ანდრეა პირლომ შესაძლოა ბელგრადის „პარტიზანი“ ჩაიბაროს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
იტალიელმა სპეციალისტმა სერბული გუნდისგან შეთავაზება მიიღო, რომლის დეტალები უცნობია. ჯერჯერობით, 44 წლის სპეციალისტის პასუხი უცნობია.
პირლომ მწვრთნელად მუშაობის მხოლოდ ერთწლიანი გამოცდილება აქვს, როდესაც „იუვენტუსს“ ავარჯიშებდა და ტურინულ გრანდს ორი ტიტული მოაგებინა - იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი.