„პარი სენ ჟერმენს“ ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს - ლუის კამპოსი. ფრანგულმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
კამპოსმა სახელი „მონაკოსა“ და „ლილში“ მუშაობით გაითქვა. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში, როცა იქ მუშაობდა, ეს კლუბები საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ - „მონაკო“ 2017 წელს და „ლილი“ 2021 წელს.
კამპოსმა ლეონარდოს ადგილი დაიკავა. ბრაზილიელი პარიზელებმა დაახლოებით ერთი თვის წინ დაითხოვეს.