გიორგი ჩაკვეტაძემ „ჰამბურგი“ დატოვა. გერმანული კლუბის მიერ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 22 წლის ქართველი ფეხბურთელი ბელგიურ „გენტში“ დაბრუნდება.
„მადლობა ყველაფრისთვის, გიორგი. მოკლევადიანი იჯარის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე „გენტში“ ბრუნდება. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება შენი გოლი „პადერბორნთნ“, წარმატებებს გისურვებთ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც გიორგის მადლობას ქართულ ენაზე უხდიან.
გიორგი ჩაკვეტაძემ „ჰამბურგში“ იანვრიდან 12 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა. ქართველ ფეხბურთელს „გენტთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ამიტომაც, ბელგიაში დაბრუნება მოუწევს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომდევნო სეზონს აუცილებლად ბელგიურ კლუბში გაატარებს. როგორც ცნობილია, ჩაკვეტაძის დამატებას „დინამო თბილისი“ ცდილობს.