ გადაგიარონ არქიფოს ტყუპის ცალმა მრევლმა, თვარა მერე მოგიწევს ამათ უფასო დემონკრატიულ კლინიკაში ფულების ხდა
პასუხი 8 საათის უკან
dimpiისე კი სერიოზულად, მას მედიის და სადეამსჯელო რაზმების ხელში მოგდებით რასაც უნდა იმას უშვებიან ხალხს უკრაინაში, როგორც აქ ჩაყარეს ციხეში ნაცებმა ხალხი ისეა იქაც ვისაც რამე პროტესტი უნდოდა სუყველა ან მოკლეს და ან ციხეში ყავთ გამომწყვდეული
პასუხი 8 საათის უკან
ლაზინაღდად არ მშურს უკრაინის. ევროპაში ტერიტორიულად კი არიან, მაგრამ ევროპულობამდე კანდიდატობა ვერ მიიყვანთ. თანაც მაგ კანდიდატობას თან გადაატანენ, ომი რომ დამთავრდება მერე. მოლდოვა ხომ საერთოდ გაუგებრობაა. სნგ-ს წევრი კი არის მარა, ჩვენიაო.
1 წლის უკან
Maverick უკაცრავად, მე პირველად წავიკითხე, რომ 100ათასზე მეტი ადამიანი მოვიდა 20 ივნისის შეკრებაზე.

ეს ძალიან ცუდი ნიშანი არის, ოცნება დაკარგავს ხალხის მხარდაჭერას და მოქკავშირივით გაქრება პოლიტიკური ასპარეზიდან.

ოცნებავ, ვიდრე ამომრჩეველის ნდობას დაკარგავდეთ დროა იფიქროთ მესამე პოპლიტიკური ძალის პოლიტიკურ ველზე შემოსვლის ხელისშეწყობისათვის (არა ხელისშეშლისთვის), რომ გაგიჩნდეთ შესაძლებლობა შექმნათ კოალიციური მთავრობა, პარლამენტში კი თანამდგომები!

სასურველია დაიჯეროთ, ხალხს იმდენად ამწარებთ ხაზარაძე-ვაშაძე-შალიკო-TAKKO- ბოკერიას შეახრამუნებინებს თქვენ თავს!
1 წლის უკან