რას ნიშნავს

რას ნიშნავს "დეოლიგარქიზაცია"?!

"ვინმეს შეუძლია გასაგებად ახსნას, რას გულისხმობს ეს ტერმინი, რასაც ევროკომისიის რეკომენდაციებში ვხვდებით - "დეოლიგარქიზაცია"?! რა უნდა გავაკეთოთ, ნუთუ ის, რასაც სააკაშვილი მოგვიწოდებდა - მიუვარდეთ ბიძინას, რომელსც თურმე სასახლის სარდაფში 800 მილიონი ევრო აქვს, გამოვათრიოთ იქიდან,  წავართვათ ყველაფერი, მერე კი დავსჯოთ, დავსაჯოთ სასტიკად და შეუბრალებლად?! თუ ამას, ე.ი. წრეგადასულ ბარბაროსობას, რისკენაც ნაცები მოგვიწოდებენ,  არა ნიშნავს, მაშ რა შინაარსი აქვს, როგორ უნდა შევასრულოთ ეს ე.წ. რეკომენდაცია?! 

ბიძინას ხომ ვერ გავაქრობთ თავისი მილიარდებითა და რაც მთავარია, იმ უზარმაზარი სოციალური კპიტალით, რის გამოც იგი პოლიტიკაში ყოველგვარი ფორმალური თუ არაფორმალური მონაწილეობის გარეშეც ყველაზე გავლენიანი ადამიანი უთუოდაა საქართველოში? იყენებს თუ არა იგი ამ გავლენას, მნიშვნელობა არა აქვს - ეს გავლენა არ მცირდება და რასაკვირველია, ბევრად აღემატება ნებისმიერი პარტიისა თუ ვინც გინდა იყვნენ, პიროვნებისა ან მათი ჯგუფების სოციალურ კაპიტალს. დიახ: არ არსებობს არანაირი ფაქტი, რომ ბიძინა ამ გავლენას, რაც მისი გრანდიოზული კაპიტალის (მატერიალურისა და არამატერიალური) პირდაპირი შედეგია, პოლიტიკაში ან რაიმე სხვა სფეროში, საკუთარი სარგებლისათვის კანონის დარღვევით იყენებს. მაგრამ არსებობს აღქმა - რომ იგი ოლიგარქია. ოლიგარქი ნიშნავს მდიდარ მმართველს, რომელიც ამ სიმდიდრით მართავს. ბიძინა არ არის მმართველი, მაგრამ ნებისმიერ მოქალაქეზე განუზომლად მდიდარია და განუზომლად გავლენიანი, ასეთადვე დარჩება და არ არსებობს რაიმე ცივილიზებული წესი, მეთოდი, გზა, რომ მისი გავლენა შემცირდეს, გარდა კონკურენციისა - ე.ი. ასპარეზზე გამოვიდეს ვინმე, ვინც მას გავლენითა და კაპიტალით (მატერიალურითა თუ არამატერიალურით) გაუტოლდება ან დაჯაბნის. მაშ, თუ ამ ცივილიზებულ გზას არა, სხვას რასა ნიშნავს "დეოლიგარქიზაცია"? ეგება "დემოკრატიულ ველურობას", რაც ისტორიულად ევროპაში უჩვეულო არ არის: . 

 ათენის დემოკრატიაში იყო ასეთი "წმინდა დემოკრატიული" ველურობა - სახელად ერქვა "ოსტრაკიზმი". ამ ველურობის შინაარსი, დიახაც, სწორედ  დემოკრატიული უსჯულოება გახლდათ : თუკი ვინმე, ათენის მოქალაქე, უზომო გავლენას მოიპოვებდა, აგორა კენჭს უყრიდა საკითხს ამ გავლენიანი მოქალაქის ათენიდან გაძევების შესახებ. კენჭისყრის შედეგად ეს გავლენიანი მოქალაქე ქონების კონფისკაციით ანდა უამისოდ, თუ კრება ამას გადაწყვეტდა, ვალდებული იყო სიკვდილით დასჯის მუქარით, სასწრაფოდ დაეტოვებინა ათენის ტერიტორია და სამშობლოდან სამუდამოდ გადახვეწილიყო!

ამას, ე.ი. მსგავს დემოკრატიულ ველურობას გვთავაზობს ევროპა?! ოსტრაკიზმს ანდა უარესს, ბიძინას ლინჩის წესით დასჯას, რასაც ნაცები და მათ მიერ ტვინგამოცლილი ბრბო დაჟინებით მოითხოვენ? თუ არადა, თავად იმუქრება ბიძინას სანქციებით დასჯით?

რასაკვირველია, ჩვენ ველურები არა ვართ და მსგავს ბარბაროსულ რეკომენდაციებს, დემოკრატიისთვის მსხვერპლად შესაწირად საჯაროდ დავკლათ ბიძინა,  ყურად ვერ ვიღებთ! არა და არასდროს"!

amo დიდებულია ბ-ნო დავით, როგორც ყოველთვის. ევროპას ბიძინას მსგავსი ოლიგარქი არა ყავს, (ნეტავ თუ ყავდა) არც ეყოლება (ამის საჭიროება არა აქვს). დაბნეული შეუძლებელს ითხოვს და ამით ნაცებს მაგონებს.
1 წლის უკან
amo მაგრამ თუ დაბნეული არაა? მაშინ Tasmanieli (თუ სწორად ვწერ) მართალია.
1 წლის უკან