"ბორდო" საფრანგეთის მესამე დივიზიონში დააქვეითეს

„ბორდო“ ჯერ იყო და ლიგა 1-დან 30 წლის შემდეგ პირველად გავარდა, ახლა კი ლიგა 2-დან National 1-ში დააქვეითეს (რანგით მესამე დივიზიონი).

„ბორდომ“ 2021-2022 წლების სეზონი ლიგა 1-ში გაატარა და გავარდა, მაგრამ ამჯერად მესამე დივიზიონში ფინანსური პრობლემების გამო დააქვეითეს. ამრიგად, ჟირონდული გუნდი, რომელსაც ნამდვილად მდიდარი ისტორია აქვს, რამდენიმე კვირიან ინტერვალში ერთბაშად ორი დივიზიონით დაბლა ჩაეშვა.

შეგახსენებთ, რომ „ბორდო“ ერთ დროს ანგარიშგასაწევი ძალა იყო და 2009 წელს საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2009-2010 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც გავიდა.