საქართველოსა და გიბრალტარის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა, რაც იტალიურ პრესას შეუმჩნეველი არ დარჩენია.
„კვარაცხელიას შოუ“, - ეს სათაური ისეთი გავლენიანი გამოცემისაა, როგორიც Corriere Dello Sport-ია, რომლის ქვესათაურში წერია: „კვარაცხელია - „ნაპოლის“ ოქრო“. შემდეგ კი ვკითხულობთ: „C ლიგაში საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი 4:0 დაამარცხა, „ნაპოლის“ ახალწვეული დიდი გმირი იყო, მან ანგარიში გახსნა, მერე კი საგოლე პასი გააკეთა“.
უნდა აღინიშნოს, რომ კვარაცხელიას გოლს თითქმის ყველა ნეაპოლური და სხვა იტალიური გამოცემებიც გამოეხმაურნენ და ცხადია, ქართველი ფეხბურთელი შეაქეს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ივლისში შეუერთდება და იტალიურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.