ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია(VIDEO)

ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია(VIDEO)

ავღანეთში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამხედროები ამ დროისთვის ბაზა „ბასტიონზე", მთავარ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. უმრავლესობას ბაროტრამვა აღენიშნება. როგორც 42-ე ბატალიონის სამხედრო ექიმმა, მაიორმა ზურაბ ზაქარაიამ აღნიშნა, ქართველი სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი 24 საათის განმავლობაში მაღალკვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.