უკრაინის ომით გადაღლილი დასავლეთი ზელენსკისთან ემისრებს აგზავნის - როგორც ჩანს, უკრაინას რუსეთთან დათმობაზე წასვლას აიძულებენ

უკრაინის ომით გადაღლილი დასავლეთი ზელენსკისთან ემისრებს აგზავნის - როგორც ჩანს, უკრაინას რუსეთთან დათმობაზე წასვლას აიძულებენ

უკარინის ომის დასრულებაზე და მოლაპარაკების აუცილებლობაზე დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა სულ უფრო აქტიურად საუბრობს და, როგორც ჩანს, ამაზე მუშაობა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმერ ზელენსკისთანაც მიდის. ზელენსკიმ გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ZDF-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ უკრაინა მოლაპარაკებისთვის მზად არის მხოლოდ ერთი პირობით - რუსეთმა ომი უნდა შეწყვიტოს. მან ყურადღება ასევე 16 ივნისს კიევში შულცის, მაკრონის და დრაგის ვიზიტზეც გაამახვილა ყურადღება. ზელენსკი ელის, რომ ევროპელი ლიდერების მხრიდან უკრაინისთვის მხარდაჭერა ღიად კიდევ ერთხელ იქნება გამოხატული. თუმცა ამ ლიდერების ვიზიტი საეჭვოდ მიიჩნევა და არაა გამორიცხული, რომ ისინი უკრაინის პრეზიდენტთან კონკრეტული გეგმით ჩადიოდნენ, რათა გარკვეულ დათმობაზე წაიყვანონ.

სიტუაცია კი ფრონტის ხაზზე საკამოდ სავალალოა, რადგან რუსული ძალების შეტევა უკრაინაზე ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გრძელდება. სევეროდონეცკში ისევ ინტენსიური ბრძოლები მიდის. რუსული ძალები შეტევით ოპერაციას ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ახორციელებენ, თუმცა უკრაინული მხარის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მნიშვნელოვანი წარმატების გარეშე, განადგურებულია სევერდონეცკისკენ მიმავალი ყველა ხიდი.

ოკუპანტები ასევე უტევენ ხარკოვის ჩრდილო - აღმოსავლეთს. ბრძოლები მიმდინარეობს ხერსონის მიმართულებით, დასახლება დავიდოვ ბროდის დასაკავებლად. უკრაინელები დასავლეთისგან იარაღის თავის დროზე მიწოდებას ითხოვენ.

9 ივნისს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ ფრონტზე მძიმე მდგომარეობაა და უკრაინას ყოველდღიურად 100-მდე ჯარისკაცი ეღუპება, 500-მდე კი სახიჩრდება.

13 ივნისს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა გამოაქვეყნა უკრაინის გამარჯვებისთვის საჭირო იარაღის სია: 1000 155 მმ-იანი ჰაუბიცა, 300 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 500 ტანკი, 2000 ჯავშანმანქანა და 1000 დრონი.

ამავე დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უცხოელ პარტნიორებს მოუწოდა დააჩქარონ უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდება.

„უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლებელი შეუძლია და მოიგო მნიშვნელოვანი ბრძოლები კიევისთვის, ჩერნიგოვისთვის, სუმისთვის, ხარკოვისთვის - ყველა პროგნოზის საპირისპიროდ. წარმოიდგინეთ, რა შეუძლია უკრაინას საკმარისი იარაღით. მე მოვუწოდებ პარტნიორებს, დაისახონ მკაფიო მიზნად უკრაინის გამარჯვება და დააჩქარონ მძიმე იარაღის მიწოდება“, - წერს ის.

თუმცა ამის პარალელურად, ევროპელი ლიდრეების მხრიდან  საუბარი ისევ მოლაპარაკების აუცილებლობაზე მიდის.

„ჩვენ მაინც მოგვიწევს, ვცადოთ თანაცხოვრება რუსეთთან ამ კონტინენტზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა და დასძინა, რომ ეს თანაცხოვრება ძალიან რთული იქნება იმის გამო, რაც რუსეთმა ჩაიდინა უკრაინაში. თუმცა, დიპლომატი აღნიშნავს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთი არსებობას განაგრძობს. ამიტომ, საჭირო იქნება მკაფიოდ განისაზღვროს, თუ როგორ მოხდება მასთან თანაცხოვრება.

ყოფილი სახელწმიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინის ომთან მიმართებაში გარკვეული დაღლა შეიმჩნევა და ისინი ამ ომის უფორ ადრე დასრულებას ელოდებოდნენ. არადა საბრძოლო მოქმედებები ფაქტობრივად, მესამე ეტაპზე გადადის. ამიტომაც დასავლეთის ზოგიერთი ლიდერის მხრიდან გახშირებულმა საუბარმა მოლაპარაკებასთან დაკავშირებით, უკვე ისეთი სახე მიიღო, რომ არ არის გამორიცხული, ზელენსკიზე ზეწოლა გაძლიერდეს.

„რუსეთს ილუზიები ჰქონდა, რომ ომი მალე დასრულებოდა, ორ კვირაში კიევს აიღებდნენ და ამხელა მსხვერპლი და რესურსი საჭირო არ გახდებოდა. თუმცა პუტინი შეცდა და მასთან ერთად, როგორც აღმოჩნდა - მთელი დასავლეთი, რადგან ეგონათ, რომ კიევი 3 დღეში დანებდებოდა. ამიტომაც დასავლეთში უკვე დაღლა შეიმჩნევა. რუსეთი მიხვდა, რომ შეტევით ომში წინ ვერ მიდის და დიდი დანაკარგი აქვს, ამიტომ ის პოზიციურ ომში გადავა, რომელიც შესაძლოა, დროში ძალიან გაიწელოს. არაა გამორიცხული, წლები გაგრძელდეს - როცა ორივე მხარეს აქვს რესურსი თავი დაიცვას, მაგრამ არ გააჩნია საშუალება, რომ თავდასხმით ბრძოლაზე გადავიდეს. ეს პოზიციური ომი კი ევროპას არ აწყობს.

აგერ, საფრანგეთში უკვე საპარლამენტო არჩევნებია და აშკარად ოპოზიცია, რომელსაც რუსეთის მიმართ სიმპათიები აქვს, საფრანგეთში ბოლო დროს დაწინაურდა. გერმანიაშიც მსგავსი განწყობები იგრძნობა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ხალხი პრორუსულია და ვინმეს რუსეთი უნდა, უბრალოდ, კითხვა ისმება, რატომ გადავყევით უკრაინას? თავად მოსახლეობაში უკვე დაღლა შეიმჩნევა. ამერიკას და ინგლისს, რომელიც კუნძულია და ევროკავშირის წევრიც აღარ არის, სულ სხვა პოზიცია აქვთ, მაგრამ ევროპის ეს დიდი სახელმწიფოები უკვე ამბობენ და კითხვას სვამენ - როდემდე შეიძლება ომი გაგრძელდეს? მათ კარგად იციან, რომ ეს ომი, ადრე თუ გვიან, ევროპას ძალიან ცუდად შეეხება და ამას საკუთარ თავზე იგრძნობენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

ამიტომ ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ არაა გამორიცხული, საფრანგეთი და გერმანია ზელენსკის უკვე ეუბნება, რომ რუსეთს დაელაპარაკოს. მისივე თქმით, რადგან ეს ქვეყნები უკრაინას ეხმარებიან, რა თქმა უნდა, მოთხოვნაც აქვთ, რომ ზელენსკიმ რამე გამოსავალი იპოვოს.

„ევროპის ქვეყნების ნაწილი ფიქრობს, რომ რადგან უკრაინას ეხმარებიან, მათ აქვთ უფლება, რომ ზელენსკის ზომიერი პირობები წაუყენონ - ადგეს და რუსეთს დაელაპარაკოს. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ომი დროში აღარ უნად გაიწელოს, რაღაცა შედეგამდე უნდა გავიდნენ. შედეგი კი ცეცხლის შეწყვეტაა. გამორიცხულია, რუსეთი უკრაინის ტერიტორიას საკუთარი ნებით არ დატოვებს. ამიტომ უკრაინას ან შესაბამისი შეირაღება უნდა ჰქონდეს, ან კიდევ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. თუ რუსეთმა დონბასში ფეხი მოიკიდა და იქიდან ერთი, ორი თვე აღარ დაიძრა, მაშინ ევროპა უკვე უკრაინას მოსთხოვს, რომ დიპლომატიური გზებით ცეცხლი შეწყდეს. სანქციები რუსეთთან ერთად ევროპასაც აზიანებს. ხორბალი თუ უკრაინიდან ვერ გამოვიდა, მაშინ აფრიკაში შიმშილობა დაიწყება. ეს ხალხი კი პირდაპირ ევროპაში წავა. ახალი პრობლემები ჩნდება. ამ რისკებს ევროპელები უკვე ხედავენ და მათი შეშფოთების ძალიან კარგად მესმის. ევროპელები დღეს შეეცდებიან, რომ უკრაინელები დაარწმუნონ, რაღაცა ფორმით მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. აქ საუბარი იქნება იმაზე, რომ სადაც ჯარები დგას, იქ გაჩერდეს. ეს კი უკრაინას, ფაქტია, არ აწყობს. იგივე მოხდება რაც ჩვენთან მოხდა“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, რამდენად მზად შეიძლება იყოს პუტინი იმისთვის, რომ ის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ფაქტია, პუტინი პირიქით, დროის გაწელვას ეცდება, რათა ევროპა კიდევ უფორ დააშანტაჟოს. მისი აზრით, პუტინი მიხვდა, რომ ევროპა შფოთავს. მათ ქვეყნის შიგნით პრობლემები ეზრდებათ, ამიტომ უკრაინაზე ზეწოლას გააძლიერებენ და ხეირსაც სანამდეც ნახავენ, ომს იქამდე გაწელავენ.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროპაში აზრთა სხვადასხვაობა უკვე აშკარაა და ფაქტობრივად, ორად გაყოფილი ევროპა მივიღეთ. ბენდიანიშვილის განცახდებით, ბრიტანეთი და ევროპის აღმოსავლეთ ქვეყნები დაუშვებლად მიიჩნევენ, რომ რუსეთს ამ ომში სახე შეუნარჩუნდეს და მცირე წარმატების შანსი მიეცეს. თუმცა მეორე მხარეს არის, გერმანია, საფრანგეთი, რომლებიც რუსეთისთვის სახის შენარჩუნების მომხრეები არიან. ამიტომ ის არ გამორიცხავს, რომ 16 ივნისს შოლცი, მაკრონი და დრაგი ზელენსკის დარწმუნებას შეეცადონ, რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.

„ვფიქრობ, რომ ამ სამ ლიდერს კიევში მოლაპარაკების და ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული გეგმა ჩააქვთ. სამწუხაროდ, დღეს შესაძლოა, მივიღოთ ისეთი სიტუაცია, რომ უკრაინას მისთვის მიუღებელ პირობებზე დათანხმება მოუწიოს. ალბათ, დაისმება კითხვა - მაშ, რა შეიძლება ამ სიტუაციაში გაკეთდეს და რატომ არაა ცეცხლის შეწყვეტა კარგი გამოსავალი?

რა უნდა გაკეთებულიყო და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დროული გაწევა უნდა მომხდარიყო. ძალიან ადვილი იყო იმის პროგნოზირება, რა დონის და რაოდენობის ტექნიკა ჭირდებოდა უკრაინას, რომ წინააღმდეგობა გაეწია.

ევროპის მეორე ნაწილის მცდელობაა, რომ ეს დახმარება უკრაინამ მიიღოს. იმედია, რომ დასავლეთი შეეცდება უკრაინა ამ ბრძოლიდან ღირსეულად გამოვიდეს. სამწუხაროდ, უკრაინას ძალიან დიდი სამხედრო დანაკარგი აქვს. ხოლო იარაღის დროულად არმიწოდება არის ბიძგი, რომ უკრაინა შეთანხმებაზე წავიდეს. ეს, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ამ ქვეყნების ტაქტიკის ნაწილია. თუ დასავლეთის სამხედრო დახმარება ადეკვატური არ იქნება, ფაქტია, ზელენსკის მოლაპარაკებაზე დათანხმება მოუწევს. ეს არ იქნება კაპიტულაცია, მაგრამ იძულებული გახდება, უარი თქვას ხერსონზე, ზაპოროჟიეზე და ბევრ ისეთ ტერიტორიებზე, რომელიც დონეცკის და ლუგანსკის საზღვრებს გარეთ არის. ეს უკრაინისთვის საკმაოდ მძიმე სურათი იქნება“,-ამბობს ბენდიანიშვილი.

trampi ვერ გავიგე ვერაფერი

ჯერ არი და უკრაინა საცააა მოსკოვს აიღებსოო./.........................არადა თურმე ვერ იღებს...პირიქით მგონი პუტინი მიადგა კიევს
მეორეა და რუსეთს გამოფიტვამდე უნდა ვეომოთ, მისი სახსენებელი დედამიწიდან უნდა უნდა გავაქროთო
მაკრონმა კიდევ---- ამ ომიდან რუსეთი ღირსეული ,,დამარცხებით,, უნდა გამოვიდესო
და ეს რა აარი?/---- უკვე პლკასტინკა შეატრიალეეეს??/--უკრაინა ამ ომიდან ღირსეული დამარცხებით უნდა გამოვიდესო

და ეს რა არის??----- თვითონ ეტყვნებათ დედის პრრრრჭჭჭი და თვითონ იფიტებიააან ????
სდიონ სდიონ პუტინს, გაააგიჟონ გაააგიჟონ ------ ჩავა პუტინი პარიზში
არადა პუტინს მეტი რაღა გაგიჟება უნდა ....
და იმ პუტინისა კიდევ....... თუ ამერიკა დუელში არ გამოიწვიოს და ერთი კაი ბომბი არა გლიჯოს !!1----ჩვენც დავისვენებთ, ნაცებიც და ყველანიც

დასავლელი ქაჯები, ნიღბებ ჩამოვარდნილები ............................რო ვიძახი ცირკია მეთქი .......................... ...მართლა ცირკია
1 წლის უკან