„რეალის“ პრეზიდენტი ლევანდოვსკის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლის შესახებ

„რეალის“ პრეზიდენტი ლევანდოვსკის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლის შესახებ

„რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, ჟურნალისტებს „ბაიერნის“ შემტევის, რობერტ ლევანდოვსკის „ბარსელონში“ შესაძლო გადასვლის თაობაზე გაუზიარა აზრი.

„ბარსელონას“ სპორტული დირექტორი არ გახლავართ. მან მართლაც შეიძლება ლევანდოვსკი გადაიბიროს. თუმცა პოლონელს „ბაიერნთან“ ჯერ კიდევ კონტრაქტი აკავშირებს.

რობერტი ძალიან კარგი ფეხბურთელია და გამიხარდება თუ „ბარსელონაში“ გადავა, რადგან რაც უფრო ძლიერები არიან „ბარსელონა“ და „რეალი,“ უკეთესია ესპანეთის ჩემპიონატისთვისაც და ზოგადად ყველასთვის.“ - ციტირებს პერესის სიტყვებს Sport.es.