„რუსეთი უკვე გადავიდა გამოფიტვით სტადიაზე, მას არ აქვს შესაძლებლობა, ჩაატაროს შეტევითი ოპერაციები, მანევრები, სტრატეგიული ინიციატივა დაკარგული აქვს“

„რუსეთი უკვე გადავიდა გამოფიტვით სტადიაზე, მას არ აქვს შესაძლებლობა, ჩაატაროს შეტევითი ოპერაციები, მანევრები, სტრატეგიული ინიციატივა დაკარგული აქვს“

ვინ დაიღლება და ვინ გატყდება ამ დაუსრულებელი ომით -უკრაინა, რუსეთი, თუ მთელი დანარჩენი მსოფლიო, რომელიც, ერთი მხრივ, სანქციებს უწესებს რუსებს, მეორე მხრივ, არ მალავს, რომ სანქციები თავადაც დააზარალებს.

უკრაინაში მიმდინარე ომი ყველა ნიშანს იძლევა საიმისოდ, რომ ეს არის „ომი გამოფიტვამდე“, ანუ ორი მოწინააღმდეგე მხარე ერთმანეთს უყურებს, ვინ დაიღლება და ვინ გატყდება საბოლოოდ. როგორც წესი, გამოფიტვის ტაქტიკას მაშინ მიმართავენ, როცა ომის სხვა მეთოდი არ ამართლებს. სწორედ გამოფიტვის ხელოვნური სტრატეგია გამოიყენეს პირველი მსოფლიო ომის დროს, როცა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და რუსეთმა კაპიტულაციამდე მიიყვანეს გერმანიის, ავსტრო-უნგრეთის, ოსმალეთის იმპერიები და ბულგარეთის სამეფო.

სამხედრო თეორეტიკოსები თვლიან, რომ გამოფიტვის ტაქტიკა ტიპური ომის პრინციპთან წინააღმდეგობაშია. თუკი ტიპური ომი დროის მოკლე მონაკვეთში გამარჯვებას გულისხმობს, გამოფიტვის ომი მოწინააღმდეგის დაუძლურებაზეა გათვლილი. ასეთ დროს ის მხარე იმარჯვებს, რომელსაც მეტი რესურსი გააჩნია.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იზიარებს აზრს, რომ ეს ომი გადაიქცა გამოფიტვის ომად, სადაც უკრაინელები დიდ საფასურს იხდიან ქვეყნის დასაცავად. თუმცა სტოლტენბერგი იქვე დასძენს, რომ ეს ომიც, ომების უმეტესობის მსგავსად, დიდი ალბათობით, მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება.

უსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ომი გამოფიტვამდე“ აუცილებლად რუსეთის დამარცხებით დასრულდება, რადგან წარმოუდგენელია ამ ომში გამარჯვება გინდა ეკონომიკურად, გინდა სამხედრო ძალით რუსეთმა მოახერხოს. უბრალოდ, უკრაინას ჯერ კიდევ ელის რამდენიმე მძიმე თვე. რუსეთმა სწრაფი ოპერაციით ვერ მოახერხა უკრაინაში მისთვის არასასურველი რეჟიმის შეცვლა, ახლა ცდილობს პოზიციურ ბრძოლებში გადავიდეს ისევე, როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ამ ტიპის ბრძოლები საქართველო-რუსეთის ომის დროს 1992-93 წლებში.

„რუსეთის სურვილია, ხანგრძლივი ომით გამოფიტოს უკრაინა და უკრაინის მოსახლეობა საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლისკენ აიძულოს, მაგრამ რუსეთი ამას ვერ მიაღწევს, ეს გვიჩვენა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომმაც, როდესაც პრორუსული და რუსულენოვანი უკრაინის მოსახლეობამ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის ჯარებს. ეს მოხდა იმ მოსაზრებების და სადაზვერვო გეგმის საწინაღმდეგოდ, რომელიც კრემლს გააჩნდა“, - აღნიშნა ანდრო გოცირიძემ.

ექსპერტი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, თადარიგის პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ომი გამოფიტვამდე იწყება მაშინ, როცა ომი გადადის სტატიკურ ფაზაში. ამ შემთხვევაში, რუსეთიც იფიტება და უკრაინაც, მაგრამ უკრაინას ახლა უფრო მეტი რესურსი აქვს იმის გამო, რომ მას, ფაქტობრივად, ეხმარება 40 ქვეყანა. რუსეთი კი მარტოა ამ ომში.

„აქედან გამომდინარე, როდესაც რუსეთი გადადის თავდაცვით ომში, ასეთ დროს შემოდის გაჭიანურებული ომისა და გამოფიტვის ომის ცნებები. რუსეთს არ აქვს იმის შესაძლებლობა, ჩაატაროს შეტევითი ოპერაციები, მანევრები, ანუ რუსეთს სტრატეგიული ინიციატივა დაკარგული აქვს, ამის გამო რუსეთი უკვე გადავიდა გამოფიტვით სტადიაზე და დღეს ორივე მხარე იფიტება. უკრაინას რესურსი მაინც აქვს დასავლეთიდან, განსხვავებით, რუსეთისგან, რომელიც მარტოა“, - გვითხრა აკია ბარბაქაძემ.

trampi აბა აბა -------- ტყვიებს ჩინელებისგან სესხულობს
იყავით მაგ იმედზე შენ და ამერიკელები
1 წლის უკან
leviko საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია აცადეთ დაამთავრდეს ომი და მერე შედეგებზე ისაუბრეთ, ხოდა ეს არის ცუდი რომ ომის დამთავრება არავის სურს
1 წლის უკან
dimpi leviko სოროშის, არასამთავრობოების, ენჯეშნოკების და სახვა შნიკების ფილიალები აქვთ გახსნილი
გადმომდგარი არიან მედიებში(ეგეც პრიხვატიზირებულშია) და ზომბავენ და ზომბავენ
წინდაწინ განათლების სისტემა დაანგრიეს რომ წინააღმდეგობა გადაელახათ
ეგერ უკრაინაში 8 წელი ზომბავდნენ და შედეგიც სახეზეა
აქ კი რამდენი ხანი ზომბავენ 2003 წლიდან და უფრო ადრედანაც, მაგრამ მაშინ არ შეიმჩნეოდა
ხალხიც პრობლემების წინაშე იდგა...
1 წლის უკან
trampi ვინ იფიტება კარგად ჩანს........................................... ევრო ლამის დოლარს გაუტოლდა უკვე
1 წლის უკან
trampi უკრაინა მეორე ფრონტის გახსნას ითხოვსო....
ესენი ვერ არიან კარგად ----------ესენი თავს ისულელებენ
დათვსა ხედავდნენ და მაინც დათვის კვალს ეძებდნენო.......
რქები უჩანდა (კაი ხანია)...ქოჩორიც....... ეგე ეხლა ეშმაკმა სახეც დაგვანახა (სხვა რამეც)....და კიდე მასზე იძახით მეგობარიაო ??
როგორ..................... თქვენ მართლა უკრაინის მოთხოვნა გგონიათ მეორე ფრონტის გახსნაააა??
უკრაინას ვინ ეკითხება ბალი ათიშაურიაო? უკრაინა კი არა ამას უკრაინის სახელით ამერიკა ითხოვს, ამერიკა!!!
ვერა ხადააავთ რო უკრაინის ნებისმიერი ჩინოვნიკი, გერმანიისა მთელ მთავრობას(პრეზიდენტს, კანცლერს) შნირებივით ელაპარაკება და ყველას ტრაკში ისმეევს??...
განა ვინააა უკრაინა რო გერმანიას ასე ექცევა?/ ვისი ტრაკიტ, ვისი ტრაკით ატრაკებს ასე??
ან ჩვენგან ელჩის გაწვევა???
ჰოოოოო.......................ესეა, ესე ......... და ეს ყველაფერი თქვენ გადასარევად იცით მაგრამ კულტურულად ნე ვიჟუს აკეთებთ??

ჰოოდა ....................... ჯერ ბოლომდე ხელში არა ვყევართ ჩაგდებულებიო და ეგეთ ამბავში ვყევართ და რომ ჩაგვიგდებეეეეენ.....თქვენ მერე ნახეთ რას გვიზამენ ........პლიუს ყველა სხვა ბედნიერებასთან ერთად, ყველას ლგბტ--ებს გაგვხდიან---საცა მოუნდებათ და როცა მოუნდებათ ყველას იქ
და მაშინ გადაგვკუზავენ ( პირდაპირი და გადატანით მნიშვნელობით)
1 წლის უკან