სალაჰი:

სალაჰი: "ფინალში მოგებას ვიმსახურებდით, ახლა მინდა, რომ "ოქროს ბურთი" მოვიგო"

„ლივერპულის“ ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა France Football-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვება მადრიდის „რეალზე“ მეტად დაიმსახურეს. გარდა ამისა, ეგვიპტელმა არ დამალა, რომ „ოქროს ბურთის“ მოგების დიდი ამბიცია აქვს.

„ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებას ვიმსახურებდით, უფრო მეტი საგოლე მომენტი გვქონდა. მარტო მე მქონდა ორი-სამი შანსი, მაგრამ კურტუამ წარმოუდგენელი ბურთები მოიგერია. ეს მისი საღამო იყო.

„ოქროს ბურთის“ მოგება მინდა და მსურს, რომ ჟორჟ ვეას შევუერთდე, ერთადერთ აფრიკელს, რომელმაც აქამდე ეს პრიზი მოიგო. 2021 წლის შედეგები ჩემთვის სამწუხარო იყო (მე-7 ადგილზე გავიდა - რედ). წელს „რეალთან“ მარცხი მინუსია, მაგრამ ვერ წაშლის იმას, რაც თვეებში გავაკეთე. ველოდები ხმების მიცემის პროცესს. თუ წელს ვერ გავიმარჯვებ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომავალ წელს მოვიგო“, - თქვა სალაჰმა.