როცა საქმე ქორწინებას ეხება, საზოგადოება წყვილის ასაკსა და ასაკობრივ სხვაობას ძალიან ხშირად განიხილავს. საზოგადოება უფრო მეტად შემწყნარებელია ისეთი შემთხვევების მიმართ, როცა კაცი ქალზე უფროსია, ხოლო საპირისპირო ხშირად განხილვის საგანი ხდება.
ამ სტატიაში იმ ცნობილ კაცებს გაგაცნობთ, რომლებიც თავისზე ასაკით უფროს ქალებზე დაქორწინდნენ:
1. ეშტონ კაჩერი
ეშტონ კაჩერი 15 წლით უფროს დემი მურზე 2005 წელს დაქორწინდა. წყვილი ერთმანეთს 2013 წელს დაშორდა.
2. ბარტ ფრაინდლიჩი
ბარტი ჯულიანა მურზე 2003 წელს დაქორწინდა. ჯულიანა ბარტზე 9 წლით დიდია.
3. ჯეისონ მომოა
ჯეისონ მომოა ლიზა ბონეტზე 12 წლით უმცროსია. ისინი 2005 წლიდან ერთად იყვნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ დაშორდნენ.
4. გაი რიჩი
გაი რიჩი 10 წლით უფროს მადონაზე 2000 წელს დაქორწინდა. ისინი ერთმანეთს 2008 წელს დაშორდნენ.
5. ემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი ბრიჯიტ ტრონიეზე 25 წლით უმცროსია.
6. ნიკ ქენონი
კომიკოსი ნიკ ქენონი მომღერალ მერაია ქერიზე 12 წლით უმცროსია. ისინი 8-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ.
7. ჰიუ ჯეკმანი
დებორა ლი ფერნესი ჰიუ ჯეკმენზე 13 წლით დიდია. წყვილს ორი შვილი ჰყავს.
8. ნიკ ჯონასი
პრიანკა ჩოპრა ნიკ ჯონასზე 10 წლით უფროსია.
9. ჟერარდ პიკე
ესპანელი ფეხბურთელი ჟერარდ პიკე მომღერალ შაკირაზე 10 წლით უმცროსია. ისინი 2011 წლიდან ერთად იყვნენ, თუმცა 11 წლის შემდეგ დაშორდნენ.
10. ტომ კაულიცი
მუსიკოსი ტომ კაულიცი მოდელ ჰეიდი კლუმზე 2019 წელს დაქორწინდა. ჰეიდი ტომზე 16 წლით უფროსია.