Sportmediaset-ის ჟურნალისტმა ბრუნო ლონგიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ცნობილმა იტალიელმა კომენტატორმა 21 წლის ქართველი ფეხბურთელი ძალიან დადებითად დაახასიათა და დარწმუნებულია, რომ სერია A-ში კარგად ითამაშებს.
„საკმაოდ კარგად ვიცნობ კვარაცხელიას თამაშს, მინახავს მისი მატჩები, როგორც ეროვნულ ნაკრებში, ისე თავის ყოფილ კლუბში და გარწმუნებთ, რომ ვსაუბრობთ ძალიან ძლიერ ფეხბურთელზე, რომელსაც დიდი მომავალი აქვს და რომელიც სერია A-ში კარგად გამოვა.
მას რა თქმა უნდა დასჭირდება გარკვეული დრო იტალიაში დასამკვიდრებლად, მაგრამ ყველას შეგვიყვარდება. მას აქვს შესანიშნავი ტექნიკური თვისებები და ძლიერი, ზუსტი დარტყმა. „ნაპოლიმ“ სხვა გუნდებს დაასწრო და მხოლოდ ამიტომ დაუჯდა 10 მილიონი ევრო. „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი უბრალოდ უნდა შევაქოთ“, - თქვა ლონგიმ.