იაპონიაში კაცმა გადაწყვიტა, რომ ძაღლივით იცხოვრებს და ბორდერ-კოლის კოსტიუმში $15 700 დახარჯა

იაპონიაში კაცმა გადაწყვიტა, რომ ძაღლივით იცხოვრებს და ბორდერ-კოლის კოსტიუმში $15 700 დახარჯა

იაპონიაში კაცმა, რომელიც ცხოველად გადაქცევაზე ოცნებობდა, თავის მიზანს მიაღწია. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კაცი, რომელიც სოციალურ ქსელებში ცნობილია როგორც Toko, დაუკავშირდა კომპანია Zeppets-ს, რომელიც კინოსა და ტელევიზიისთვის კოსტიუმებს ამზადებს. სულ რაღაც 40 დღეში და 2 მილიონ იენად (15 700 აშშ დოლარი) მათ მას მაქსიმალურად რეალისტური ბორდერ-კოლის კოსტიუმი დაუმზადეს. კაცი მას იცვამს, ფეხებსა და ხელებზე დადის და თავისი „ძაღლური ცხოვრების“ ამსახველ ვიდეოებს Youtube-ზე აქვეყნებს. არხის აღწერაში წერია: „მინდოდა ცხოველი გავმხდარიყავი და კოლი გავხდი“.

Toko განმარტავს რატომ აირჩია სწორედ ეს ჯიში: „იმიტომ რომ რეალურად გამოიყურება, როდესაც ვიცვამ. ვიფიქრე, რომ დიდი ცხოველი, რომელიც ჩემს ზომასთან ახლოსაა უფრო რეალისტური იქნება.