გატუზომ

გატუზომ "ვალენსიაში" "მილანის" კაპიტნის ტრანსფერი მოითხოვა

„მილანის“ კაპიტანი ალესიო რომანიოლი შესაძლოა გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი გახდეს და კარიერა „ვალენსიაში“ გააგრძელოს.

იტალიური მედიის ცნობით, ჯენარო გატუზოს „ღამურებში“ 27 წლის ცენტრალური მცველის წაყვანა სურს. რომანიოლის „მილანთან“ კონტრაქტი ეწურება და გუნდს დიდი ალბათობით თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რადგან ხელშეკრულების ამოწურვამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი.

იტალიელით რომის „ლაციოც“ არის დაინტერესებული, მაგრამ ახლა საქმეში „ვალენსია“ ერთვება. გატუზო რომანიოლის კარგად იცნობს, რადგან „მილანში“ ავარჯიშებდა. რინოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნა, ჯერ ვალენსიელებს ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, მან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

აქვე გეტყვით, რომ ალესიო რომანიოლი „მილანის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს და 247 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „რომასა“ და „სამპდორიაში“ თამაშობდა.