მომავალ მშობლებს ხშირად სურთ, შვილს ბებიის, ბაბუის ან ოჯახის სხვა საყვარელი წევრის სახელი დაარქვან, თუმცა, არიან ისეთებიც, რომელთაც ყველაზე მეტად საკუთარი შინაური ცხოველები და მათი სახელები ეძვირფასებათ.
ბრიტანული Mirror-ი წერს ორსულ ქალზე, რომელსაც პარტნიორმა დიდი საფიქრალი გაუჩინა - ბიჭს სურს, შვილს საკუთარი კატის სახელი დაარქვას. ქალი ამას ძალიან განიცდის და ინტერნეტმომხმარებლებს სთხოვს, ურჩიონ, როგორ მოიქცეს.
ქალი აღნიშნავს, რომ არც კატის სახელს - მაქსს ერჩის რაიმეს, თუმცა, ვითარებას ის ამძიმებს, რომ მის შეყვარებულს კატა სახელად „მაქსი“ ყოფილ საცოლესთან თანაცხოვრებისას ჰყავდა, დაშორების შემდეგ კი, გოგომ კატა თან წაიყვანა.