რისთვის ისჯება საქართველო

რისთვის ისჯება საქართველო

„როგორც საზოგადოებას მოეხსენება, გუშინ ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა და გვარამიას განთავისუფლება მოითხოვეს, თბილისში პრაიდის არჩატარება დაგმეს, სასამართლოსთან დაკავშირებით შემაშფოთებელი აღქმები კიდევ ერთხელ გაგვიზიარეს და რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება მოითხოვეს.

დღესავით ნათელია, რა დგას ამ ყველაფრის უკან. როგორც ქართულმა საზოგადოებამ, ისე ევროპელებმა ძალიან კარგად იციან, რომ სიმართლე სულ სხვაგანაა. თუმცა, სამწუხაროდ, არც ქართველებს და არც ევროპელებს არავინ არაფერს ეკითხება. დიდი ძალისხმევის, შანტაჟისა და ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება არ ჩაერთო ომში და ამისათვის უნდა დაისაჯოს. ამერიკელებს უნდათ ჩვენი დასჯა და ყველამ კარგად იცის, რომ ევროპის რესურსი, მათ წინააღმდეგობა გაუწიოს, სრულიად ნულოვანია.

სააკაშვილი რომ კრიმინალია და მისთვის ის მისჯილი 6 წელიც არაფერია, ამერიკელებმა ჩვენზე უკეთ იციან. თუმცა, ხვდებიან, რომ საქართველოში ომის დაწყებისთვის სააკაშვილის განთავისუფლება საუკეთესო ნიადაგს შექმნიდა. ომის პარტიას ომის ტელევიზიაც სჭირდება და რადგან ომის პროპაგანდას გვარამიაზე უკეთ ვერავინ გაართმევს თავს, მის გაშვებასაც ამიტომ ითხოვენ. პრაიდის ჩატარებაც როგორც შარშან, ისე წელს და გაისად იმიტომ უნდათ, რომ ამით საზოგადოება გახლიჩონ და მღელვარების ახალი ტალღა შექმნან.

ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი სასაცილოც აღარაა იმ ფონზე, რომ ეს კაცი პოლიტიკაში არავითარი ფორმით აღარ ჩანს. არავის არცერთი ფაქტი არა აქვს პოლიტიკაში მის მონაწილეობაზე, თორემ მის გამომზეურებას ამერიკელებს ვერავინ დაასწრებდა. შესაბამისად, ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართულობა და მისი რუსული კავშირები სრული ფიქცია რომაა, ესეც ყველამ ძალიან კარგად იცის. თუმცა, ივანიშვილს იქით „კრედიტ სუისის“ გადარიცხვებით აშანტაჟებენ და აქეთ სანქციების მუქარით.

ადრეც ვამბობდი, რომ ევროკავშირის კანდიდატობა, რომელიც, პრაქტიკული თვალსაზრისით, არცერთი ქვეყნისთვის საერთოდ არაფერს ნიშნავს, მხოლოდ ჩვენთვის მოიფიქრეს. სადაც თურქეთს და ჩრდილოეთ მაკედონიას უკვე 23 და 17 წელზე მეტს ალოდინებენ, იქ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა შეიძლება 30-50 წელიც ალოდინონ, მანამდე კი ევროკავშირისგან რა დარჩება, კაცმა არ იცის.

ამერიკელები საქართველოს ფულს რომ აძლევდნენ, ამ ფულის წართმევით დაგვაშანტაჟებდნენ. თუმცა, ფულს არ გვაძლევენ და შესაბამისად, შანტაჟისთვის ახალი ხრიკის მოფიქრება - კანდიდატის სტატუსი დასჭირდათ. კანდიდატის სტატუსი რომც მოგვცენ, ისეთ პირობებს მიაბამენ, რომელთაგან უკლებლივ ყველა სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობის, ხელისუფლების ცვლილებისა და ნაცმოძრაობის დაბრუნებისკენ იქნება მიმართული. ეს ყველაფერი რამდენიმე დღის წინ სალომე სამადაშვილს საჯაროდ წამოცდა კიდეც.

მოკლედ რომ შევაჯამო, ამერიკელებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იმდენად უნდათ, რომ ამისათვის უკვე ყველაფერს კადრულობენ. თუმცა, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ რწმენას, რომ ეს მცდელობები ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებს და ხელისუფლება საქართველოს დამღუპველ ომში არასოდეს ჩართავს.

მეგობრისთვის თავიც შეიძლება გაწირო, თუმცა, მეგობარი, რომელიც შენგან თავის გაწირვას მოითხოვს, მეგობარი არცაა. აქედან გამომდინარე, ამერიკელებს საქართველოსთვის მორალურად შემოსადავებელი არაფერი აქვთ“.

ლევკოთეა ამერიკა და . . . მორალი. იგივე რუსეთიც.
1 წლის უკან
leviko იმისთვის ისჯება რომ ომი არ დაიწყო რუსეთთან
1 წლის უკან
amo როგორც ჩანს კართაგენის თემა მარადიულია.
1 წლის უკან
დემეტრე რაღა სსკპ წკ და რაღა ეს ევრო წკ... :)
1 წლის უკან
trampi მოკლედ ძალიან ძალიან გახარებული ვარ ამ რეზოლუციით ...მალადეც სამადაშვილი, კანდელაკი და კიდევ სხვებიც ..მართლაც მალადეც
რაც მაგათ გააკეთეს მაგას ვერანაირი მამულიშვილი ვერ მოახერხებდა ---- რო ქართველი ხალხი ესე ოპპტომ გამოეღვიძებინა
კოლუმბის ძახილმა ვერა და იქნებ ეხლა ამ ძვირფასმა რეზოლუციამ მაინც გაიღვიძოს ქართველმა ხალხი და ეხლა ,მაინც დაადონ ნივრიანი ამ ე.წ. კოლექტიურ დასავლეთს!!
ქუნემ კოლუმბი მეთქი.....
მომწიფდა...... მომწიფდა, იქნებ გვეშველოს ....
,,ღმერთო ღმერთო ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულში,, ---ზუსტად ესეა ზუსტად....კაია კაი
მალადეც ევროპა მალადეც
ბიჯოოოო .............. რაში დახარჯავს პუტინი აქ ფულებს ??ისედაც ევროპელები მუქთად მიერეკებიან საქართველოს რუსეთისაკენ....(.ეხლა განსაკუთრებით ომში არ ჩავებით)
მაგრამ იქ რომ უკვე ვიყავით?/
ვაააა ............. ცირკია ცირკი..... რამდენი მაქვს ამ წლების მანძილზე აქ ამ თემაზე ნაგუგუნარ--ღამეებ ნათენები და ...მაინც ისე მიდის საქმე, როგორც არ უნდა წასულიყო, არა
ჰოოოეეეე .;.............................. ევროპააააა................................ ნიღბები ჩამოგივარდათ, ნიღბები ....თუმცა კი, რუსებისა არ იყოს ნიღბები არც თქვენ გკეთებიათ
მოკლედ ააღღღღრრრრფრრრრთოვანებული ვარ აღრრრრრფფფრრრთოვანებული თანაც ძალიან
1 წლის უკან
trampi მოკლედ პარადი მაქვს, პარადი, თანაც დიდი პარადი
1 წლის უკან
trampi დაჟე ზოგზოგ აქაურებსაც კი,,...... ევროპა ჩვენი მშველელი ეგონათ....
არადა სუ ვკითხულობდი რუსის ტრაკში სუნი არ ვარგა და ევროპის ტრაკში ფრანგული დუხის სუნია მეთქიიი?/
იმიტომაც გავიძახოდი ქუნემ კოლუმბი მეთქი....
ისე კი ამ ევროებმა ამ რეზოლუციით კაი მაგარი საქმე გაგვიკეთეს, ყველა ოპტომ დაააფრთხეს ვინც კი ევროპისკენ იყო მიდრეკილ --მოდრეკილი..........ამათ რეზოლუციასთან შედარებით ჩემი ძახილი სპილოზე კოღოს ნაკბენივით იყო.... ძალიან პატარა შედეგს იძლეოდა
ამათ კი უცებ გამოაღვიძეს ეს ხალხი და უცებ ყველას ოპტომ დააწყებინეს ქუნემ კოლუმბის ძახილი ..
მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს---- მოგვცემენ კანდიდატობას --რო დაინახავენ საქართველო ხელიდან გვეცლებაო, მაგით დაგვაბამენ--მიგვიბამენ უკანალზე....
1 წლის უკან
trampi უკრაინა მეორე ფრონტის გახსნას ითხოვსო....
ესენი ვერ არიან კარგად ----------ესენი თავს ისულელებენ
დათვსა ხედავდნენ და მაინც დათვის კვალს ეძებდნენო.......
რქები უჩანდა (კაი ხანია)...ქოჩორიც....... ეგე ეხლა ეშმაკმა სახეც დაგვანახა (სხვა რამეც)....და კიდე მასზე იძახით მეგობარიაო ??
როგორ..................... თქვენ მართლა უკრაინის მოთხოვნა გგონიათ მეორე ფრონტის გახსნაააა??
უკრაინას ვინ ეკითხება ბალი ათიშაურიაო? უკრაინა კი არა ამას უკრაინის სახელით ამერიკა ითხოვს, ამერიკა!!!
ვერა ხადააავთ რო უკრაინის ნებისმიერი ჩინოვნიკი, გერმანიისა მთელ მთავრობას(პრეზიდენტს, კანცლერს) შნირებივით ელაპარაკება და ყველას ტრაკში ისმეევს??...
განა ვინააა უკრაინა რო გერმანიას ასე ექცევა?/ ვისი ტრაკიტ, ვისი ტრაკით ატრაკებს ასე??
ან ჩვენგან ელჩის გაწვევა???
ჰოოოოო.......................ესეა, ესე ......... და ეს ყველაფერი თქვენ გადასარევად იცით მაგრამ კულტურულად ნე ვიჟუს აკეთებთ??

ჰოოდა ....................... ჯერ ბოლომდე ხელში არა ვყევართ ჩაგდებულებიო და ეგეთ ამბავში ვყევართ და რომ ჩაგვიგდებეეეეენ.....თქვენ მერე ნახეთ რას გვიზამენ ........პლიუს ყველა სხვა ბედნიერებასთან ერთად, ყველას ლგბტ--ებს გაგვხდიან---საცა მოუნდებათ და როცა მოუნდებათ ყველას იქ
და მაშინ გადაგვკუზავენ ( პირდაპირი და გადატანით მნიშვნელობით)
1 წლის უკან