„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ბარსელონაში“ გადასვლის შემთხვევაში, რობერტ ლევანდოვსკი იდეალურად შეეწყობოდა კატალონიურ კლუბს.
„არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ მიმაჩია, რომ ლევანდოვსკი იდეალურად მოერგება ნებისმიერ გუნდს. განსაკუთრებით „ბარსელონას.“ თუმცა ვერ გეტყვით ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, რამდენად შეძლებს კატალონიური კლუბი პოლონელის ხელში ჩაგდებას. ან „ბაიერნი“ გაუშვებსს მას?“ - ციტირებს გვარდიოლას სიტვებს Sky Sports.
წინა დღეებში ესპანურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ლევანდოვსკიმ „ბარსელონასთან“ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
გვარდიოლა „ბარსელონას“ 2008-12 წლებში წვრთნიდა, 2014-16 წლებში კი ლევანდოვსკისთან ერთად მუშაობდა „ბაიერნში.“