სადიო მანე:

სადიო მანე: "როდესაც "ბაიერნის" ინტერესის შესახებ გავიგე, თავი ეგრევე მათ ფორმაში წარმოვიდგინე"

"ლივერპულის" ყოფილმა შემტევმა სადიო მანემ, რომელიც მალე ოფიციალურად შეუერთდება მიუნხენის "ბაიერნს", ტრანსფერის გადაწყვეტის დეტალებზე კომენტარი გააკეთა. სენეგალელმმა ფეხბურთელმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ გერმანული გრანდის გარდა მოლაპარაკებები არცერთ სხვა კლუბთან არ ჰქონია.

"როდესაც აგენტებმა მითხრეს "ბაიერნის" ინტერესის შესახებ, ძალიან ავღელდი. მაშინვე წარმოვიდგინე ჩემი თავი მათ მაისურში. ეს ის დრო და კლუბია, სადაც თამაში მჭირდება.

"ბაიერნის" გარდა არცერთ კლუბთან არ მქონია მოლაპარაკება. სურვილი ეგრევე გამიჩნდა, რომ ამ კლუბში მეთამაშა“, - ციტირებს მანეს სიტყვებს ფაბრიციო რომანო.

გასულ სეზონი სადიო მანემ "ლივერპულში" გაატარა. სენეგალელმა 51 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. მომდევნო სეზონიდან კი ის "ბაიერნის" ღირსებას დაიცავს.