შენგელიას 10 ქულა და

შენგელიას 10 ქულა და "ვირტუსი" ფინალურ სერიაში მარცხდება

იტალიის სერია A-ს ფინალში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ „ოლიმპია მილანოსთან“ გასვლაზე 82:94 დამარცხდა და სერიაში ჩამორჩა.

ქართველმა კალათბურთელმა 28 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ნიკოლო მელი იყო, რომელმაც 22 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა შევონ შილდსმა „მილანს“ 19 ქულა შესძინა.

„ოლიმპია მილანო“ სერიაში 2:1 დაწინაურდა და მომდევნო შეხვედრა 14 ივნისს, ისევ მილანში გაიმართება.