საზოგადოებისგან დასანქცირებული ენმ ივანიშვილის დასანქცირებაზე EPP-ისთან მუშაობს

საზოგადოებისგან დასანქცირებული ენმ ივანიშვილის დასანქცირებაზე EPP-ისთან მუშაობს

„ევროპის სახალხო პარტია“ რეზოლუციის პროექტში ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) რეზოლუციის პროექტი, რომელიც ევროპის პარლამენტმა 9 ივნისს უნდა განიხილოს და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების ხელყოფას ეხება, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების წინადადებასაც მოიცავს. ასევე, მედიის ცნობით, საუბარია მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციებზეც.

თუმცა ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ევროკავშირს არა აქვს ინსტიტუცია ან სანქცირების რეჟიმი, რომელსაც ივანიშვილის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. „ნაციონალების“ ლობისტი პოლიტიკოსების მცდელობა ფუჭია და მას რეალიზების არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ EPP-ის წევრები არიან და მათ გავლენა აქვთ.

„ნაცმოძრაობის მეგობარი ვერ იქნება საქართველოს მეგობარი. ეს უმარტივესი ლოგიკაა და ეს ლოგიკა ძალაშია ამ შემთხვევაშიც. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ EPP-ში გაწევრიანებულია 2 დანაშაულებრივი პოლიტიკური გაერთიანება – „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათ წევრობას, სამწუხაროდ, აქვს გავლენა.

სამწუხაროდ, EPP ცნობილია იმით, რომ მოქმედებს არასწორი პრინციპით – ეს არის ცუდი ბიჭი, მაგრამ ჩემი ცუდი ბიჭი. ეს არის ცნობილი, აპრობირებული მიდგომა საერთაშორისო პოლიტიკაში და EPP-სთვის ყველაზე მეტად არის დამახასიათებელი ეს პრინციპი – იციან, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ცუდი ბიჭი, მაგრამ არის მათი ცუდი ბიჭი, უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი, მაგრამ მათი დამნაშავეები არიან. ეს (რეზოლუცია) არის „ნაცმოძრაობის“ ფეიკი, რომელიც ხმოვანდება ლობისტების მხრიდან“, – თქვა კობახიძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საერთაშორისო სანქციების დაწესების წესებს for.ge-სთან განმარტავს. აბაშიძე ამბობს, რომ ჰიპოტეტურად, ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ სხვა ვინმე, ადამიანზე ასე ადვილად სანქციების დაწესება არ ხდება, მით უმეტეს ეს იქნება ცალკეული ევროპარლამენტარის თუ რომელიმე ევროპული პარტიის მოთხოვნის საფუძველზე. ამას წინ ძალიან ბევრი საფუძვლიანი მტკიცებულებები უნდა უძღოდეს.

„მცდარია, როდესაც რამოდენიმე მედია საშუალებას საზოგადოება სიცრუეში ჰყავს და აჯერებენ, თითქოს ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოახერხებენ. ეს არის სრული აბსურდი. დავიწყოთ იქიდან, რომ მსგავს გადაწყვეტილებას ვერ იღებს ევროპარლამენტარი ან ევროსაბჭოს რომელიმე პარტია. საერთაშორისო დონეზე ადამიანს, რომელსაც გინდა, რომ სანქციები დაუწესო, ამისთვის ბევრი მტკიცებულებაა საჭირო. უნდა დაამტკიცო, რომ ეს პიროვნება ანტიდემოკრატიულ საქმიანობას ეწევა; შავ ბიზნესშია ჩართული; საერთშორისო ტერორიზმში მონაწილეობს და ა.შ. მსგავსი რამ ბიძინა ივანიშვილზე არ ყოფილა, იმის მიუხედავად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი უცხოელი ლობისტები ამ გზავნილის დამკვიდრებას ცდილობენ. ეს ძალიან ფუჭი და არაფრის მომცემი ამბავია. საერთაშორისო სანქციების დამწესებელი ლოკომოტივი კი ამერიკის შეერთებული შტატებია. როდესაც ისინი საფუძვლიან მტკიცებულებებს დადებენ, რომ ეს და ეს პირი ამ საქმიანობას ეწევა, მაშინ სანქციები წესდება. მსგავს რამეზე ივანიშვილის ირგვლივ მედიაშიც კი არავის უსაუბრია, არადა წინმსწრებად მედიაში სტატიები იბეჭდება ხოლმე“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ეს რეზოლუცია იმ სამარცხვინო გზავნილს აგონებს, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურებმა გამოაქვეყნეს, სადაც საქართველო თითქოს რუსებისთვის შავი ხვრელი იყო, არადა ამის დღემდე არც ერთი დამამტკიცებელი საბუთი არ წარუდგენიათ. აბაშიძე ამბობს, რომ მთავარია ევროკავშირის ინსტიტუტები რას ამბობენ და წევრი ქვეყნის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროები - აქაც ივანიშვილის მიმართ მსგავსი არაფერი არ ყოფილა.

„მოლოდინი, რომ ივანიშვილს სანქციებს დაუწესებენ, ანგარიშებს გაუყინავენ, მხოლოდ სააკაშვილის ერთგული ლობისტების და მისი მარიონეტი მედიის ყურადღების სივრცეში რჩება. „ევროპის სახალხო პარტიის“ ცაკლეული წევრები და თუნდაც ცაკლეული პოლიტიკური აქტორები ამერიკაში, თითქოს ივანიშვილზე იერიშის მიტანას ცდილობენ, მაგრამ ისინი თავად ქართველი ერის არჩევანზე შტურმს ახორციელებენ.

ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც დასავლეთიდან ჩამოდიან, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ვგულისხმობ, ყველა არჩევნები, 2012-დან 2022 წლის ჩათვლით, არალეგიტიმურ არჩევნებად არასოდეს უღიარებიათ. ასე რომ, ლეგიტიმური არჩევნების ეჭქვეშ დაყენება, რომელსაც თავად ის დასავლური ორგანიზაციები აღიარებენ, ეს თავად ამ პოლიტიკური აქტორებისთვის არის დამაზიანებელი. ამას ისინი ვერ აცნობიერებენ, რადგან მსგავსი განცხადებებით შეურაცხყოფას საქარათველოს და მის მოსახლეობას აყენებენ. კუბილიოსებს, ფოტიგებს და ა.შ. რეპუტაცია საქართველოში უკვე დაზიანებული აქვთ. ეს არის მათი არჩევანი და ამას ანგარებით აკეთებენ თუ სხვა რამის გამო, არ ვიცი“, - ამბობს გია აბაშიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ, როგორც ჩანს, „ევროპის სახალხო პარტიაში“, გარკვეულ ჯგუფთან ენმ-ს პოზიციები აქვს გამყარებული. ანჯაფარიძე ამბობს, რომ ევროპის პარლამენტში 705 დეპუტატია, ხოლო ამ დოკუმენტზე ხელი დაახლოებით 20 დეპუტატს აქვს მოწერილი. ხელმომწერი დეპუტატების უმრავლესობა, ბალტიისპირეთიდან და პოლონეთიდან არიან. ეს ის ქვეყნებია, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები არიან.

„რეზოლუციის ტექსტი, შინაარსი, პათოსი და სულისკვეთება, პირდაპირ იმით არის გაჯერებული, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს. ევროპარლამენტისთვის სხვადასხვა რეზოლუციის პროექტებია მომზადებული, რომელიც ასევე სხვადასხვა ჯგუფების მიერ არის შემუშავებული. იქ არ არის ბიძინა ივანიშვილის სანქცირება მითითებული. თუმცა თავად ევროპარლამენტმა განაცხდა, რომ ეს რეზოლუციის ტექსტი მხოლოდ პროექტია და მასში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს.

რა თქმა უნდა, ევროკავშირი იმას ათვითცნობიერებს, რომ ახლა თუკი საქართველოსთან მიმართებაში ძალიან შეტოპა და სანქციები მოუჭირეს, ამან შესაძლოა უკუეფექტი გამოიწვიოს და სამხრეთ კავკასიაში ერთადერთ პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობა ისე გააფუჭოს, რომ გამოსწორებას მერე წლები მოუნდეს. მაინც მგონია, რომ საქმე აქამდე არ მივა. ეს მხოლოდ ამ კონკრეტული პარტიის მოთხოვნაა და ეს გამყარებული არაფრით არ არის. თუმცა ბოლომდე არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ხელისუფლებაც ევროსტრუქტურებში სათანადოდ ვერ მუშაობს, რაკი ასეთი რეზოლუციების თუნდაც პროექტის დონეზე შემუშავება ხდება. მაინც არ მგონია, რომ რეზოლუცია იმ სახით გავიდეს, რა სახითაც წარდგენილია. ის რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკა იქნება, ეს გასაგებია და ეს ფაქტად უნდა მივიღოთ“, - ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, ამერიკის პოზიციაც გათვალისწინებული იქნება, მაგრამ იქ ივანიშვილის მიმართ სანქციების გამოყენებაზე საუბარი არ ყოფილა.

„კი ბატონო, იქაც კულუარებში ვიღაცები საუბრობენ, მაგრამ ეს ხალხიც ისევ „ნაციონალების“ ლობისტები არიან და ამ თემას მსვლელობა არ მისცემია“.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ ენმ-ის ლიდერები პირდაპირ ამბობენ, რომ თუკი ივანიშვილის სანქცირება მოხდება, მაშინ ისინი ამ ხელისუფლების თავიდან მოშორებას შეძლებენ.

„ელენე ხოშტარიას ვუსმინე, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის დასანქცირების გარეშე ხელისუფლების შეცვლა გაუჭირდებათ. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ისინი, როგორც ჩანს, „ოცნების“ მთავარ საყრდენს ივანიშვილში ხედავენ. მათ აქვთ გათვლა, რომ თუკი ივანიშვილს სანქციებს დაუწესებენ, ამის შედეგად „ოცნებას“ სასიკვდილო დარტყმას მიაყენებენ და აქედან გამომდინარე, ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლას შეძლებს. საქმე არც ასე არის. პირიქით, მგონია, რომ თუკი ივანიშვილის დასანქცირება მოხდება და ხელისუფლებას პრობლემები შეექმნება, ხალხს „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნების შეეშინდება. აი, ამან კი, შესაძლოა, პირიქით, უკუეფექტი იქონიოს. ამიტომ ოპოზიციის ოცნება და მცდელობა ძალიან დიდ რისკს შეიცავს და მგონია, რომ ფუჭ იმედებს არიან აყოლილები“, - ამბობს ანჯაფარიძე.

 

trampi ყოჩაღ კალანდაძე --სამადაშვილს !! მალადეც მახარაშვილი, მალადეც!!!!!!
მეგობარ ევროპელებს ნიღაბების ჩამოხსნაში ეხმარებიან....
და ნიღბის უკან ........................................... ჩვეულებრივი გახრწნილი ბებერი ჩათლახები გამოჩნდნენ. ისე მე მაგ ნიღბებშიც გადასარევად ვხედავდი, თუ მაგ დემოკრატიის ნიღბებს ქვეშ სინამდვილეში როგორი პიდარასტებიც იყვნენ ჩამალულები და ჩვენს მიმართ მაგათ რა დამოკიდებულებაც ჰქონდათ---ზანგებივით )..
იმიტომაც ვაგინებ კოლუმბის თამადობით მაგათ ოპტომ ყველას 2007 წ 7 ნოემბრის მერე .... დდდდდპპპპჭჭჭჭ--ებს....დაჟე ჯეფერსონ--ვაშინგტონებსაც კი არ ვუტოვებდი მოუკითხავებს
...ისე კი ძალიან კარგია, ძალიან კარგი...!!!!!........პირდაპირ აღრრრრრრრფფფფფრრრრრრრრთოვანებული ვარ მაგათი საქციელებით... .ძალიან მიხარია ,
მაგათი პიდარასტობა, უკვე ეგრე იავნად რო ჩაანს .............. ...დაჟე უკვე ყველა ბრიყვი და ჩლუნგიც კი მიხვდება, თუ სინამდვილეში ეგენი ვინც არიან და რა უნდათ მაგათ ჩვენგან
ისე კი ...................... მაგათ ქართველ ხალხს კიდევ უფრო მაგრად უნდა დაგვაჯვან თავზე , რომ ზოგზოგმა მოევროპელმა ქაჯებმაც კი, კარგად დაინახონ თუ სინამდვილეში ეგენი ვინც არიან და რა დემოკრატებიც
რაც მე მაგ კოლუმბს ვაგინე კიდეევ დიდხანს გაუძლოთ მაგათ ამ ნიღბებმა
ჰჰჰმმმმმმმმმ...................ნიღაბი......
რუსებს ნიღაბი ჩამოუვარდათო------------------------------------
-ქაჯებოოოო --------------- რუსეთს როდის ეკეთა ნიღაბი რო ჩამოვარდნოდა?????????
ეს რა ქაქი და ჩათლახიც არის თქვენც ამერიკელი დებილებივით ეხლღა გაიგეეეთ, ეხლა გაიცანიიით???????? არ იცით რუსი ვინცააააა?---------მაშინ თქვენ ამერიკელებზე უარესი დებილები და ჩლუნგები ყოფილხართ......
ამ ომისა არ იყოს -----ვის ეომებიან, ვის რუუსს??...უტვინოები. ეს ჩათლახი ამერიკელები ძალად ურევენ მსოფლიოს....ჰოოდა მისაღებსაც აუცილებლად მიიღეებენ!!
ისე კი მე ამ რუსების კეთილები, თუ ამერიკელები წყნარ ოკეანეში არ გაიყვანოს და იქ არ დასცხოს, როგორც საჭიროა(ჩვენ თავი დაგვანებონ)
ვაააააააააააააააააა ........................ ჭირს მოგცემ ჭირს დაგავიწყებო....ესენი ვინ ყოფილან???
ამერიკელებთან შედარებით ეს ,,საწყალი რუსები,, მილენკები ყოფილან..
...ფუი ეშმაკს....
მოკლედ ამ კოლუმბის ,,ლოცვა-- კურთხევაზე,, აქ წლების მანძილზე იმდენი მაქვს ნაწერი, რომ ეხლა მეტი აღარააა საჭირო...
.აქაურებმა ისედაც ყველამ ყველაფერი იცით....
აუჰჰ .....ეს რა დრო დადგა ........მე თვითონ მიკვირს
1 წლის უკან