დარვინ ნუნიესი

დარვინ ნუნიესი "ლივერპულის" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდება

„ლივერპულში“ დარვინ ნუნიესის ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია. ურუგვაელი თავდამსხმელის სანაცვლოდ ინგლისელები ლისაბონის „ბენფიკას“ 80 მილიონ ევროს გადაუხდიან, რასაც 20 მილიონი ევრო ბონუსის სახით დაემატება.

ნუნიესი „წითლებთან“ კონტრაქტის 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, მისი პირადი ხელფასის ოდენობა კი ჯერ არ საჯაროვდება. თუმცა, 100 მილიონი ევროს გადახდის შემდეგ ნუნიესი „ლივერპულის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდება.

22 წლის დარვინ ნუნიესმა კარიერა „პენიაროლში“ დაიწყო, შემდეგ „ალმერიაში“ ითამაშა, ხოლო „ბენფიკაში“ 2020 წლიდან ირჯებოდა და 85 შეხვედრაში 48 გოლი გაიტანა.