ოფიციალურად: გატუზო „ვალენსიის“ მთავარი მწვრთნელია

ოფიციალურად: გატუზო „ვალენსიის“ მთავარი მწვრთნელია

ჯენარო გატუზო „ვალენსიის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. „ღამურებთან“ იტალიელი სპეციალისტის კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი - წერს კლუბის ოფიციალური ვებ-ევრდი.

გატუზოს ბოლო სამუშაო ადგილი „ფიორენტინა“ გახლდათ, რომელიც 2021 წლის მაისში ჩაიბარა, თუმცა ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო, ერთ თვეში დატოვა. მანამდე ის „პალერმოში,“ შვეიცარიულ „სიონში,“ „პიზაში,“ „მილანსა“ და „ნაპოლიში“ მუშაობდა.

„ვალენსიის“ ყოფილი დამრიგებელი, ხოსე ბორდალასი, თანამდებობიდან 3 ივნისს გადადგა. მისი ხელმძღვანელობით გასულ სეზონში „ღამურები“ ესპანეთის თასის ფინალში გავიდნენ, ქვეყნის ჩემპიონატში კი მე-9 ადგილი დაიკავეს.