ფონსეკა

ფონსეკა "ლილის" მწვრთნელი გახდება

პორტუგალიელი სპეციალისტი პაულუ ფონსეკა ფრანგულ „ლილს“ გაწვრთნის. ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ მხოლოდ განცხადება აკლია.

„ლილსა“ და ფონსეკას შორის ყველა დეტალზე შეთანხმება მიღწეულია და პორტუგალიელი საფრანგეთის 2021 წლის ჩემპიონს გაწვრთნის, სადაც ჟოკელინ გურვენეკი შეცვალა.

პაულუ ფონსეკა ბოლოს „რომას“ წვრთნიდა, მანამდე კი „შახტარში“, „ბრაგაში“, „პასუშ ფერეირასა“ და „პორტუში“ უმუშავია.