ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირის მერვედფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირის მერვედფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირის მერვედფინალში გავიდა. 30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში ლორენცო მუზეტი 2:0 დაამარცხა.

შეხვედრა ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო და ნიკოლოზი სეტებში 7:5, 4:2 იგებდა, ხოლო გეიმში 30:0-ს, მაგრამ წვიმის გამო თამაში შეწყდა და დღეისთვის გადაიდო. კარგად დაწყებული საქმე ბასილაშვილმა ბოლომდე მიიყვანა და საბოლოოდ, 7:5, 6:2 მოიგო. თამაში საათნახევარს გაგრძელდა.

პორველ სეტში ბასილაშვილმა 6:5-ზე ბრეიკი მიითვალა და ყველაფერი ამან გადაწყვიტა, ხოლო მეორე სეტში თავიდანვე 3:0 დაწინაურდა და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ტურნირზე მეხუთე ნომრადაა განთესილი, მერვედფინალში 9 ივნისს, ნიკ კირგიოსს დაუპირისპირდება.