სერხიო რამოსი პსჟ-ში დარჩება

სერხიო რამოსი პსჟ-ში დარჩება

„პარი სენ ჟერმენი“ სერხიო რამოსს გუნდიდან მიმდინარე ზაფხულს არ გაუშვებს. ამის შესახებ Le Parisien-ი იტყობინება.

წყაროდ თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სერხიო რამოსმა ტრავმების გამო თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა, კლუბში მაინც მნიშვნელოვანი როლი აქვს - გასახდელსა და ახალგაზრდებზე. მას პსჟ-სთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში სერხიო რამოსმა ყველა ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 2 გოლის გატანა მოახერხა.